მიმოხილვა

პოსტ-PC კონვერგენცია დაიწყო

188views

ყველა იმ თემიდან, რომელზეც მე მიწევს წერა როგორც ბეჭვდით მედიაში, აევე ინტერნეტში, კომპიუტერის ტრანსფორმაციის თემა ერთ-ერთი ყველა საინტერესოა ჩემთვის. დიახ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოსტ-PC ხანა უკვე დგება და ჩვენ კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთქმედების ახალ საფეხურზე გადავდივართ. მაგრამ, მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ თემას.

ალბათ იცით, რომ ბოლო რამდენიმე წელია PC ბაზარზე გაყიდვების ვარდნა გრძელდება. და მოთხოვნის აღდგენის იმედი არ უნდა გვქონდეს. პერსონალური კომპიუტერების გლობალურმა გაყიდვებმა შარშანდელი საშინელი ვარდნის მერე კვლავ ცუდი შედეგი აჩვენეს: 2016 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 10%-ით ნაკლები გაიყიდა, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. მაგრამ მიმდინარე სიტუაცია ღირსშესანიშნავია არა მარტო ამის გამო. იგივე სიტუაციაა ციფრული მოწყობილობების მთელ სპექტრზე, როგორც სახლის, ასევე საოფისეზე. ყველგან მოთხოვნა ვარდება.

კვლავ დაეცა მოთხოვნა პლანშეტურ კომპიუტერებზე — ორი წლის წინანდელ საუკეთესო შედეგთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით ორჯერ დაეცა და კვარტალში დაახლოებით 40 მლნ. ერთეული იყიდება (უხეშად რომ დავთვალოთ, ერთნახევარ კომპიუტერზე ერთი პლანშეტი მოდის). სმარტფონებშიც იგივე სიტუაციაა. ვარდნა. გლობალურად მათი ზრდა 1%-ს ძლივს შეადგენს, თანაც ბაზრის ლიდერები ან იგივე ნიშნულებზე დარჩნენ (Samsung თავისი 82 მლნ. ერთეულით), ან საკმაოდ შეუმცირდათ გაყიდვები (Apple-ის 51 მლნ. ერთეული და მინუს 16%). და აი უკვე Intel-იც აპირებს შეამციროს პერსონალი 10%-ით და აუქმებს Atom-პროცესორის შემუშავებას: დე-ფაქტო კომპანიამ არა მარტო უარი თქვა კონკურენცია გაუწიოს ARM-ს მობილურ ბაზარზე, არამედ ტოვებს ამ ბაზრს საერთოდ და აქცენტი გადააქვს ღრუბლოვან სერვისებზე/სერვერებზე და “ჭკვიან” მოწყობილობებზე. Apple-იც ბოლო 15 წლის განმავლობაში დაზარალდა საოფისე კომპიუტერების შემცირებული მოთხოვნის გამო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ: ვერ იპოვნით ვერცერთ ნათელ წერტილს!

ვიცი, ბევრს არ მოსწონს, როდესაც ერთ ქვაბში ხარშავენ პერსონალურ კომპიუტერებსა და მობილურ მოწყობილობებს. მაგრამ იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა ხდება, საჭიროა უარი ვთქვათ ტრადიციული კომპიუტერული აზროვნების ინერციისგან. ციფრული ბაზრის დაყოფა კომპიუტერებათ და სხვა მწოყობილობებათ უკვე აღარ შეიძლება — არა მარტო ანალიტიკოსები, არამედ ბაზრის მოთამაშეებიც აერთიანებენ ყველა მწოყობილობას. ის, რაც სჭირს პერსონალური კომპიუტერების ბაზარს — მობილურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გამოძახილია და — პირიქით. სურათი რთულია და ის ხსნის ყველაფერს. და როგორც დავინახავთ, არსებობს სამი უერთიერთდაკავშირებული ტენდენცია.

ტენდეცია პირველი: ბაზრის გაჯერება სმარტფონებით და პლანშეტური კომპიუტერებით. ამერიკა და ევროპა “გაძღა”, ჩინეთი მიუხედავათ თავისი უსაზღვრო პოტენციალისა, პოლიტიკურად ზედმეტად სარისკო ბაზარია და ფინანსურად არაპროგნოზირებადი, რათა შორს მიმავალი გეგმები დაისახოს. აი სხვათაშორის რატომ გაყიდა სკანდალურად ცნობილმა ინვესტორმა, მილიარდელმა კარლ აიკანმა Apple-ის აქციები — მას ზემოთ სწორედ ჩინეთი ექაჩებოდა. ახლა ჩინეთი გადაერთო იაფ მოწყობილობებზე, რისი წყალობითაც გლობალურ ბაზარზე ჩვენ გავიგეთ ახალი სახელები: Oppo, Vivo და ა.შ.

