სიახლე სახელწოდებით Apple Watch Nike+, Apple-სა და Nike-ის ერთობლივ ნაწარმს წარმოადგენს და ის გაყიდვაში 28 ოქტომბრიდან გამოვა.
საუბარია ამ ორი ბრენდის კოლაბორაციის შედეგად შექმნილ სმარტ-საათზე. ისევე, როგორც Apple Watch Series 2-ის ყველა მოდელში, მასშიც ჩამონტაჟებულია GPS-მოდული ტემპის, მანძილისა და მარშრუტის შესამოწმებლად. საათს აქვს მკვეთრი დისპლეი, ისე, რომ საჭირო მონაცემის ნახვა მზის გულზეც სრულიად შესაძლებელია. ახალი გაჯეტი წყალგამძლეა: ის 50 მეტრამდე წყალქვეშ თავისუფლად ძლებს.