სინამდვილეში, Apple თვითონ არის დამნაშავე ამ პანიკაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. თავიდან iPhone 5s-ში და შემდგომ უკვე iPad-ებში გამოჩნდა Home-ღილაკი თითის ანაბეჭდების სენსორით, Touch ID. მისი საშუალებით შესაძებელი გახდა მოწყობილობის სწრაფი განბლოკვა, ასევე App Store-ის პაროლის შეყვანა შიგთავსის შეძენისას. უსაფრთხოების მიზნით, თითოეული ასეთი სენსორი მკაცრად არის დაკავშირებული მოწყობილობის დედა-დააფსთან. თუ რაიმე მიზეზით ცვლით ღილაკს ახლით, თავიდან ის იმუშავებს, მაგრამ როგორც კი განაახლებთ ტეელფონის პროგრამულ უზრუნველყოფას, მოწყობილობა დაიბლოკება და სარგებლობას ვეღარ შეძლებთ. განახლების დროს, პროგრამული უზრუნველყოფა ამოწმებს, ხომ არ შეცვლილა სენსორი და თუ აღმოაჩენს ცვლილებას, ბლოკავს მოწყობილობას.
ასე მშვიდად და წყნარად გაიარა რამდენიმე წელმა, ხალხი დიდად არც ამჩნევდა პრობლემას, თუ ხვდებოდა ეს შეცდომა, არავინ იცოდა თუ რას ნიშნავდა ის — შეცდომა და შეცდომა, ღმერთმა უწყის. Apple-ის საიტზე შეცდომების აღწერის გვერდზე შეცდომა ამ ნომრით საერთოდ არ იყო მითითებული.
ასე იყო მანამდე, სანამ ეფლში ვიღაცამ შემთხვევით არ მოუყვა The Guardian-ის ჟურნალისტს: შეცდომა 53 ეხება მხოლოდ თითის ანაბეჭდის სენსორს. „ჩვენ ვიცავთ სენსორის მონაცემებს სპეციალურ უსაფრთხო მეხსიერებაში, რომელიც უნიკალური გზით არის დაკავშირებული სენსორთან. როდესაც iPhone მოხვდება ავტორიზირებულ სახელსონოში და რემონტი სწორედ რომ სენსორს უკავშირდება, ხდება ახალი სენსორის კვლავ დაკავშირება იმ სპეციალურ მეხისრებასთან… რომ არ არსებობდეს ეს უნიკალური კავშირი ამ ორ ნაწილს შორის, ბოროტმოქმედებს თეორიულად შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი სენსორი ტეელფონის გასატეხად (და ინფრომაციასთან წვდომისათვის). როდესაც iOS აღმოაჩენს, რომ სენსორი შეცვლილია, სისტემა იბლოკება, რათა მონაცემები უსაფრთხოდ იყოს“.
რაზეც Apple-ის წარმომადგენელს არ უსაუბრია, იყო ის რომ მონაცემები სრულად იბლოკება. და ვინაიდან არანაირი გაფრთხილება ამ დროს ეკრანზე არ გამოდის, აღნიშნული პროცედურის გამო ადამიანი კარგავს ინფორმაციას.
და ეს პრობლემა საკამოდ სერიოზულია. ჯერ ერთი, სენსორი საკმაოდ ნაზია და შესალოა თავისითაც დაზიანდეს, მაგალითად ეკრანის გატყდომისას. ეკრანის შეცვლა ითვალისწინებს კაბელების ნაწილის და არსებული სენსორის გადატანას ახალ ეკრანზე. თეორიულად ამ დროს შესაძლოა რომ დაზიანდეს სენსორი, თუმცა კარგი ოსტატის ხელში ეს ნაკლებ მოსალოდნელია.
მაგრამ, რომ იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. რამდნეიმე წელი მომხმარებლები იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ უსაფრთხოების მიზნით Apple მათ სენსორგამოცვლილ ტელეფონებს ბლოკავდა. და მას შემდეგ, რაც ამ პრობლემამ საკამო რეზონანსი მიიღო პრესაში, მცირედი პანიკაც აიწია, Apple-მა გადაწყვიტა ნაბიჯი გადაედგა თავისი მოხმამრებლების მიმართ.
კუპერტინოში ასეთი აჟიოტაჟი ნამდვილად არ აწყობდათ. ჯერ ერთი, ამ დროს უკვე გაშვებული იყო რამდენიმე საგარანტიო პროგრამა, რომლებიც ითვალისიწნებენ ქარხნული წუნის მქონე მოწყობილობების უფასო შეცვლას (Macbook Pro, Retina- ეკრანით, Mac Pro-ს ვიდეო-ბარათები, USB-C კაბელები და iPhone-ის დამტენები). მეორეც, გლობალური შეცდომა აიფონის საათში (თუ დააყენებთ 1970 წლის 1 იანვარს, 1 საათს, ტეელფონი დაგებლოკებათ. არ გააკეთოთ ეს!). მესამეც, შეჯახება იუსტიციის სამინისტროსთან და FBI-სთან. ამიტომ კომპანიაში გადაწყვიტეს ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინათ.
ამიტომ კომპანიამ სასწრაფო წესით გამოუშვა განახლება 9.2.1 (რომელიც ისედაც უკვე არსებობდა, უბრალოდ შეიცვალა ანაწყობის ნომერი). ამიერიდან მასში გათიშულია ტეელფონის დაბლოკვის მექნიზმი, თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ სენსორი არაავტორიზირებულ სერვის-ცენტრში იქნა შეცვლილია. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მაინც მოხდება თქვენს ტეელფონში — რემონტის შემდეგ სენსორი აღარ იმუშავებს!
საინტერესო ნაბიჯია, რაც არ უნდა თქვა. ფაქტოირად, Apple-მა აღიარა, რომ მას ზედმეტი მოუვიდა პარანოიაში. მაგრამ არაუშავს, საკითხი გასწორდა. და ეს მნიშვნელოვანია.