მიმოხილვა

ეფლის ფანები vs. მაიკროსოფტის ფანები — მეცნიერთა დასკვნა

240views

თემა, „ეფლი მაიკროსოფტის წინააღმდეგ“ უკვდავია (მანამდე, სანამ ეს კომპანიები არსებობენ) არა მხოლოდ ამ კომპანის წყალობით, არამედ უფრო იმათი წყალობით, ვისაც ძალიან უყვარს (და სძულს) ეს კომპანიები — ფანატების. სწორედ იმათი წყალობით, ვინც მრავალ საათს ატარებს საიტებზე და ფორუმებზე და ცდილობს დაამტკიცოს საყვარელი კომპანიისა და მისი პროდუქტების უპირატესობა, იცავს მის მცირეოდენ შეცდომასაც კი და ხანდახან კომპანიის ხელმძღვანელობასაც კი აღმერთებს. ასევე იმათი წყალობით, ვისაც დანახვაც კი არ უნდა საპირისპირო კომპანიის პროდუქტებისა და ვინც ასევე მრავალ საათს ატარებს იმავე საიტებსა და ფორუმებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კვლევა ჩაატარეს ბრიტანელმა მეცნიერებმა (ჰაჰა).

სანამ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, საკუთარ თავზე ვიტყვი. ათიოდე წლის წინ ერთ საინტერესო ფრაზას წავაწყდი ქსელში: „Love the products, hate the company“. ვფიქრობ, თარგმანი ზედმეტია. ეს პრეამბულა იყო, ახლა კი ამბულაზე გადავიდეთ.

იმ მომენტიდან, რაც მეცნიერებმა დაიწყეს გადახრების შესწავლა, მათ შეამჩნიეს რომ არსებობს ორი მკვეთრად გამოხატული ჯგუფი: ისინი ვისაც მოსწონთ ეფლი და ისინი, ვისაც მოსწონთ მაიკროსოფტი. დარც მეტად შეისწავლება ორივე მხარე, მით უფრო უერთიერთგამორიცხავად ჩანს პოზიციები სიყვარული-სიძულვილი.

University College London-ის პროფესორ სემირ ზეკის მიერ ჩატარებული კვლევები დაგვეხმარება ავხსნათ ემოციების ის კორიანტელი, რომელიც თან ახლავს ორ ტექნოლოგიურ გიგანტს. მართალია, სიყვარული და სიძულვილი ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებათ ჩანან, მაგრამ ორივე გრძნობაზე პასუხისმგებელი არიან ერთი და იგივე ნერვული კვანძები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორივე გრძნობის ინტენსივობის პიკური სიმაღლეში ჩართული ტვინის ორი ნაწილი: putamen და insula.

და აი ამ კვლევამ, რომელიც მოიცავდა 17 მოძულეს, აჩვენა ძირითადი სხვაობა სიყვარულსა და სიძულვილს შორის.

სიძულვილი უფრო რაციონალურია.

„ეს შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს, ვინაიდან სიძულვილი ასევე სრულიად მომცველი გრძნობაა, ისევე როგორც სიყვარული“, განაცხადა ზეკიმ Independent-თან ინტერვიუში. „მაგრამ რომანტიულ სიყვარულში, მისი მონაწილე შესაძლოა ნაკლებ კრიტიკული იყოს სიყვარული ობიექტის მიმართ. ხოლო სიძულვილში ის, ვისაც სძულს, პირიქით, იჩენს მეტ გინიერებას იმ ნაბიჯების განთვლის მიზნით, რაც დააზარალებს სხვას“.

ეს ჩვენ გვკარნახობს, რომ ისნი ვისაც უყვართ ეფლი და მაიკროსოფტი, საბოლოო ჯამში თავი აქვთ დაკარგული ამ ბრენდებთან მიმართებაში. მაგრამ როდესაც საქმე სიძულვილს ეხება, ისინი ცივი გონებით პოულობენ ყველაზე საშინელ, მაგრამ ფაქტებით გამყარებულ წერტილებს კრიტიკისათვის, რათა გამოხატონ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება.

სიყვარული ბრმა არისო, ამბობენ. აი სიძულვილს კი როგორც ჩანს GPS აქვს.

ასე რომ, რაც უფრო მეტ რაციოანლურ მიზეზს პოულობს ეფლის მოყვარული, რათა სძულდეს მაიკროსფოტი, მით მეტად ინტენსიური ხდება მისი სიძულვილი.

რასაც არ აღწერს აღნიშული კვლევა, ეს არის შემდეგი თემა: ძლიერდება თუ არა ნივთისადმი, ადამიანისადმი, ან ბრენდისადმი სიძულვილი, თუ ის მომდინარეობს ტვინის იმავე ნაწილიდან სადაც ძიერია სხვა ადამიანისადმი, ნივთისადმი, ან ბრენდისადმი სიყვარული?
აძლიერებს თუ არა სიძულვილს მაიკროსოფტისადმი ეფლის ბრენდის ფანატის სიყვარული? ანდა, ხომ არ არის ამ სიძულვილში ჩამალული ურთიერთსაწინააღდეგო და საშიში აღტაცება სიძულვილის ობიექტის მიმართ, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს საოცრად ახლო ნეიროსამეცნიერო უერთიერთობებით სიყვარულსა და სიძულვილს შორის?

მე ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ, როგორ ესხმიან თავს ამ ორი ბრენდის მოყვარულები ერთმანეთს და ვფიქრობ, გულის სიღრმეში ხომ არ ეჭვიანობენ მოპირისპირე მხარის წამრატებების გამო?

შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეფლის მოყვარულებს გააჩნიათ ფარული ვნება მაიკროსოფტისადმი? ხოლო რედმონდული კომპანიის მოყვარულებს ძალიან მოსწონთ ერთი ხილის კომპანიის სიახლეები? რა შეიძლება იყოს მათი ფარული ვენებების მიზეზი?

მეცნიერება ამაზე ჯერ-ჯერობით დუმს.

Comments

comments

Leave a Response