სიმართლე გითხრათ, მე ჯერ-ჯერობით არ მაქვს ეს მოწყობილობა შეძენილი, ერთი კარგი ტელევიზორის შეძენას ველოდები. სამაგიეროდ მომეცა შესაძლებლობა ახლოს გავცნობოდი, რამდენიმე კვირა დავკვირვებოდი და ისე გამეკეთებინა დასკვნები. რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.
აქამდე ამ მოწყობილობის წინა თაობები მხოლოდ იმისათვის ვარგოდა, რომ iTunes-იდან გაგვეშვა ფილმები და მუსიკა. მეტი პრინციპში არაფრისათვის.
ვიღაცისათვის ეს საკმარისი იყო. დანარჩენები ისხდნენ და ელოდნენ, როდის გადაიქცეოდა Apple TV უფრო ჭკვიან მოწყობილობად. როგორც აიფონი, ან აიპედია.
და როგორც იქნა ლოდინი დასრულდა.
მოდი ჯერ დავიწყოთ იმის ჩამოთვლით, თუ რითი განსხვავდება ახალი Apple TV ძველისაგან.
რა არის კარგი ახალ მოწყობილობაში:
- გააჩნია გაუმჯობესებული, გამარტივებული ინტერფეისი და მენიუ;
- უზრუნველყოფს აპლიკაციების ინსტალაციას App Store-დან;
- გააჩნია გაფართოებული მეხსიერება მედია-ფაილებისა და აპლიკაციებისათვის;
- დაკომპლექტებულია მართვის სენსორული პულტით;
ახლა უარყოფითიც ვთქვათ:
- არ აქვს ოპტიკური აუდიო-გამოსასვლელი;
- კორპუსი სიმა��ლეში ორჯერ გაიზარდა;
თუ ვინმესათვის ეს მინუსები ნაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ნორმალურია. Apple TV-ის ახალი თაობის მთელი არსი გახლავთ App Store-ის მხარდაჭერის დამატება და მოძველებული ფორმატის მენიუს ცვლილება. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ეფლის ამ მოწყობილობაზე როგორც იქნა ციფრული შიგთავსის მაღაზია დაემატა — ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაც ჩვენ უკვე 5 წელია ველოდით.
ისეთივე შავი, ოღონდ სქელი
ბევრი თვლიდა, რომ Apple TV განიცდიდა ტოტალურ რედიზაინს. მაგრამ ყველა შეცდა.
ახალი თაობის Apple TV — კვლავაც შავი, მართკუთხა კოლოფია, გლუვი ზედაპირითა და გვერდითა პრიალა წიბოებით. ძველ მოდელს ძალიან წააგავს.
სხვაობა მხოლოდ სიმაღლესია: რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ახალ მოწყობილობას შეუმჩნეველს ვერ დაარქმევ, ის ორჯერ უფრო სქელია, ვიდრე ძველი მოდელი. ეს იმ თვალსაზრისითაც არის უცნაური, რომ კომპანია თავისი მოწყობილობების გათხელებისაკენ მიისწრაფვის.
კორპუსის ზომების ზრდა აიხსნება მასში მოთავსებული შიგთავსით. მაგრამ როგორც ვფიქრობ, ეს დროებითია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შემდეგი თაობები კვლავ დათხელდება და ეს კიდევ ერთ „მიღწევად“ იქნება წარმოჩინებული.
კორპუსის უკანა ნაწილში განთავსებულია რამდენიმე გასართი, ერთის გამოკლებით.
- HDMI 1.4;
- Ethernet 10/100BASE‑T;
- USB-C მომსახურებისა და მხარდაჭერისათვის;
- ელ. კვება;
მიერთების მპრობლემები
ძველი მოდელების მფლობელები უდავოდ შეამჩნევენ ოპტიკური გასართის არარსებობას. ეფლმა გადაწყვიტა, რომ ამ გასართს მომავალი არ გააჩნია — და სერიოზულად დაძაბა ასეთი გასართით აღჭურვილი მოწყობილობების მფლობელები. რათქმაუნდა, არსებობს გამოსავალი: შესაძებელია თანამედროვე რესივერის შეძენა, რომელსაც HDMI გასართი აქვს, რომლის საშალებითაც გაივლის ხმა. მაგრამ ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული მათთვის, ვისაც უკვე აქვს ძველი რესივერი.
