მიმოხილვა

ახალი ჭკვიანი საათი Apple Watch Series 2

260views

ეფლის პირველი თაობის ჭკვიანი საათის გაყიდვაში გამოსვლიდან ზუსტად 18 თვე გავიდა. ტიმ კუკმა ხაზი გაუსვა, რომ მისი საათი საკმაოდ სწრაფად ჯდება (კარგავს მუხტს). პრეზენტაციის მსვლელობისას ეფლის ხელმძღვანელის საათზე მხოლოდ 47% იყო დარჩენილი. და ამას რაიმე უნდა ეშველოს.

დღეისათვის Apple Watch მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჭკვიანი საათია.

ამა წლის ივნისში კომპანიამ წარმოგვიდგინა საათის საოპერაციო სისტემის განახლებული ვერსია, WatchOS 3. საკვანძო სიახლეებს შორის იყო სწრაფი პასუხის შესაძლებლობა, სტიკერები, ანიმაციის დამატებითი ეფექტები, რომლებიც დიალოგს უფრო მიმზიდველს ხდის.

ამის გარდა, დეველოპერებმა დაამატეს სიმბოლოებით პასუხის გაცემის შესაძლებლობაც. ასევე რეალიზებულია სამაშველო სამსახურის გამოძახების ფუნქციაც.

ზოგიერთმა მესამე მწარმოებლების აპლიკაციამ მიიღო საათთან წვდომა, მაგ. ფიტნეს-აპლიკაციები და სხვ.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ელოდნენ Nintendo-ს მოყვარულები — Poken Go-ს თამაშის შესაძლებლობაა. ახლა Apple Watch-ითაც შეიძლება კილომეტრობით მანძილის დაფარვა და პატარა მოსნტრების დაჭერა.

დეტალურად ამის შესახებ ისაუბრა Niantic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰანკემ.

აპლიკაციის განსაკუთრებული მომენტი არის ინტეგრაცია როგორც თამაშთან, ასევე ფიტნეს-ფუქნციებთან. თამაში ზომავს პოკემონების დაჭერაზე დახარჯულ კალორიებს, განვლილ მანძილს, აჩვენებს ახლო მდებარე პოკემონებს, კვერცხის გამოჩეკვის პროგრესს და ა.შ.

ასევე ინტეგრირებულია პოკეტსტოპების მოძიების ფუქნციაც და მათთან ურთიერთქმედებაც. ლუტის შეგროვება გაადვილდა: სრული ინფორმაცია გამოდის ეკრანზე.

განახლებული Apple Watch Series 2

პოკემონები კარგია, მაგრამ ახალი საათი — კიდევ უკეთესი! სექტემბრის პრეზენტაციაზე ჩვენ ვიხილეთ განახლებული Apple Watch series 2.

დასახელების კონცეფცია შეიცვალა — Apple Watch series 2. მთავარი სიახლე — ამ საათით უკვე შეიძლება ცურვა და 50 მეტრამდე სიღრმეში ჩასვლა.

წყლის არ ეშინია

იმასთან დაკავშირებით, რომ საათი სრულიად უძლებს წყალს, ინჟინრებს დასჭირდათ აკუსტიკური სისტემის გადაკეთება. სრულიად ახალი ტიპის სპიკერი შემდეგნაირად გამოიყურება:

ორჯერ უფრო სწრაფი და ორჯერ უფრო კაშკაშა

Apple Watch series 2-ში დაყენებულია ახალი დედა-დაფა S2. პროცესორი 50%-ით აჩქარდა, ხოლო გრაფიკული სისტემის უკეთ მუშაობაზე პასუხს აგებს ახალი ჩიპი. ეს

მოდულიც ორჯერ უფრო სწრაფი გახდა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გამოსახულება აპლიკაციებში წამში 60 კადრი სიხშირით განახლდება.
ეკრანი — კიდევ ერთი გაუმჯობესებული ნაწილი. მისი სიკაშკაშე 1000 ნიტი იქნება.

ამიერიდან GPS-ით

დადასტურდა კიდევ ერთი ჭორი — განახლებული მოდელი მიიღებს ჩამონტაჟებულ GPS-ს. რაც ნიშნავს, რომ დეველოპერებს და მომხმარებელს გამოყენების სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ.

შესაძლებელი იქნება მარშრუტის გაკვალვა, იმ მანძილების მითითება, რაც დარჩა გასავლელი. და ყველაზე სასიამოვნო, რომ ყველაფერი ეს ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე.

დიზაინერულ სიახლეებში საათის კორპუსის ახალი მასალა იქნა წარმოდგენილი — თეთრი კერამიკა.

იმისათვის, რომ სპორტის სამყარო მთლიანად ამ საათზე გადმოვიდეს, Apple-მა Nike-თან ერთად შექმნა ახალი სამაჯურის ვერსია. ამ სამაჯურიან მოდელს Apple Watch Nike++ დაერქვა. ამას მიუმატეთ Nike-ის განახლებული აპლიკაცია და მიიღებთ შესანიშნავ პერსონალურ მწვრთნელს.

Apple/Nike-ის მოდელი ოთხ სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდეგნილი გაყიდვაში.

ჯამში Apple Watch Series 2 წინა თაობის მოდელისაგან შემდეგით განხვავდება:

Apple Watch Series 2 -ის ფასი 369 დოლარიდან იწყება.

ძველი მოდელის ფასმა დაიწია და 269 დოლარი გახდა.

Comments

comments

Leave a Response