სიახლეები

Apple კონცერტების დროს iPhone-ებში კამერებს გამორთავს

127views

კორპორაცია Apple-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც ადგილებში, სადაც კამერით გადაღება აკრძალული ან არ არის სასურველი, მისი სმარტფონების კამერები ავტმატურად გამოირთვება. ყველაფერი ეს კი ინფრაწითელი სიგნალის დახმარებით

აღნიშნული ფუნქცია მეკობრეული გზით ფილმების გადაღებებზე და კონცერტებზეც გავრცელდება. ამას გარდა, პატენტში ნათქვამია, რომ სიგნალები დამატებითი ინფორმაციის მისაღებადაც გამოიყენება, მაგალითად მუზეუმში.

„ინფრაწითელი გამოსხივება შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნულ ობიექტზე, სადაც ის არის განთავსებული. ელექტრონული მოწყობილობა მიიღებს სიგნალს და მომხმარებელს კონკრეტულ ობიექტსა და ნივთზე ინფორმაციას გაუზიარებს“, – ნათქვამია განაცხადში.

წყარო: http://fortunaplus.ge/

Comments

comments

Leave a Response