მიმოხილვა

რა აჩვენა ეფლმა 27 ოქტომბრის პრეზენტაციაზე

98views

სულ რამდენიმე დღის წინათ დასრულდა ეფლის მეორე საშემოდგომო პრეზენტაცია. სლოგანმა „Hello Again“ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია დაინტერესბულთა შორის. აბა ვნახოთ, თუ რა მივიღეთ შედეგად.

საკმაოდ მოულდონელად პრეზენტაცია დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიერ ეფლის ტექნიკის გამოყენების ვიდეო-რგოლით. სცენაზე ტიმ კუკი ავიდა და მოგვითხრო ეფლის საიტის სპეციალური ვერსიის შესახებ.

სტატისტიკა

შემდეგ რასაკვირველია მივიღეთ მცირეოდენი სტატისტიკური ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

კუკმა გვერდი არ აუარა და რამდენიმე საქებარი სიტყვა თქვა ახალი iPhone 7-ის, მისი მძლავრი კამერისა და საუკეთესო მობილური საოპერაციო სისტემა iOS 10-ის შესახებ.

სულ რაღაც ერთ თვეში მომხმარებელთა 60%-მა განაახლა თავისი iPhone და iPad მოწყობილობები საოპერაციო სისტემის ბოლო ვერსიაზე, ხოლო ანდროიდზე ყველაფერი კვლავ სევდიანად გამოიყურება.

Apple TV

საკმაოდ მოულოდნელი იყო ამ ღონისძიებაზე სატელევიზო ტერმინალზე საუბრის წამოწყება. თუმცა ახალი მოწყობილობა არ გვიჩვენეს.

საუბარი იყო იმაზე, რომ AppleTV-სათვის უკვე არსებობს 8000 აპლიკაცია, მათ შორის უკვე დაემატა Minecraft, რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ასევე, ამ მოწყობილობისათვის არსებობს 1600 შოუ და სერიალი.

AppleTV-ის პროგრამულ განახლებაში უკვე შესაძლებელია რაიმე სპორტული სანახაობის ყურება და პარალელურად ტვიტერის ლენტის წაკითხვა ამ კონკრეტული მატჩის შესახებ. დაემატა ახალი აპლიკაცია, ფრიად ბანალური სახელით TV. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთ სივრცეში საყვარელი სერიალების, კატეგორიების, რეკომენდაციებისა და მისთ. შეკრება. ქართველ მაყურებელს შეუძლია თავი არ შეიწუხოს — ეს სერვისი აშშ-სთვის არის განკუთვნილი.

მოკლედ, დასაწყისი არც ისე საინტერესო აღმოჩნდა. ყველა ველოდებოდით, თუ როდის გადავიდოდნენ ახალი კომპიუტერების წარმოდგენაზე.

Mac

როგორც კი მაყურებელმა მოწყენა დაიწყო, ეკრანზე გამოჩნდა წარწერა „Mac“. კუკმა შეგვახსენა იმის შესახებ, რომ წელს ეფლის პორტატულ კომპიუტერებს 25 წელი უსრულდებათ. საიუბილეო თარიღია ნამდვილად! ამის შესახებ მცირე ვიდეო-რგოლიც გვიჩვენეს.

რასაკვირველია, ამ ვიდეოში ბოლო კადრში ახალი Macbook Pro გამოჩნდა.

რევოლუციური Macbook Pro 2016: უფრო თხელი, მსუბუქი და ორი ეკრანით

25 წლის წინ ეფლმა წარმოგვიდგინა საკუთარი წარმოების პირველი პორტატული კომპიუტერი. დღეს მან გვაჩვენა რევოლუცია.

მოდი პატარა ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ.

MacBook Pro გუშინ

2006 წლის იანვარში ეფლმა წარმოადგინა 15 დუიმიანი Macbook Pro, რომელმაც შეცვალა PowerBook G4. იმავე წლის აპრილში კომპანიამ გამოუშვა 17 დუიმიანი მოდელიც. დიზაინის თვალსაზრისით ამ კომპიუტერმა ბევრი რამ აიღო წინამორბედისაგან, მაგრამ შიგთავსი კარდინალურად შეიცვალა — RISC-პროცესორის PowerPC G4-ის ნაცვლად გამოყენებული იქნა Intel Core პროცესორი, x86 არქიტექტურაზე.

