როდესაც ერთ წინადადებაში ხვდება სიტყვები „Apple“ და „ირლანდია“, ბევრს უჩნდება აზრები კომპანიის ფინანსურ სქემებზე და გადასახადებზე თავის აცილებაზე. მაგრმა ცოტამ თუ იცის, რომ ეფლს ამ ქვეყანაში უზარმაზარი ქარხანა აქვს, ქალაქ კორკში, სადაც 4000 კვალიფიცირებული მუშა აწყობს iMac-ებს. ამის გარდა, ეს ერთადერთი ქარხანაა მსოფლიოში, რომელიც უშუალოდ ეფლს ეკუთვნის.
Irish Examiner სტუმრად ეწვია ამ ქარხანას და ფოტო-რეპორტაჟი მოამზადა.
ქარხანა 1980 წელს გაიხსნა, თანაც უშუალოდ სტვი ჯობსი ესწრებოდა გახსნის საზეიმო ცერემონიას. იმ დროს თანაშრომელტა რაოდენობა 60-ს არ აღემატებოდა.
დღეს ეს სულ სხვა ქარხანაა. თანამედროვე შენობა, სადაც იწყობა მსოფლიოში საუკეთესო კომპიუტერები. პრიცესი იმდენად არის აწყობილი, რომ ყოველ დღე მუშები რამდნეიმე ასეულ კომპიუერს აწყობენ. თუმცა, ამ კომპიუტერებზე თქვენ ვერ ნახავთ წარაწერას „დმზადებულია ირლნდიაში“.
და მიანც, რატომ გაუხსნა კარები ჟურნალისტებს ეფლმა იმ ქარხანაში, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა? სრულაიდ შესაძლებელია, რომ ეფლს უნდა მოიშოროს ის ეჭვები, რმლებიც მის გარშემო მუსირებს — თითქოსდა ირლანდია გადასახადების თავიდან ასაცილებლად არის გამოყენებული. რეალობაში, კომპანიამ ამ ქარხანში 2009 წლიდან 109 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ირლანდიას რამდნეიმე ათასი სამუშაო ადგილი შემატა.
წყარო: Irish Examiner