სიახლეები

რას გვპირდება Apple 2017 წელს?

96views

ბოლო რამდენიმე წელია Apple ყველაზე მომგებიანი კომპანიაა მთელს მსოფლიოში. გასული წელი საკმაოდ სარფიანი გამოდგა მისთვის, 2017 წელს კი გაცილებით დიდ მოლოდინებს ამყარებენ.

iPhone-ები შეცვლილი დიზაინით — როგორც მისი მომხმარებლები და ორგანიზაცია GeMUG-ის წევრები ელიან iPhone-მა წელს ყველაზე მეტად უნდა გაგვაოცოს რადგან პირველი iPhone ზუსტად 10 წლის წინ წარმოგვიდგინა სტივ ჯობსმა. ასევე, განახლებული iPad-ები და სრულიად ახალი პროდუქტი, რომლის შემოთავაზებასაც კომპანია 2017 წელს აპირებს გაზრდის კომპანიის მიმართ ინტერესს და ამასთანავე შემოსავლებსაც. კომპანია ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით სამომავლო გეგმებსა და პროდუქციაზე არ აკეთებს.

ცნობილი გახდა, ასევე, კომპანიის ახალი პროდუქტის Apple Glasses შესახებაც, რომელსაც უკაბელო კავშირი ექნება iPhone-თან და მომხმარებელს სურათებსა და სხვა ინფორმაციას უჩვენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და 2017 წელს მასთან ხელმისაწვდომობის მოლოდინი მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს.

Comments

comments

Leave a Response