2008 წელს კომპანიამ სერიოზულად განაახლა Macbook Pro-ს ხაზი და მსოფლიოს წარუდგინა ალუმინის Unibody-კორპუსი, რომელმაც მცირე ცვლილებებით დღემდე მოაღწია. კიდევ ერთი სიახლე — გაყიდვაში გამოჩნდა 13 დუიმიანი Macbook Pro. ეს 2009 წელს მოხდა.

ეფლის ყველაზე დიდი წარმადობის პორტატული კომპიუტერების შემდეგი დიდი განახლება 2012 წელს მოხდა, Macbook Pro 15 Retina-ს წარმოდგენით. იმის გარდა, რომ ამ მოდელს არაჩვეულებრივი IPS-მატრიცა ჰქონდა, უზარმაზარი გაფართოებით, კომპანია კიდევ რამდენიმე ფრიად საინტერესო საინჟინრო გადაწყვეტილება შემოგვთავაზა. მაგალითად, გააუქმა ოპტიკური დისკწამყვანი, ასევე მექანიკური ხისტი დისკის ნაცვლად გამოიყენა ფლეშ-დისკი. ამის გარდა, ეფლმა შეწყვიტა 17 დუიმიანი მოდელის წარმოება.

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და დადგა Macbook Pro-ს განვითარების შემდეგომი ეტაპი.

MacBook Pro დღეს: მოდი გადავყაროთ 45 წლის F-კლავიშები

დიახ, ჩვენ ვიცოდით, რომ ფუნქციური კლავშების მაცვლად ახალ მოდელში OLED-ეკრანი იქებოდა. და ეს ვიცოდით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. ხოლო პრეზენტაციაზე ამის ოფიციალური დადასტურებაც მივიღეთ. მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება ეფლის ახალი მოწყობილობების შემთხვევაში, რეალობა იმაზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ამას ველოდით. მაგრამ მოდი ყველაფერზე თანმიმდევრულად ვისაუბროთ.

ფილ შილერმა წარმოგვიდგინა Macbook Pro-ს ახალი თაობის ორი მოდელი: 13- და 15-დუიმიანი. ყველაფერი ძველებურადაა ზომების თვალსაზრისით. მაგრამ კორპუსის ფერში ცვლილებაა. ჩვეულებრივ ვერცხლისფერს დაემატა „კოსმიური ნაცრისფერი“, რომელშიც ახალი მაკი ბრწყინვალედ გამოიყურება. ამის გარდა, ორივე პორტატული კომპიუტერი გამსუბუქდა და უფრო კომპაქტურის გახდა, ვიდრე წინამორბედი (სისქე — 14.9 მმ და 15.5 მმ, წონა — 1.37 კგ და 1.83 კგ, შესაბამისად).

აი რაც შეეხება შიგთავსს, ის კარდინალურად შეიცვალა.

მეორე თაობის კლავიატურა „პეპელა“ მექანიზმით

თუ რა შეიცვალა კონკრეტულად, ფილ შილერმა არ დააკონკრეტა, მაგრამ ძალიან აქო. ალბათ, მზად იყო მთელი დღე ესაუბრა მასზე, მაგრამ დრო სხვა რამისთვისაც იყო გამოყოფილი. თუ სარეკლამო რგოლით ვიმსჯელებთ, მექნიზმი უფრო გართულდა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო საიმედო გახდა.

ტრეკპადი Force Touch

ის ორჯერ უფრო დიდი გახდა, ფართობის თვალსაზრისით, მაგრამ კვლავაც ფრიად მგრძნობიარეა და მოსახერხებელი.

