სიახლეები

iPhone 7 Plus -ის პირველი პარტია გაყიდვაში გამოსვლამდე გაიყიდა.

135views

კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონის iPhone 7 Plus-ის პირველი პარტია მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ოფიციალურ მაღაზიებში მის მიწოდებამდე უკვე გაიყიდა.

ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, iPhone 7-ის დიდი ზომის ეკრანიანი ტელეფონების გარდა, გაყიდულია მბზინავი შავი ფერის iPhone 7 სმარტფონების მოდელებიც. მსოფლიოს 25 ქვეყანაში Apple დღეიდან იწყებს წყალგამძლე და გაუმჯობესებული კამერით გამოშვებული iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის გაყიდვებს.

მათ, ვინც კომპანიის მაღაზიებს ტელეფონის საყიდლად მიაკითხავენ, ამ ეტაპზე მოუწევთ მხოლოდ შეკვეთის დატოვება ინტერნეტის მეშვეობით და ლოდინი მის მიღებამდე.

CNN-ის ცნობით, ამერიკაში „ეფლის“ მაღაზიების წინ უკვე გრძელი რიგებია.

iPhone 7-ის ფასი 649 დოლარიდან, iPhone 7 Plus-ის ღირებულება კი 769 დოლარიდან იწყება.

Comments

comments

Leave a Response