მიმოხილვა

რას ველოდოთ 2016-ში ახალი Macbook-ებისაგან

OLYMPUS DIGITAL CAMERA
129views

რას გვიმზადებს ეფლი თავისი ნოუთბუკების ხაზში? რა ტექნოლოგიებით აღიჭურვება ახალი მაკბუქები? მოდით, განვიხილოთ ეს საკითხები:
ჯერ ვნახოთ, თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არსებობს, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია. Apple-ის ნოუთბუკების ამჯამინდელ ხაზზში გამოყენებულია პროცესორები Broadwell და Haswell, მაგრამ უკვე ივნისში კომპანია შეძლებს Intel-ის მეექსვსე თაობის პროცესორებზე, Skylake-ზე გადასვლას.
ინტელის ახალი ჩიპები 10-20%-ით უფრო მძლავრია, ვიდრე წინა თაობის მოდელები, ხოლო გრაფიკული წარმადობა 15-30%-ით. Apple-ს შეუძლია გამოიყენოს ეს მახასიათებლები ავტონომიურად მუშაობის დროის გაზრდისათვის, ან აკუმლატორის ზომის შესამცირებლად.

ასევე ცნობილია, რომ Skylake მხარს უჭერს უსადენო კავშირის რამდენიმე ახალ სტანდარტს: WiDi და WiGig. პირველი ითვალისწინებს მონიტორების უსადენო მიერთებას, ხოლო მეორე — მონაცემების გადაცემას 7 გბ/წმ სიჩქარით მოკლე მანძილებზე. ჩამოთვლილი სტანდარტები მაკბუკის ზოგიერთ აქსესუარზე იმოქმედებს და არა უშუალოდ ნოუთბუკებზე.

არ დაგვავიწყდეს აგრეთვე ის, რომ პორტმა USB-C, რომელიც 12 დუიმიან Macbook-ში გამოჩნდა, Thunderbolt-ის მხარდაჭერა მიიღო.

ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები

ცხადია, რომ კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში გადავა Skylake-ის არქიტექტურაზე. მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს მიღებული, უბრალოდ არ არსებობს. ერთადერთი ინტრიგა მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა წარმოდგენილი ეს პროცესორი Macbook Air-ში: არის მოსაზრება, რომ ამ მოდელმა შესაძლოა დაბალი წარმადობის Core M პროცესორი მიიღოს.

უკვე ცხადია, რომ Apple ახალ Macbook-ების მოდელებში დაამატებს USB-C პორტებს. კომპანია აშკარად უარს იტყვის ცალკე Thunderbolt პორტზე. აი რა ბედი ელით სხვა, მოძველებულ პორტებს, ჯერ კიდევ საკითხავია.

ახალ ნოუთბუკებში შესაძლოა გამოჩნდეს თითის ანაბეჭდის სკანერი. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ Touch ID-ის iPhone-სა და iPad-ებში, რომ კომპიუტერში პაროლის შეყვანის პროცედურა უკვე აღარ გვსიამოვნებს. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის პროცედურა ჯერ კიდევ 2007 წელს დააპატენტა.

Apple-მა შესაძლოა გააფართოვოს Continuity-ს რეჟიმი, დართავს რა ნებას მაკის მომხმარებლებს განბლოკონ კომპიუტერი ტელეფონის Touch ID-ის მეშვეობით.

მაგრამ ექსპერტები მაინც იმ აზრზს ემხრობიან, რომ თითის ანაბეჭდის სკანერი უშულოდ კომპიუტერში იქნება ჩამონტაჟებული. ეს საშუალებას მოგვცემს არა მარტო განვბლოკოთ მაკი, არამედ ავამოქმედოთ სკანერი სხვადასხვა აპლიკაციებში უსაფრთხო წვდომის მოსაპოვლებლად, აგრეთვე ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად.

სრულიად შესაძლებელია, რომ Macbook Air ხელმისაწვდომი იქნება რამდნეიმე ფერში, ისევე როგორც 12 დუიმიანი Macbook.

MacBook Air თუ MacBook?

