სიახლეები

სალამი კიდევ ერთხელ – ეფლის ახალი პრეზენტაცია

248views

კომპანია Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა 27 ოქტომბერს სპეციალური ღონისძიების ჩატარების შესახებ.

კონფრენცია ჩატარდება Town Hall Auditorium-ში, სააქტო დარბაზში, რომელიც უშუალოდ კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე მდებარეობს. დარბაზი სულ რამდნეიმე ასეულ ადამიანზე არის გათვლილი, შესაბამისად ღონისძიებას ძირითადათ ჟურნალისტები დაესწრებიან.

ღონისძიების სახელია Hello Again — გამარჯობა კიდევ ერთხელ, ზუსტად ეს სიტყვებია გამოსახული აფიშაზე. საინტერესოა, რომ ზუსტად ფრაზა Hello გახდა ეფლის Mac-კომპიუტერების სავიზიტო ბარათი მრავალი წლის განმავლობაში.

მრავალი მითქმა-მოთქმისა და ჭორის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეფლი წარმოგვიდგენს Macbook Pro-ს განახლებულ მოდელებს, USB-C და Thunderbolt 3 გასართების მხარდაჭერით. რა ბედი ეწევათ სხვა სახის გასართებს, ჯერ ძნელი სათქმელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ცხელი ხუთშაბათი გველოდება.

ზუსტად ერთი კვირა დაგვრჩა სანერვიულოდ.

Comments

comments

Leave a Response