ტენდენცია მეორე: “ფუნქციური გაჯერების” ერთდროული მიღწევა (მომხმარებელს არ სჭირდება ციფრული მოწყობილობის გამოცვლა 1-2 წელიწადში ერთხელ) და ნახევარგამტარების შესაძლებლობების საზღვრის მიღწევა (რაც საშუალებას არ იძლევა გაიზარდოს მოწყობილობების წარმადობა იგივე ტემპით). ამიტომ მართლია Apple და Samsung ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს, მრავალი კომენტატორი მათ შანსებს გაზარდონ გაყიდვები, სათუოდ მიიჩნევს.

და ბოლოს, ტენდენცია მესამე: უბრალო მომწმარებელს — როგორც სახლის, ასევე საოფისე ტექნიკის — სულ უფრო ცოტა მიზეზი აქვს მონაცემებთან მუსაობისათვის სრულფასოვანი კომპიუტერისა და კლასიკური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების. როგორც კარგად თქვა Google-ის CEO-მ სუნდარ პინჩაიმ, ოცი წლის წინ კომპიუტერი შეუცვლელი იყო, ხოლო ახლა მას თავისუფლად ცვლის ალტერნატიული არქიტექტურის მობილური მოწყობილობა, ხოლო ხვალ კომპიუტერის კონეფციაც კი საერთოდ შეიძლება გაქრეს: ადამიანი კი არ გამოიყენებს მოწყობილობას მონაცემებეთან მუშაობისას, არამედ მოწყობილობა, რომელიც მოკლებული იქნება კონკრეტულ ფორმ-ფაქტორს, შეეცდება დაგვეხმაროს, სიტუაციის კონტექსტში ჩაწვდომით.

ეს ტენდენციები გუშინ არ გაჩნდა: ჩვენ უკვე ვიხარშებით ამ ქვაბში რამდენიმე წელია. მაგრამ სწორედ ახლა შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი გახდა ის მთავარი შედეგი, რომლესაც ასე ელოდნენ პოსტ-PC ხანის ადეპტები: კონვერგენცია, შერწყმა. პერსონალური კომპიუტერისა და მობილური მოწყობილობის გზაჯვარედინზე დაიბადა და დაამტკიცა არსებობის უფლება ჰიბრიდების ახალმა კლასმა, რომლებსაც ახლა პირობითაც დეტაჩები (ინგ. Detachable — მოწყობილობა მოხსნადი პერიფერიით) ჰქვიათ. MS Surface, iPad Pro, Asus Transformer, HP Split და ა.შ. — ეს არც კომპიუტერია, მაგრამ არც პლანშეტი: ზომებით მობილური მოწყობილობის კლასის, მაგრამ ნოუთბუკის სიმძლავრის, ისინი ციფრული მოწყობილობების კლასის ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებიც გაყიდვების ზრდას აჩევენებენ.

ჰიბრიდები აინტერესებს მომხმარებელსაც და მწარმოებელსაც. პირველთ — იმიტომ, რომ ადვილად ტრანსფორმირდება საჭიროების მიხედვით. მეორეთ — იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი ღირს და შეიცავს ფასის ზრდის შესაძლებლობას. ხოლო პერსონალურმა კომპიუტერემა დიდი ხანია ამოწურა ზრდის შესაძლებლობა. ხოლო სუფთა პლანშეტი დიდი ხანია გასართობ მოწყობილობათ იქცა.

პროგნოზი შემდეგ ხუთ წელზე შემდეგია. პერსონალური კომპიუტერი, როგორც მოწყობილობა არ მოკვდება, მაგრამ კიდევ უფრო დაკარგავს პოპულარობას და დარჩება ძალიან ვიწრო ნიშაში მათთვის, ვისაც სჭირდება მოწყობილობა ადვილად გაფართოებადი ფუნქციონალით. მომხმარებელთა უმრავლესობა კი გადავა ჰიბრიდულ მოწყობილობებზე, სტიკებზე, მობილურ მოწყობილობებზე კონვერგენტული საოპერაციო სისტემებით (მაგ. Ubuntu Linux). შედეგად, პერსონალური კომპიუტერი, როგროც კლასი შეწყვეტს არსებობას, მრავალრიცხოვან ფორმებსა და ფორმატებში საბოლოოდ განფენის შედეგად.

და ეს უდავოდ კარგია.

Comments

comments

Leave a Response