ქსელში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება დაქრის. ერთი მხრივ, მედია საუბრობს iPhone 8-ის შესახებ, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს iPhone 7s-ის სანაცვლოდ, ან მასთან ერთად. შესაბამისად, s-მოდელი გახდება ქვედა საფასო სეგმენტის, ხოლო მერვე ვერსია — ფლაგმანური მოდელი.
ამ ხერხით ეფლი დაეწევა კონკურენტებს, რომლებიც წინ გაჭრნენ სმარტფონების ტექნიკური აღჭურვილობისა და დიზაინის საკითხში. თუმცა, მეორე მხრივ ზემოთ მოთხრობილს უარყოფენ სკეპტიკოსები.
iPhone 8-ის მოწინააღმდეგეები 2017 წელს არ ელიან რევოლუციურ სმარტფონს და არც აიფონის იუბილეს აღნიშვნას.
მაგრამ არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელიც შესაძლოა უფრო ახლოს იყოს ლოგიკასთან. შესაძლოა, ეფლმა გამოუშვას iPhone-ის ლიმიტირებული ვერსიები, მაგრალითად თეთრი პრიალა ფერის (Jet Black-ის ლოგიკური გაგრძელება) და აგრეთვე ლურჯი ფერის მოდელი.
ლურჯი, პრიალა iPhone 7, რომელის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ 2016 წლის 7 სექტმებრამდე მუსირებდა, ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo გამოჩნდა. და თანაც არასტანდარტულ შეფუთვაში, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მოწყობილობის ფასეულობას.
წყარო: startlr