WWDC 2017-ზე ჩვენ გვიჩვენებენ iOS 11-ს და ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა იქნება ამ ახალ ვერსიაში. მაგრამ ამ ღონისძიებამდე ჯერ კიდევ შორია, ხოლო iOS 10-ის განვითარება ჯერ არ დასრულებულა. დიდი ალბათობით ჩვენ ვიხილავთ სისტემის 10.3 ვერსიას რამდენიმე ახალი ფუქნციით. სონი დიქსონი, რომელიც ცნობილია თავისი საიმედო წყაროებით ეფლში, გვატყობინებს რამდენიმე საინეტრესო სიახლეს.
საკუთარ ტვიტერ არხზე მან დაწერა, რომ iOS 10.3-ის პირველი ბეტა-ვერსია 10 იანვარს გამოვა. ანუ ძალიან მალე. მეტიც, მასში გაჩნდება ახალი რეჟიმი, „Theater“.
სამწუხაროდ, სონიმ არ მოგვითხრო, თუ კონკრეტულად რა მოხდება ამ რეჟიმის ჩართვისას, თუმცა ვიცით, რომ ამ რეჟიმის ხატულაზე გამოსახული იქნება ბატი-ბუტით სავსე სათლი. სავარაუდოთ, ამ რეჟიმში გაითიშება შეტყობინებების ყველა ხმები, ასევე ეკრანის სიკაშკაშე დაიწევს მინიმუმზე, ანდა ინტერფეისი გადაერთვება მუქ ფერებზე. მოკლედ, საინტერესო სიახლე გველის.