ხრიკები

4 მიზეზი, რატომ არ უნდა ვიყიდოთ ჩინური კაბელები

761views

ჩინური, უსახელო Lightning-კაბელები — მახეა. ამ აქსესუარზე უაზრო ეკონომია არაფერს კარგს არ გვიქადის. ქვემოთ მოცმეულია ოთხი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდოთ ყოელთვის ორიგინალური კაბელი, ან ოფიციალური სერტიფიკაციით ეფლის მხრიდან.

1. დიდხანს არ მუშაობს

ჩინური კაბელი, რომელიც არ შლება, არ იფშხვნება და რომელიც არ იხევა შეერთების ადგილებზე — ფანტასტიკაა. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. კაბელებო, რომლებიც ბითუმად იყიდება და ძალიან იაფი ღირს, ორიგინალ კაბელზე გაცილებით ადრე კვდებიან.

როდესაც მიზეზი გასაგებია: მაგალითად შეერთების ადგილზე გაწყვეტა, კიდევ ჯანდაბას. მაგრამ უფრო ხშირად ასეთი კაბელი უმიზეზოდ წყებტს მუშაობას. თუ არ გაქვთ შემცვლელი კაბელი, პოტენციურად კავშირის გარეშე დარჩენის საშიშოროება გიჩნდებათ და ან სასწრაფოდ მაღაზიაში უნდა გაიქცეთ ახლის საყიდლად, ან ვინმეს უნდა სთხოვოთ საახლობლოში. სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

2. თავსებადობა სათუოა

დღეს თქვენი იაფი კაბელი მუშაობს, ტენის და ასინქრონიზირებს ტელეფონს, ხვალ კი გამოვა iOS-ის ახალი ვერსია და ის უკვე აღარასოდეს იმუშავებს. უიი. iOS 7-დან დაწყებული, Apple-ის მობილური მოწყობილობები არჩევენ, ნამდვილია თუ არა კაბელი.

საიდუმლო იმაშია, რომ ორიგინალურ, ან სერტიფიცირებულ კაბელში საიდენტიფიკაციო ჩიპები აყენია. ხოლო იაფფასიან კაბელში არა. ამიტომ ასეთი კაბელების უმრავლსეობა არ იმუშავებს Apple-ის მობილური მოწყობილობების თანამედროვე ვერსიებთან. და თუ იმუშავებს, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ მუდამ: Apple-ს შეუძლია ნებისმიერ განახლებაში ჩადოს ასეთი კაბელების გათიშვის შესაძებლობა.

3. აპარატი დაზიანდება

ბევრს ახსოვს, როგორ მოკლა ჩინელი მომხმარებელი iPhone 5-მა, რომელიც ფალსიფიცირებულ დამტენზე იყო მიერთებული, ასევე ფალსიფიცირებული კაბელით. როგორც წესი, ჩინური წარმოების აქსესუარების მფლობელები ხშირად ვარდებიან უასომოვნო სიტუაციებში. ხშირად ხდება, რომ კვების დატანჯული მიკროსქემა ვეღარ ერევა ძაბვის ფლუქტუაციებს და უბრალოდ კვდება. სედეგად ვღებულობთ დაზიანებულ აკუმლატორს.

ითვლება, რომ თვითაალება ხშირ შემთხვევაში ჩნდება დაბალხარისხოვანი, არასერტიფიცირებული კაბელებისა და დამტენების გამო. მოკლედ, არ ღირს გარისკვა აშკარად.

4. ეკონომია გაუმართლებელია

თქვენ იყიდეთ Lightning-კაბელი 10-15 ლარად და მასზე მიაერთეთ 2000 ლარამდე ღირებულების სმარტფონი. ოქროსფერი. და წახვედით სამსახურში, სადმე პერსიტჟულ კომპანიაში. ასეა ხომ?

რატომ გიჩნდებათ აზრი, რომ 700 დოლარიანი ტელეფონის შეძენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ეკონომია გასწიოთ კაბელზე და შეიძინოთ დაბალი ხარისხის აქსესუარი? ალბათ იმიტომ, რომ ეს ტეელფონი კრედიტით არის გამოტანილი და მასში ბოლო თეთრები დახარჯეთ, რაც გაგაჩნდათ. იქნება და საერთოდ არ არის საჭირო ასეთი ძვირი ტელეფონის შეძენა საჭირო და რაიმე იაფფასიანი გერჩივნოთ?

Comments

comments

Leave a Response