აკუსტიკა
უფრო ხმამაღლა და ხარისხიანად — აღწარმოებული სიხშირის დიაპაზონი ორჯერ გაფართოვდა. უმეტეს შემთხვევაში, გარე აკუსტიკა არ დაგჭირდებათ, გარწმუნებთ.

Touch Bar

აი ეს იყო 27 ოქტომბრის ღონისძიების ძირითადი მომენტი. აღნიშნული სიახლე ფაქტობრივად წამროადგენს OLED-ზოლს, რომელზეც გამოსახება დინამიურად ცვალდი მართვის ელემენტები.

ნამდვილი რევოლუცია, რომელსაც მიეძღვნა პრეზენტაციის ლომის წილი.

Touch Bar-მა ჩაანაცვლა ფუქნციური კლავშები, ანუ ე.წ F-კლავიშები (F1-F12), რომლებიც კომპიუტერებში 45 წელია რაც გამოიყენება. პირველად ეს კლავიშები IBM-ის ტერმინალში გამოჩნდა 1971 წელს. „დროა მოვიშოროთ“, — განაცხადა შილერმა და სცენაზე კრეიგ ფედერიგი მოიწვია, ეფლის პრეზენტაციების მამა.

კრეიგმა პირველ რიგში გვიჩვენა TouchID-ის მუშაობა — თითის ერთი შეხება და თქვენი Macbook Pro მომენტალურად განიბლოკება და მზად იქნება მუშაობისათვის. ამის გარდა, თუ ერთ პორტატულ კომპიუტერს ოჯახის რამდენიმე წევრი იყენებს და ყველას აქვს საკუთარი ანგარიში, თითის შეხებით მომენტალურად ხდება საჭირო ანგარიშზე გადართვა. ძალიან მოსახერხებელია!

Touch Bar გამოიყენება F-კლავშების ჩასანაცვლებლად სისტემაში და აგრეთვე სხვადასხვა აპლიკაციისათვის ფუნქციური კლავშების გასახვისათვის. მაგალითად ტექსტური შეტყობინების დაწერისას ამ ზოლზე გამოჩნდება სიცილაკები, ვიდეოს სამონტაჟო აპლიკაციაში შესაბამისი ფუნქციური კლავშები და ა.შ.

ეფლის საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა უკვე მხარს უჭერს Touch Bar-ს. უცხო მწარმოებლების აპლიკაციებიდან ჩვენ გვიჩვენეს Photoshop და Microsoft Ofiice 2016. Touch Bar-ის შესახებ არაერთი სტატიის დაწერა შეიძლება — ეს ნამდვილად რევოლუციაა. ვეცდები შემდეგ ნომრებში უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ახლა სხვა სიახლეებზე გადავიდეთ.

აპარატურული ნაწილი

15 დუიმიანი მოდელი წარმოდგენილია მეექვსე თაობის ოთხბირთვიანი Intel Core i7-ით, 2.6 გჰც ტაქტური სიხშირით და AMD Radeon Pro ვიდეო-ბარათით (არქიტექტურა Polaris). ვიდეო-მეხსიერება 4 გბაიტია.ის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინამორბედი მოდელი. ოპერატიული მეხსიერება — 16 გბაიტი, მონაცემტა გაცვლის სისწრაფე 3.1 გბ/წმ, რაც ასევე ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის. დისკური სივრცე მაქსიმუმ 2 ტბაიტი შეიძლება იყოს, სტანდარტულად — 256 გბაიტი.

რაც შეეხება 13 დუიმიან მოდელს, მასში გამოყენებულია მეექვსე თაობის Intel Core, მაგრამ ორბირთვიანი. სურვლის მიხედვით i5 (2.9 გჰც), ან i7. ნაგულისხმევად ოპერატიული მეხსიერება 8 გბაიტია. ფლეშ-დისკი ისეთივე სწრაფია, როგორც 15 დუიმიან მოდელში. ვიდეო-ბარათი — Intel Iris Graphics 550. აღნიშნული ვიდეო-ჩიპი 76%-ით უფრო სწრაფია ვიდრე წინა თაობის Macbook Pro-ში.

