კომპანია Apple-მა, კლივლენდის შტატში, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კონგრესის დაფინანსებასა და მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპი გახდა.
კომპანია Apple-ის წარმომადგენლები უარის მიზეზად დონალდ ტრამპის განცხადებებს ასახელებენ, რომელიც ქალებს, ემიგრანტებსა და უმცირესობების წარმომადგენლებს ეხება. ამასთან, როგორც მედია იუწყება, სხვა კომპანიები, როგორიცაა Facebook, Google და Microsoft, რესპუბლიკური პარტიის კონგრესის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ჯერჯერობით არაა გარკვეული, თუ რას მოიქმედებს კომპანია ამერიკის დემოკრატიული პარტიის კონგრესთან მიმართებაში, რაც ამ ზაფხულს, ფილადელფიაში მოხდება.
Apple-ის პოლიტიკური პოზიცია – “ტრამპის წინააღმდეგ” კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ შეუთანხმებლობის გაფართოებაზე, რომელიც სილიკონის ველსა და ტრამპს შორის არსებობს.
აქამდე კომპანია Apple, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური მოთამაშე არაა, ორივე აღნიშნული ამერიკული პარტიის კონგრესს მხარს უჭერდა, ვინაიდან, კორპორაციამ ორივე პარტიას 140 ათასი აშშ დოლარის ღირებულების MacBook-ები გადასცა.
წყარო: ibussines.ge