კომპანია Apple-მა პარასკევს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპი სახელად Turi შეიძინა. ტექნოლოგიების და ბიზნესის სიახლეების კომპანია GeekWire, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შენაძენის ფასი 200 მილიონი დოლარია; იგივე ფასს ასახელებს კომპანია Bloomberg-იც. კომპანია ხელოვნურ ინტელექტს პერსონალური ციფრული დამხმარის SIRI-ის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
კომპანია Apple პერიოდულად ყიდულობს სხვადასხვა მცირე ტექნოლოგიურ კომპანიებს. კომპანიამ 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე 15 ასეთი კომპანია შეიძინა, რომელთა შორისაცაა Perceptio და VocalIQ, ორი Turi-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მქონე სტარტაპი.
წყარო: http://commersant.ge