სიახლეები

Apple-ს Siri-მ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

97views

ავსტრალიელმა ქალმა Siri-ს დახმარებით სასწრაფო დახმარება გამოიძახა თავისი 1 წლის შვილისთვის, რომელმაც სუნთქვა შეწყვიტა.

სტეისი გლისონის თქმით, როდესაც მისმა გოგომ სუნთქვა შეწყვიტა, მან თავისი iPhone დისტანციურ მართვაზე გადართო, გააქტიურა მისი სერვისი Siri და სანამ მას პირველად დახმარებას უწევდა, პროგრამაში ჩაჰყვირა რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. მის გლისონმა უთხრა BBC-ის, რომ მისი გოგონას სიცოცხლე სწორედ ჭკვიანმა ტექნოლოგიამ იხსნა.

სასწრაფოს მოსვლისას ჯიანა უკვე სუნთქავდა, ექიმებმა მას დახმარება გაუწიეს. ბავშვი, რომელსაც ყელის ინფექცია და ბრონქიტი ჰქონდა, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ექიმების თმით, მისი სიცოცხლისთვის ნებისმიერი წამი გადამწყვეტი იყო.ამბავი მარტში მოხდა, თუმცა ის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მის გლისონი Apple-ს დაუკავშირდა და მადლობა გადაუხადა.

სტეისი გლისონის თქმით, ის თავიდან ფიქრობდა, რომ Siri უბრალოდ გასართობი აპლიკაცია იყო, თუმცა ახლა მას უფრო ხშირად იყენებს.

წყარო: on.ge

Comments

comments

Leave a Response