სიახლეები

ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple არასდროს ჩაიძირება

217views

ბევრი ინტერნეტში თვლის, რომ კომპანია Apple განწირულია და სულ მალე სულს დალევს. განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით ასეთ მოსაზრებებს ამ კომპანიის ახალი პროდუქტების პრეზენტაციების შემგომ. თუ კომპანია განწირულია, ფსკერზე დაშვება ნამდვილად არ დაუწყია. უფრო მეტიც, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას შეუძლებლად თვლის მიმდინარე რეალობაში და Apple-ს ჩაუძირავ კომპანიად მიიჩნევენ. ასეთ დასკვნამდე მივიდა UBS-ის ანალიტიკოსი სტივენ მილუნოვიჩი.

პირველ რიგში, სტივენი საუბრობს Apple-ის სმარტფონებზე. მისი აზრით, Apple მონოპოლისტია, მას დამოუკიდებლად შეუძლია დაარეგულიროს ფასები iPhone-ზე და ყურადღება არ მიაქციოს კონკურენტებს. მართლაც, კონკურენტები კომპანიას ყავს, მაგრამ არცერთი მათგანი არ სთავაზობს მომხმარებელს მსგავს პროდუქტს. თუ თქვენ გსურთ სმარტფონი, რომელიც iOS-ზე მუშაობს, ან თუნდაც რაიმე მსგავსი, თქვენ იძულებული იქნებით შეიძნოთ iPhone. სხვა ვარიანტები არ არსებობს.

უნდა დავამატოთ, რომ ძნელია Apple-ის ისეთ სტრესულ სიტუაციამდე მიყვანა, რომლიდანაც ის ვერ გამოვა. მიზეზი — კომპანიის ფინანსები. მათი საშუალებით კომპანიას ადვილად შეუძლია ადაპტაცია ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში. თუ კონკურენტები წარმოადგენენ რაიმეს, რაც ადვილად დაამარცხებს iPhone-ს, ან Apple-ის სხვა პროდუქტებს, დიდძალი ფინანსების საშუალებით Apple სწრაფად შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას, ან სიტუაციას შემოაბრუნებს თავის სასიკეთოდ.

მაგრამ, მაინც, როგორ ჩავძიროთ Apple?

ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს პასუხი არა აქვთ. უახლოეს დროში კომპანიას არაფერი ემუქრება და თუ განწირულია, მხილოდ წარმატებისათვის.

Comments

comments

Leave a Response