სიახლეები

Apple-ის ახალი მოწყობილობები

190views

კორპორაცია Apple-მა ახალი პროდუქტების iPhone 7 და iPhone 7 Plus პრეზენტაცია გამართა. ახალი გაჯეტები წყალგაუმტარია და აღჭურვილია ორი კამერით, ყურსასმენების ჩართვა უკვე Lightning და Bluetooth-ით იქნება შესაძლებელი, ღილაკი Home ფიზიკურ ძალას აღარ საჭიროებს.

iPhone 7-ის (32 გიგაბაიტიანი) ღირებულება 649 დოლარი იქნება, iPhone 7 Plus-ის კი – 749 დოლარი. სმარტფონები 32, 128 და 256 გიგაბაიტის მოცულობის იქნება.

ახალ გაჯეტებზე წინასწარი შეკვეთების გაფორმება 9 სექტემბრიდან დაიწყება, განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე გაყიდვა კი 16 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, განვითარებად ქვეყნებში კი 23 სექტემბრიდან.

ახალ სმარტფონებს შუშისა და ალუმინის მომრგვალებული კორპუსი აქვს.მომხმარებელს 5 ფერის არჩევის შესაძლებლობა აქვს, სმარტფონები არის ოქროსფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, შავი და შავი ონიქსი. Apple-მა პრეზენტაციაზე ასევე წარადგინა უკაბელო ყურსასმენი AirPods და სმარტ-სააათების ახალი ვერსია Apple Watch Series 2.

Comments

comments

Leave a Response