მიმოხილვა

ექსპერტებისა და ინტერნეტ-პროგნოზების შესახებ

183views

როგორც ეფლის თემატიკის დიდ მოყვარულს, მეგობრები და უბრალოდ ნაცნობებიც ხშირად მიგზავნიან სხვადასხვა ბმულებს ინტერნეტში დადებულ სიახლეებზე კითხვით: „შეხედე, რა დაწერეს! რას ფიქრობ?“. პრინციპში, მათ რომ არ მაჩვენონ, მეც მუდმივად ვაწყდები ამდაგვარ სტატიებს. როგორც წესი, ამ სტატიების შინაარსი კრიტიკულია კომპანიასთან მიმართებაში, აუცილებლად შეიცავს თეზისს, რომ „ეფლი მალე ჩამოიშლება, ჯობსის დროს უკეთესი სიატუაცია იყო“ და ა.შ. მათი მოზღვავების პიკუც წინდაწინ ცნობილია, ეფლის კვარტალური შედეგების გამოქვეყნებიდან 1-2 კვირის განამვლობაში, რაიმე ღონისძიებისა და ახალი პროდუქტის ჩვენების შემდეგ.

ეფლის გულშემატკივრობის ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი სტატია საკმარისზე ბევრი მაქვს ნანახი, ამიტომ ვისწავლე აღარ მივაქციო ყურადღება. რასაკვირველია, ვნახულობ, ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ არაფერს საინტერესოს არ შეიცავენ და ვაგრძელებ სხვა, უფრო საინტერესო სტატიების კითხვას. უნდა ითქვას, რომ Apple-ს ამდაგვარი სტატიებით მარხავდნენ ჯობსის დაბრუნებამდეც, დაბრუნების შემდეგაც. ხოლო მისი გადაცვალების შემდეგ — მითუმეტეს. ძნელია თავი შეიკავო და არ თქვა „ჯერ სენც მიაღწიე იგივეს“, მაგრამ ასე გამოდის, რომ ინტერენეტში ძალიან ბევრი ექსპერტია, რომლებმაც შესანიშნავად იციან, როგორ უნდა მართონ მრავალმილიარდიანი ბიზნესი, გამოუშვან ინოვაციური და რევოლუციური პროდუქტები. რასაკვირველია, ისინი რომ მიუშვა საჭესთან, კუკს უჩვენებდნენ, თუ როგორ უნდა მართო სინამდვილეში ისეთი „მარტივი“ რაიმეთი, რასაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ქვია და რომელიც ყველაზე მეტ ფულს შოულობს.

მაგრამ გვეყო სარკაზმი. თუკი ფაქტორს „ჯერ შენით მიაღწიე“ მოვაშორებთ, მაინც რჩება სასაუბრო თემა. სერიოზულად, ამ ექსპერტების უმრაველსობას ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ. ყოველი მათგანი, რომელიც გვიყვება, რომ „Apple-ს სჭირდება კიდევ ერთი ჯობსი“, აბსოლუტურად არ ახსოვთ, რომ ისინი ზუსტად ასევე ანადგურებდნენ ჯობსს რევოლუციური პროდუქტების გამოშვების შუალედებში. შეგახსენებთ, რომ iPod-ისა და iPhone-ის ანონსებს შორის 6 წელი გავიდა და ამ ექვსი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი წუწუნებდა იმის შესახებ, რომ კომპანიას არ შეუძლია არაფერი ახლის ჩვენება, რომ iPod — შემთხვევით წარმატებული პროდუქტია და ა.შ. და ა.შ. მას მერე რაც სტივ ჯობსმა წარმოადგინა iPhone, ამ მოწუწუნეთა უმრავლესობამ იმის ლაპარაკო დაიწყო, თუ რა სისულელეა ეს აიფონი, რომ მას არაფერი არ შეუძლია და ა.შ. და ა.შ. იქ ხომ არ არის… და მოდიოდა 168 პუნქტიანი სია. არანაკლები წუწუნი გამოიწვია ინტერნეტში iPad-მა, რომელიც სხვათაშორის ასევე ჯობსმა წარმაოდგინა და რომლის გენია, მოწუწუნეებს თუ დავუჯერებთ, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიფურჩქნა. არადა, შესანიშნავად მახსოვს ჯობსის გარადცვალებამდე ეფლის პრეზენტაციების ბოლო ორიოდე წელიწადი, როდესაც ყოველი პრეზენტაციის შემდეგ ინტერნეტი ივსებოდა შეძახილებით „მოსაწყენია! აღარ შეუძლიათ რევოლუციური სიახლის ჩვენება! ეფლის სამარდება!“ და ა.შ. და ა.შ.

ექსპერტების მოსაზრებები კუკის შესახებ უკვე ცნობილია თქვენთვის. მაგრამ მოდი ცოტა ინფორმაციას მოგაწვდით და თქვენ თვითონ განსაჯეთ. ჯობსის შემდეგ ტიმ კუკმა კომპანიის მოგება 14 მილიარდიდან 2010 წელს 45 მილიარდამდე აიყვანა 2016 წელს. კომპანია ბოლო 6 წელია უშვებს ისეთ მოწყობილობებს, ისეთი ფუნქციებით, რისი წარმოდგენა 2010 წელს ძნელი იყო, მაგრამ ინტერნეტ-მოწუწუნეთა მოსაზრება „ეს ყველაფერი ჯობსმა მოიფიქრა, ხოლო ესენი უბრალოდ უშვებენ ბაზარზე“ მათ სინდისზე დარჩეს. ის, ვინც თვლის, რომ სწორედ ჯობსი ერთპიროვნულად იგონებდა ყველაფერს, რასაც უშვებდა ეფლი, ან ცუდად აქვთ წაკითხული სტივ ჯობსის ბიოგრაფია, ან ცუდად იცნობენ, თუ როგორ ფუნქციონირებს კომპანია, ან უბრალოდ არ უნდა ცოტა ტვინი დაძაბონ და დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ ამ კომპანიაში სხვა უმაღლესი რგოლის მმართველები — შილერი, ფედერიგი, აივი, მანსფილდი, კიუ და სხვები და რას აკეთებდნენ ისინი სტივის დროს. ამიტომ სტატიების პათოსი „კომპანია იძირება“, „მას მხოლოდ ჯობსი გადაარჩენს“ და ა.შ. ფრიად მახალისებს მე პირადად.