მთელი ეს სილამაზე მოითხოვს სერიოზულ გაგრილებას, ასე რომ ქულერების გარეშე გამ`ძრომა არ გამოვიდა, როგორც ეს არის 12 დუიმიან მოდელში. თუმცა ქულერები სეთი ჩუმია, საიმედო და ეფექტური, რომ ისინი გაღიზიანებას არ იწვევენ. ჰაერი კომპიუტერში ქვედა მხრიდან შედის და მონიტორის სამაგრთან გამოდის.

ეკრანის გაფართოვება იგივე დარჩა, დანარცენი — ახალია.

ეკრანის პანელი უფრო თხელია, მაგრამ უკეთესი, ვიდრე წინამორბედში. სიკაშკაშემ 67%-ით იმატა, კონტრასტულობამ — ასევე 67%-ით, ფერთა დიაპაზონი 25%-ით გაიზარდა.

პორტები — ჩვენი ტკივილია

აი რაც შეეხება პორტებს, ყველაზე დიდი ტკივილი და აზრთა არაერთაროვნება სწორედ მათ გამოიწვიეს.

მშვიდობით კლასიკურო USB და MagSafe! გამარჯობა Tanderbolt 3, იგივე USB-C პორტო! თანაც ახალ მოდელში 4 ასეთი პორტია განთავსებული. ჯერ კიდევ შემორჩა 3.5 მმ აუდიო-პორტი (ვერ გაბედეს, თორემ მააგასაც მოაშთობდნენ!). ჰო, სულ ესაა, დანარცენი ყველაფერი გაქრა!

ახლა თქვენ ნუ დაუშვებთ კლასიკური ეფლ-ჰეიტერის შეცდომას და ნუ დაიწყებთ ჩხუბს, რომ ეფლი სულ გაფუჭდა. შეტანა/გამოტანის ახალი სისტემა გაცილებით უფრო საინტერესოა ყველაფერზე, რაც აქამდე იყო. მაშ ასე, თითოეული აღნიშნული პორტი შესაძლებელია გამოყებულ იქნას კომპიუტერის დამუხტვისათვის, გამოსახულების გამოტანისათვის, მონაცემთა გაცვლისათვის და ქსელური კავშირისათვის. ისევე, როგორც Touch Bar, ამ პორტებს ჩვენ რამდენიმე სტატიას მივუძღვნით მომავალში.

ავტონომიურობა

გვპირდებიან 10 საათს და სავარაუდოთ არც მოგვატყუებენ.

და, MacBook Air?

მათვის, ვინც განახლებულ MacBook Air-ს ელოდა, კომპანიამ წამროადგინა შედარებით გამარტივებული 13 დუიმიანი Macbook Pro, Touch Bar-ის გარეშე, თუმცა ყველა დანარჩენი სიახლით და MacBook Air-ზე მცირე ზომებითაც. დიახ, დიახ, არ მოგესმათ: ახალი MacBook Pro 13” უფრო თხელია და ზომებშიც უფრო ნაკლებიო, ვიდრე MacBook Air (წონა იდენტურია)!

ერტადერთი სხვაობა ორ Macbook Pro 13”-ს შორის არის ის, რომ მოდელს Touch Bar-ის გარეშე მხოლოდ ორი Thunderbolt 3 პორტი აქვს და ცოტა უფრო სუსტი ვიდეო-ბარათი — Intel Iris Graphics 540.

რა ღირს და როდის?

შეკვეთა უკვე შესაძლებელია, თუნდაც დღესვე. 13 დუიმიან მოდელებზე ფასები არის 1499, 1799 და 1999 დოლარი. 15 დუიმიანზე — 2399 და 2799 დოლარი. კი, იკბინება ფასები ძალიან. მაგრამ ვფიქორბ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ძველ ნიშნულებს.

სულ ესაა?

კი, სულ ესაა. პრეზენტაცია დასრულდა და ჩვენს შევაბიჯეთ ახალ რეალობაში, სადაც წარსულის ადგილი არ არის.

Comments

comments

Leave a Response