აშშ-ს სავაჭრო ნიშნისა და პატენტის უწყებამ Apple -თან დაკავშირებული მორიგი სიახლე ამცნო საზოგადოებას. ირკვევა, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ინტენსიურად მუშაობს „ჩიფრული გაზეთის“ შექმნაზე. საუბარია მოწყობილობაზე, სადაც უამრავი News-ი მოიყრის თავს. ახალ მოწყობილობას დიდი და რბილი ეკრანი ექნება და მისი გადაბრუნების შემთხვევაშიც კი ინფორმაციის გაცნობა იქნება შესაძლებელი. უფრო გასაგები, რომ იყოს მისი გაზეთივით მოხმარება იქნება შესაძლებელი.
ამ დროისათვის უცნობია თუ როდის წარადგენს Apple გაზეთს, თუმცა მთავარია, რომ ამერიკულ გიგანტს სიახლეზე მუშაოვბა დაწყებული აქვს და ის ყოველთვის მზადაა ინოვაცია შესთავაზოს „Apple-სტებს“.
წყარო: fortuna.ge