ეფლი ამ შემოდგომაზე ჭკვიანი საათის მესამე ვერსიის გამოშვებას აპირებს.
Economic Daily, კომპანია Quanta-ს ანგარიშგებაზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ 2017 წლის შემოდგომაზე ეფლი Apple Watch 3-ს შემოგვთავაზებს. მთავარი სიახლე აკუმლატორის მომატებული მოცულობა და აპარატურული ნაწილი განახლებული შიგთავსი იქნება. დიზაინი არ შეიცვლება.
Quanta-მ ანგარიშგების შესახებ კომენტარის მიცემაზე უარი განაცხადა. კომპანია თვლის, რომ ეს უბრალოდ „ბაზრის ტიპური ანალიზია“ და მეტი არაფერი.
ჯერ-ჯერობით დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. ჯობია შემოდგომას დაველოდოთ.
წყარო: MR