სიახლეები

Bloomberg: ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, Apple, MacBook-ების ახალ სერიას წარადგენს

217views

ამერიკული კორპორაცია Apple Inc. ბოლო თხი წლის განმავლობაში პირველად, MacBook Pro-ს ნოუთბუქების ახალი მოდელების წარდგენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ Bloomebrg-ი იუწყება.

ახალი ნოუთბუქები უფრო თხელი იქნება, ეკრანს კი სენსორული ზოლი ექნება, რომელზეც ფუნქციონალური ღილაკების გამოტანა იქნება შესაძლებელი. აგრეთვე ახალ MacBook-ებს უფრო ძლიერი გრაფიკული პროცესორი ექნება, როგორიც გეიმერებისთვისაა საჭირო, – აღნიშნავს Bloomebrg-ი.

Bloomberg-ი იუწყება, რომ ახალი ნოუთბუქები დიდი ალბათობით არ იქნება წარდგენილი 7 სექტემბერს, პრეზენტაციაზე, სადაც Apple ახალ iPhone-ს წარადგენს.

Apple-ის წარმომადგენლობამ აღნიშნულის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, – იუწყება Bloomberg-ი.

წყაერო: http://ibusiness.ge/

Comments

comments

Leave a Response