სიახლეები

როგორი იქნება iOS 10

155views

კომპანიამ Apple-მა საოპერაციო სისტემა iOS 10 წარმოადგინა.

პრეზენტაცია კონფერენცია WWDC 2016-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ტრანსლაცია კომპანიის ვებგვერდზე მოხდა.

პირველ რიგში, ცვლილებები შეეხო შეტყობინების ცენტრსა და ეკრანის ბლოკირების სისტემებს. ამიერიდან iPhone-ის მომხმარებლები შეძლებენ, ნახონ შეტყობინებები სმარტფონის განბლოკვის გარეშე, ტელეფონის უბრალოდ ხელში აღებით. ამასთან, ეკრანზე კონტექსტური მენიუს გახსნა შესაძლებელი იქნება 3D Touch-ზე ძლიერად დაჭერით.

სხვა სიახლეები დაკავშირებულია Siri-სთან. ხმოვან ასისტენტს უკვე თავად შეუძლია „ისწავლოს“. დანართში „ფოტო“ გამოჩნდა „ჭკვიანი“ დამახარისხებელი ალგორითმები, რომლებიც ავტომატურად აერთიანებენ რამდენიმე ფოტოს ერთ ალბომში.

ასევე ცვლილებებია დანართში „რუკა“, აქ Uber-ის შეკვეთა შესაძლებელია პირდაპირ Apple-ის კარტოგრაფიულ სერვისზე. ასევე მთლიანად განახლდა დანართი „მუსიკის“ დიზაინი, ცვლილებები შეეხო როგორც iOS-ს, ისე iTunes-ს.

შემქნელებისთვის განახლება ხელმისაწვდომია უკვე დღეიდან, ღია ბეტა-ტესტი დაიწყება ივლისში, ხოლო თავად iOS 10 შემოდგომაზე გამოვა.

წყარო: allnews.ge

Comments

comments

Leave a Response