ამავდროულად მე არ მინდა ვთქვა, რომ Apple-ს არ გააჩნია საკუთარი პრობლემები. რასაკვირველია, ყველას ახასიათებს შეცდომები. თუმცა როცა კითხულობ სტატიას, რომ ეფლი იგნორირებას უკეთებს მაკების ბაზარს, ამით სარგებლობს მაიკროსოფტი და ცდილობს ითამაშოს ამავე ბაზარზე, პროტესტის გრძნობა მიჩნდება. სამაგიდე კომპიუტერები, მითუმეტეს Surface Studio-ს ფორმ-ფაქტორში და უსაშველო ფასით — ძალიან-ძალიან მცირე მოცულობის ბაზარია. იმაზე მცირეა, ვიდრე Mac-კომპიუტერების ბაზარი დღეს. ამიტომ მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი მსგავსი პროდუქტების წარმატებისადმი, მიიხედავად იმისა, რომ წმინდა ესთეტიკის თვალსაზრისით ფრიად სიმპატიურად გამოიყურება. სენსორული ეკრანებისა და სტილუსის ნიშანს ეფლი iPad Pro-თი მოიცავს და ჩემი აზრით საკმაოდ კარადაც.

ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ. გიკები თავისი შინაგანი ბუნებით გატაცებული ხალხია. აჩვენე მათ 3D, დიდი ეკრანი, ან კიდევ რაიმე ლამაზი და უსარგებლო და ეგრევე მიიღებ გაბრწყინებულ თვალებს და დაორთქლილ ხელებს. ასევე გაიგებ, თუ რატომ არის ეს რაიმე ნივთი The Next Big thing. მსგავსი The Next Big thing-ები CES-ის გამოფენაზე ყოველწლიურად ასობით გამოდის. მაგრამ სამიოდე კვირის შემდეგ მათი დიდი ნაწილი არავის ახსოვს. ხოლო აიფონი ამდაგვარი ხრიკების გარშეც შესანიშნავად იყიდება ყოელწლიურად ასობით მილიონი ცალი. დიახ, მაკები დიდი ხანია არ განუახლებიათ და იმედია რომ Apple-ს რცხვენია ამის გამო. Apple Watch-ის გაყიდვები ჯერ არ შეესაბამება დაგეგმილს. „ვაიმე, ნახეთ? ავტომობილის პროექტი გააუქმეს“, ისმის ინტერნეტში დაძაბული შეძახილები. იცით რას გეტყვით? არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. ხოლო ადამიანები, ვინც არ უშვებს შეცდომას, ბუნებაში არ არსებობს. სხვა საქმეა, რომ ეფლის მიდგომა ითვალისწინებს არა ბაზრის გატენვას მრავალი მცდელობით, არამედ ცდილობს გამოუშვას პროდუქტი, რომელშიც კომპანია დარწმუნებულია (ეს მაინც არ არის იმის გარანტია, რომ პროდუქტი წარმატებული იქნება, მაგრამ მინიმუმ ბაზარზე არ მოხვდება აშკარა ნაგავი). რას აკეთებს ეფლში ატეულობით ათასი თანამშრომელი, ტახტზე მოკალთებულ ანალიტიკოსებს არ აინტერესებთ და არც იციან. სამაგიეროდ მათ იციან, რომ კომპანია განწირულია. ამასობაში კი ეფლის კაპიტალური დანახარჯები 2017 წელს 16 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მაგრამ ვის აინტერესბს ციფრებში ქექვა? წუწუნი გაცილებით უფრო ადვილია.

ცალკე უნდა განვიხილოთ მაიკროსოფტის თანამშრომლები და ამ კომპანიის ფანები, რომლებიც ერთი მხრივ ოსანას უმღერიან საკუთარი კომპანიის სიხლეებს, ხოლო მეორე მხრივ დიდი სიამოვნებით ავრცელებენ სისაძაგლეებს ეფლის შესახებ, ან სტატიებს სერიიდან „ტიმ კუკი — იგივე ბალმერია“. მესმის რაკასვირველია, ასეთი სამუშაო აქვთ. მაგრამ გონების დაძაბვის მცირე ხერხს თუ მივმართავთ, დავინახავთ, რომ იგივე ადამიანები რამდენიმ წლის წინ გააფთრებული იცავდნენ ბალმერს, რომ ბალმერის ქმედებები მაიკროსოფტში — ყველაზე სწორია. ახლა კი უცებ აღმოჩნდა, რომ სატია ნადელაა მამა და მარჩენალი.ხვალ რომ ნადელას სტრატეგიამ არ გაამრთლოს და ის შეცვალონ, იგივე ქსპერტები ბოღმის და ღვარძლის დიდ ქვაბს გადაახამენ სატიასაც. It never ends, this shit.

მაპატიეთ, მაგრამ დამიგროვდა.

Comments

comments

Leave a Response