სიახლეები

MacBook Pro-ში მონეტებს პოულობენ?

104views

თუ თვლით, რომ თქვენი Macbook Pro ზედმეტად ძვირია, მაგრამ არ იცით, რის გამო, ჩვენ თვალს აგიხელთ: ნოუთბუკზე ფულებს დებენ!

გასულ კვირას Imgur-ის ერთ-ერთმა მოხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მკაფიოდ ჩანს მონეტა Macbook Pro-ს ოპტიკურ დისკწამყვანში. თუ რა მიზეზით მოხვდა იქ ეს მონეტა — კაციშვილმა არ იცის.

უნდა აღინიშნოს, რომ ეფლის ბოლო ნოუთბუკი, რომელსაც ოპტიკური დისკწამყვანი ჰქონდა, 2012 წელს გამოვიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომხმარებლები მონეტებს პოულობენ მაკების კორპუსებში. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს საკმაოდ ხშირად ხდება.

და თქვენ ხომ არ გიპოვნიათ MacBook Pro-ში მონეტები?

წყარო: Gizmodo

Comments

comments

Leave a Response