სიახლეები

Apple-მა მემილიარდე iPhone გაყიდა

97views

კომპანია Apple-მა მემილიარდე სმარტფონი iPhone გაყიდა, – განაცხადა კომპანიის გენერალრმა დირექტორმა ტინ კუკმა თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.

„iPhone გახდა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პროდუქტი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. იგი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და დღის განმავლობაში მრავალი ოპერაციის განხორციელების საშუალებას გვაძლევს“, – დასძინა კუკმა.

როგორც კომპანიის დეირექტორმა განაცხადა, მემილიარდე iPhone გასულ კვირას გაიყიდა.

აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვარს პლანეტის მოსახლეობის რიცხვმა 7,3 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ე.ი. ჰიპოთეტურად, პლანეტის ყოველი მერვე მოსახლე შესაძლებელია იყოს Apple-ს წარმოების სმარტფონის მფლობელი.

Comments

comments

Leave a Response