ხრიკები

[განახლებული] ქართული დროშა კლავიატურის გადამრთველზე

1.01Kviews

მას შემდეგ, რაც Apple-მა სისტემურ შრიფტში დაამატა ქართული ლარის სიმბოლო, დღის წესრიგში დადგა ამ კლავიატურის განახლების საკითხი. დღეს გთავაზობთ საინსტალაციო პაკეტის განახლებას. გადმოწერეთ, გაუშვით, მერე გადატვირთეთ კომპიუტერი და ისიამოვნეთ 🙂

თუ თქვენც გაწუხებთ ის ფაქტი, რომ OS X-ში ქართულ კლავიატურაზე (ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის კლავიატურაზეც) არ ჩანს სახელმწიფო დროშა, არამედ მხოლოდ ანბანის პირველი ასო, მაშინ აქეთ მოიწით.

ეს მომენტი მეც დიდი ხანია მაღიზიანდებდა. კლავიატურის გაკეთება დიდი ძნელი საქმე არ არის, ამისათვის დროის გამონახვაა საჭირო. აგვისტოში ბევრი საქმე როგორც წესი არ არის, ამიტომ დრო მიუძებნა და დროშიანი კლავიატურა მზადაა! მოდი ვნახოთ, თუ როგორ უნდა დავაყენოთ ის.

პირველ რიგში, საჭიროა გადმოვწეროთ Georgian Keyboard.

გავუშვათ ის, მივყვეთ ინსტალაციის ყველა ბიჯს და ბოლოს მოთხოვნისამებრ გადავტვირთოთ კომპიუტერი.

ხელახალი ჩატვირთვის შემდეგ შევასრულოთ შემდეგ ნაბიჯები:

გამოვიძახოთ System Preferences და გადავიდეთ Language > Region

გადავიდეთ Keyboard Preferences…-ში

დავაჭიროთ პლუსის ხატულას, ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში

ავირჩიოთ სიიდან ქართული კლავიატურა და დავაჭიროთ ღილაკზე Add

აი, სულ ესაა. კლავიატურა დაყენდა 🙂

Comments

comments

Leave a Response