არსებობს იმის ალბათობა, რომ Apple უარს იტყვის სუფიქს Air-ზე ნოუთბუკების უმცროს ხაზში. დამეთანხებით ალბათ, რომ 12 დუიმიან ნოუთბუკტან ერთად 11 დუიმიანის გამოშვება არ ჯდება ლოგიკაში.

აგრეთვე, ჭორების თანახმად წელს ჩვენ გველოდება 15 დუიმიანი Macbook-ის გამოჩენა გაყიდვაში. თუმცა თუ ეს დადასტურდა, 12-, 13- და 15-დუიმიანი ნოუთბუკების ფონზე ლოგიკური იქნებოდა 13 დუიმიანი მოდელზე უარის თქმაც.

თუ გაქრება ბოლოსართი „Air“ ნოუთბუკების დასახელებაში, მაშინ ლოგიკური იქნება ახალ ნოუთბუკებში 12 დუიმიანი ნოუთბუკის დიზაინის გამოყენება, ერთადერთი USB-C პორტით. სწორედ რომ ახალი პროცესორების ენერგოეფექტურობის ხარჯზე ეფლი შეძლებს ნოუთბუკების აკუმლატორების ზომების შემცირებას, კორპუსის დათხელებას, ახალი კლავიატურითა და რეტინა ეკრანით აღჭურვას.

მაგრამ, რომელი ტიპის პროცესორი იქნება დაყენებული ახალ Macbook-ში? როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, Core M სრულიად საკმარისია არაფროსფესიული გამოყენებისათვის. ამასთან, შეკვეცილი და სრული პროცესორების გამოყენებით ეფლი უფრო მკაფიო დიფერენციაციას მოახდენს Macbook-სა და Macbook Pro-ს შორის.

MacBook Pro 2016

2016 წლის Macbook Pro-ს პროცესორი პრაქტიკულად ცნობილია: ნოუთბუკი აღჭურვება Skylake ჩიპით და ინტეგრირებული გრაფიკული ქვე-სისტემით Iris Pro. არ იქნება ურიგო, თუ ეფლი გაზრდის ოპერატიული მეხსიერების მოცულობას 8-დან 16-მდე და 16-დან 32 გბაიტამდე (მოდელების მიხედვით). თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანაის დიდად არ უყვარს ოპერატიულის ხშირი ზრდა, ამას 2016 წელს არ უნდა ველოდოთ.

SSD-დისკებზე ფასების მკვეთრი ვარდნის შედეგად ეფლს შეუძლია გაზარდოს მყარი დისკის მოცულობა კომპიუტერში, თუმცა ნაკლებშესაძლებელია იმის გამო, რომ ეფლი ცდილობს წინ წაწიოს თავისი ღრუბლოვანი სერვისები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Macbook Pro-ს პროფესიული გამოყენების თვალსაზრისით მრავალი პერიფერიული მოწყობილობის მიერთება ესაჭიროება, ეფლი არ წავა ამ კომპიუტერის მხოლოდ ერთი USB-C პორტით აღჭურვაზე. სამაგიეროდ ამ მოდელმა შესაძლოა დაკარგოს HDMI პორტი, SD Card სლოტი და 3.5 მმ ჯეკი აუდიო მოწყობილობების მისაერთებლად და ამ ყველაფრისასთვის კომპანია რამდენიმე USB-C პორტით აღჭურავს ნოუთბუკს.

კიდევ ერთი კარგი თავისებურება ამ მოდელისათვის იქნებოდა ავტონომიური მუშაობის ხანგძლივობის მატება. Skylake ჩიპების ენერგოეფექტურობა ხანგძლივი მუშაობის შესაძებლობა სმისცემს მოხმარებელს.

და ბოლოს, კიდევ ერთი სხვაობა, რაც შეიძლება ვიხილოთ, იქნება ეკრანული დიაგონალების შეცვლა, 13 და 15-დან 14 და 16 დუიმიან ეკრანებზე, კორპუსის ზომის შეცვლის გარეშე.

Comments

comments

Leave a Response