მიმოხილვა

რას ველოდოთ Apple-ისგან 2016 წელს

213views

სიახლეები, რომლებიც შესაძლოა ვიხილოთ შემდეგი 12 თვის განმავლობაში.

2015 წელი წარმატებული გამოდგა ეფლისათვის, ჩვენ ვიხილეთ ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტი. ჩვენ გავოცდით ახალი, 12 დუიმიანი Macbook-ით და მეოთხე თაობის Apple TV-ით. გავიხარეთ iPhone 6s და iPhone 6s Plus მოდელებით, არაერთგავროვანი შთაბეჭდილება დატობა iPad Pro-მ და Apple Watch-მა.

ამ ყველაფრით დახუნძული წელი დასასრულს უახლოვდება, დროა დავფიქრდეთ, რას მოგვიტანს მომავალი წელი.

iPhone 7

რასაკვირველია, ყველაზე სასურველი სიახლე ეფლისგან შემდეგ წელსაც iPhone იქნება. ტრადიციისამებრ ჩვენ ველოდებით დიზაინის ცვლილებას, 6 და 6s-თან შედარებით. როგორც ყოველთვის, ახალი ფლაგმანი მიიღებს ძლიერ შიგთავსს, ზოგიერთი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებს წყლისგან დაცვის მექანიზმიების გაჩენას მომავალ მოდელში. მე ვფიქრობ, რომ მე-7 iPhone ეკრანის ზომებში უცვლელი დარჩება, არ შეიცვლება თითის ანაბეჭდის სკანერის მუშაობა და არ მოიმატებს ტელეფონის ავტონომიურად მუშაობის დრო.

მოსალოდნელია, რომ ეფლი კიდევ 1-1.5 მმ-ით დაათხელებს ტეელფონს და კიდევ უფრო ხარისხიან ოპტიკას ჩააყენებს მასში. პირადად მე ვისურვებდი უსადენო დამუხტვის შესაძლებლობის დმატებას როგორც აიფონისათვის, ასევე საათისათვის. სასურველია რომ ორივე მოწყობილობაზე მიდიოდეს ეს ერთი დამტენი.

iPhone 7c

2015 წლის მიწურულს ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ 4 დუიმიანი მოდელის კვლავ გამოსვლაზე. ქსელში გამოჩნდა კორპუსისა და ზოგიერთი ნაწილის სურათები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ახალი მოწყობილობა iPhone 5s-ის ასლი უნდა იყოს, ოღონდ განახლებული ფერთა გამით.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაწყვეტს თუ არა ეფლი გამოუშვას ახალი ბიუჯეტური მოდელი წლის დასწყისში, თუ წარმოადგენს მას სექტემბრის პრეზენტაციაზე. თუმცა ცხადია, რომ მცირეზომიანი ტელეფონების ნიშა აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული ეფლის პროდუქტებით. ტექნიკური მახასიათებლები არ იქნება ძალიან ძლიერი და სავარაუდოდ ამ მოდელებს არ ექნებათ 3D-touch-ის მხარდაჭერა.

Apple Watch 2

ასევე ველოდებით საათის ახალ მოდელს, რომელშიც გასწორებული იქნება პირველი მოდელის ხარვეზები. როგორც ყოველთვის, პირველი თაობის მოწყობილობა ეფლს არაერთგვაროვანი გამოუვიდა. არაფერი გასაოცარი, ასევე იყო აიფონისა და იპადის შემთხვევაში. მე ველოდები უფრო მეტ ავტონომიურობას და სრულ დამოუკიდებლობას ტელეფონისაგან. შედეგად Apple Watch 2-ს ფანატების დიდი არმია გაუჩნდება, თუ ამ საათის გამოყენებისათვის აიფონი აღარ გახდება საჭირო.

