სიახლეები

ევროკომისიამ კომპანია Apple-ს 13 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა

520views

ევროკომისიამ ამერიკულ კომპანია Apple-ს ირლანდიის სასარგებლოდ 13 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა. რეკორდული თანხის გადახდა Apple-ს გადასახადებთან დაკავშირებით არსებული დარღვევების გამო დაევალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ანტიმონოპოლიური გამოძიება Apple-ის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროპელმა ჩინოვნიკებმა დაადგინეს, რომ ამერიკულმა კომპანიამ ირლანდიაში დაუსაბუთებელი საგადასახადო შეღავათები მიიღო, რაც საშუალებას აძლევდა, კონკურენტებზე ნაკლები გადასახადები გადაეხადა. გაზეთ Financial Times-ის ინფორმაციით, Apple ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, გაერთიანებაში შემავალ ცალკეულ ქვეყნებს სხვადასხვა კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების უფლება არ აქვთ.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი