თურქეთის ვიცე-პრემიერმა მეჰმედ შიმშეკმა ამერიკულ კომპანია Apple-ს მოუწოდა, რომ საკუთარი პროდუქციის წარმოება თურქეთშიც დაიწყოს.
მისი თქმით, ანკარა მოხარული იქნება, თუ კი Apple თურქეთის ბაზარზე შევა.
როგორც ცნობილია, კორპორაცია Apple-ს შესაძლოა ირლანდიისთვის 13 მილიარდი ევროს გადახდა მოუხდეს. Apple-ს მსოფლიოს 19 ქვეყანაში 500-ზე მეტი მაღაზია გააჩნია.
წყარო: BPI.GE