სასარგებლო თვისება იქნებოდა, ახალი მოდელის წყალმედეგობა. მარილიან წყალში მისი გამოყენება. წარმოიდგინეთ სარეკლამო ბანერები, რომლებზეც მოცურავეები და დაივერები რეკლამას გაუწევენ ახალ მოწყობილობას.

iPad Mini 5

iPad Mini-მ მომხმარებელთა ნდობა დაიმსახურა და მჭიდროდ ჩაჯდა მობილური პლანშეტების ბაზარზე. ამ მოდელის მნიშვნელობას ეფლი ყოველწლიური განახლებებით აღნიშნავს. თუ ტენდენცია გაგრძელდება შემდეგ წელშიც, შემოდგომაზე ჩვენ ვიხილავთ მორიგ განახლებულ მოდელს. iPad Mini 4-ს დაახლოებით ისეთივე შიგთავსი აქვს, რაც iPad Air 2-ს, იგივე შეიძლება განმეორდეს iPad Mini 5-სა და iPad Air 3-ში.

iPad Pro 2

ახალი, დიდი პლანშეტის გამოშვება შემდეგ წელს შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს ეფლისათვის. უმჯობესია ჯერ მიიღოს მეტი გამოხმაურება და შეხედოს, როგორ ახერხებენ მომხმარებლები არსებული მოდელის გამოყენებას. შეძლებენ კი ისინი მუშაობას დიდ, სენსორულ მოწყობილობასთან, თუ მაინც გადაწყვეტენ გამოიყენონ ნოუთბუკები ზოგიერთი

iPad Pro 2 შესაძლოა 2016 წელს გამოსულიყო, პირველი თაობა რომ ქცეულიყო ბესტსელერად. ჯერ-ჯერობით პრო ვერსია ვერ დაიკვეხნის ამით.

Apple TV 5

გავრცელებული ჭორების თანახმად, ეფლს ყველაფერი მზად აქვს სატელევიზო მოწოყბილობის შემდეგი ვერსიის გამოსაშვებად. მისმა გამოსვლამ შესაძლოა მეოთხე თაობის მოდელის მფლობელების წყრომა გამოიწვიოს, ვინაიდან ის სულ რამდენიმე თვის წინ იქნა წარმდოგენილი და გაყიდვაში ჩაშვებული.

Apple TV 5-ს ინოვაციები სჭირდება, რაც მის შემქმნელებს ჯერ-ჯერობით არა აქვთ, სამაგიეროდ მათ აქვთ მცირედი პრობლემები Apple TV-ის მიმდინარე ვერსიასთან. და ეს პრობლემები დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება დისტანციური პულტს, არ აძლევს საშუალებას დეველოპერებს გამოუშვან ახალი და საინტერესო თამაშები.

iOS 10

საიუბილეო, მეათე ვერსიის გამოშვებას მე დიდი მოუთმენლობით ველოდები. მისი ანონსს ჩვენ WWDC 2016-ზე ვიხილავთ, ზაფხულის დასაწყისში. როგორც ყოველთვის, ამ ფაქტიდან 24 საათში ჩვენ მივიღებთ პირველ ბეტა-ვერსიას, ხოლო ფინალური სექტემბერში გამოვა, iPhone 7-ის გამოსვლასთან ერთად.

დღემდე მე ვხედავ გარკვეულ პრობლემებს ძველი თაობის მოწყობილობებზე. iOS 9 ვერ გახდა ის ვერსია, რომელიც ძველ ვერსიებს ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებდა. სასწაული არ მოხდა, iPhone 4S, iPad Mini და iPad 2-ის მფლობელებმა ვერ მიიღეს წარმადობის მატება განახლების შემდეგ. სავარუდოდ, ეს მოდელები ვერ მიიღებენ განახლებას სამომავლოდ.

iOS 10-ის პროგრამული ცვლილებებიდან უნდა აღინიშნოს საინტერესო ფუქნციები iPad Pro-სათვის. ამ მოწოყბილობის პოტენციალი აშკარად ბოლომდე არ არის გამოყენებული 100%-ით. როგორც ყოველთვის, ინოვაციების ნაწილს მობილური საოპერაციო სისტემა ჯეილბრეიქის სამყაროდან მიიღებს. თუმცა როგორც ყოველთვის მედალს ორი მხარე აქვს და ასეთი გზით მიღებულ სიახლეებს უსაფრთხოების ვარდნა მოყბა უცილობრივ.

ასეთი სახის სიახლეები შესაძლოა ვიხილოთ ეფლის მხრიდან 2016 წელს.

Comments

comments

Leave a Response