Apple–ის ყოველწლიურ ღონისძიებას საქართველოში, როგორც ყოველთვუს UG Lemondo-ს ტრენინგ ცენტრი და საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი GeMUG ეხმაურება. ღონისძიებით დაინტერესებული მომხმარებელი საქართველოს უნივერსიტეტში ლაივ სტრიმინგზე იწვევენ.
შემოგვიერთდით, ერთად ვუყუროთ Apple-ის სპეციალურ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში.
გავიგოთ რა სიახლეებს გვთავაზობს Apple.
განსაკუთრებული მოლოდინია ახალი iPhone SE-ს მიმართ, საუბრობენ რომ იქნება iPhone 5 ის ზომის თუმცა უკეთესი სპეციფიკაციებით. ასევე დიდი მოლოდინია ახალი iPad ის მიმართ.
დაველოდოთ 21 მარტს, 21:00 საათს და ყველაფერს ერთად შევიტყობთ.
პირდაპირი ჩვენება გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტში, IV კორპუსი 519 აუდიტორიაში.