სიახლეები

ტიმ კუკმა 35 მილიონი დოლარის ოდენობის Apple-ის აქციები გაყიდა

290views

კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა აქციების გაყიდვის უფლებით ისარგებლა და კომპანიის ფასიანი ქაღალდები გაყიდა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ინფორმაციით, Apple-ის დირექტორმა 35 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.  ტიმ კუკმა Apple-ში ხელმძღვანელად მუშაობის 5 წლის იუბილეზე საჩუქრად 1,26 მილიონი აქცია მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 135 მილიონი დოლარია.

„980 000 აქცია კუკს კორპორაციის ხელმძღვანელობისთვის ერგო, დამატებითი ბონუსის სახით 280 000 ფასიანი ქაღალდი კი ბოლო სამი წლის განმავლობაში Apple-ის აქციების ფასის მუდმივი ზრდისთვის ერგო“, – ნათქვამია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების განცხადებაში.

2011 წელს, როდესაც ამერიკულ კორპორაციას ტიმ კუკი ჩაუდგა სათავეში, კომპანიის ოპერაციული შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს ოდნავ აჭარბებდა. გასულ წელს Apple-ის მოგებამ 230 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

წყარო: bnp.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი