სიახლეები

რა მიღწევები აქვს კომპანია Apple-ს ყოველ 1 წამში?

208views

კომპანია Apple უამრავი რაოდენობის გაჯეტს ყიდის და ამ ფაქტს ყოველ კვარტალში მისი რეკორდული შემოსავალიც ადასტურებს.

ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ ხდება ცნობილი, მაგალითად ის თუ რამდენ სმარტფონს ყიდის კომპანია ყოველ ერთ წამში ან რამდენს გამოიმუშავებს ბრენდი დროის სწორედ ამ მცირე მონაკვეთში.

კომპანიამ Every Second ამ საკმაოდ საინტერესო ციფრის გამოკვლევა გადაწყვიტა და დაადგინა, რომ ყოველ 1 წამში 6 ცალი სმარტფონი  iPhone, 1 პლანშეტი iPad, ნახევარი კომპიუტერი Mac და ერთი მეექვსედი სმარტ-საათი Apple Watch იყიდება.

რაც შეეხება შემოსავალს, 1 წამში Apple-ის შემოსავალი დაახლოებით 10 000 დოლარია, აქედან სუფთა მოგება კი 3 000 დოლარს შეადგენს.

წყარო: pulse.ge

Comments

comments

Leave a Response