ბოსტონის სასამართლომ, კომპანია Apple-ს, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა და მომხმარებლის iPhone-ს მონაცემების გადაცემა დაავალდებულა, —აღნიშნულის შესახებ Reuters წერს.
განაჩენი 1-ელ თებერვალს იქნა გამოტანილი, თუმცა დოკუმენტების მიღება მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი.
კომპანია Apple-ს წარმომადგენელმა, Reuters-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიამ უარი განაცხადა ბოსტონის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესრულებაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით კომენატრი არ გაუკეთებია, — წერს საინფორმაციო სააგენტო.