Apple-ის შტაბ-ბინაში უცნობი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ Forbes იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შტაბ-ბინაში, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს უცნობი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გამოძიება უკვე დაწყებულია.
კომპანია Apple-ის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მედიის ინფორმაციით, საუბარია ახალგაზრდა მამაკაცზე, თუმცა პოლიციის ცნობით გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელია. მის ცხედართან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.
წყარო: epn.ge