კარგია, რომ პირადად მე არ მაქვს მსგავსი აპარატურა და ნულიდან მომიწევს შეძენა, ან შესაძლოა სრულად სტერო ხმით დავკამყოფილდე.
შედეგად ვიღებთ შემდეგს. იმისათვის რომ Apple TV-დან გამოვიყვანოთ ხმა, ორიდან ერთი ვარიანტი უნდა შევარჩიოთ:
- ან ვიყიდოთ რესივერი HDMI გასართით;
- ან ხმა გამოვიყვანოთ ტელევიზორის AUX გასართით;
ეს ბოლო ვარიანტი იმით არის ცუდი, რომ ხმის დამუშავების პროცესში ტელევიზორი ერთვება, რომელიც ასე თუ ისე, მაგრამ მაინც გააუარესებს ხმის ხარისხს. მაგრამ ყურების ჩამოყრა საჭირო არ არის: ამ ფაქტს მარტო აუდიოფილები თუ შეამჩნევენ, დანარჩენები იოლად გადავიტანთ.
პულტი, როგორც გაჯეტი
სიმართლე ითქვას, Apple TV-ის ახალი პულტი რაღაცით წააგავს iPod touch-ს, ან iPhone-ს, არა? ყველაფერი სწორია: ახლა ეს სრულფასოვანი მოწყობილობაა და არა ალმუნის ერთიანიანი ნაჭერი.
ახლა პულტის შიგნიტაც ჩავიხედოთ:
- აქსელერომეტრი და ჰიროსკოპი, რომლებიც მოძრაობას აფიქსირებენ;
- მიკროფონი, რომელიც თქვენს ბრძანებებს ელოდება;
- ელემენტი, რომელიც რამდენიმე თვე მუშაობას უზრუნველყოფს;
- Lightning-გასართი, ბატარეის დასამუხტავად.
პულტი ერთდროულად ლამაზია და ძალიან სადა. ზედაპირი ორნაწილად არის გაყოფილი. ქვედა ნაწილში მოთავსებულია შუშა, ოლეოფობური დაფერვით, რომელიც საკმაოდ მყიფეა და შეიძლება რომ გატყდეს.
ზედა ნაწილში სესნორული პანელია ჩამონტაჟებული, გლუვი, ხაოიანი დაფერვით. ის აგრეთვე დიდი ღილაკის ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, პულტთან მუშაობა ასე ხდება: გვიჭირავს პრიალა ნაწილი ხელისგულში, ცერა თითი მოთავსებულია გლუვ სენსორზე, რომლითაც ვმართავთ Apple TV-ს.
პირდაპირ გეტყვით: ძალიან ადვილია მიჩვევა და შემდეგ ძალიან ძნელია ძველებურ, ღილაკებიან პულტზე დაბრუნება.
პირველი რევიუების წაკითხვის შემდეგ მე პირადად უარესს შედეგს ველოდი, შედეგად კი გეტყვით, რომ ეს ცალსახად ყველაზე მოსახერხებელი მოწყობილობაა.
მოძრაობები მარტივია: თითის გადასრიალებით ვირჩევთ მენიუს სასურველ პუნქტებს, ვაცოცლიალებთ გვერდებს, დატყაპებით და დაწკაპუნებით ვადასტურებთ არჩევანს. დანარჩენი ღიალკებიც ასევე კარგად მუშაობს: მენიუ, იგივე უკან დაბრუნების ღილაკია, ტლევიზორის ხატულა — მთავარ მენიუში დაბრუნება. სულ ეს არის. ისე, როგორც შეეფერება ეფლის მოწყობილობას, მაცრი, სადა და ლაკონური ინტერფეისი.
აბა მაშინ როგორ ვითამაშოთ?
თავიდან შესაძლოა მცირე დისკომფორტი განიცადოთ ამ პულტით თამაშისას, ვინაიდან მიჩვეული არა ხართ: რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც მხოლოდ ორი ღილაკია? მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ჟესტები და აქსელერომეტრის მხარდაჭერა, რომლებიც კარდინალურად ცვლიან სიტუაციას. დაგავიწყდათ, რომ თანამდეროვე კაზუალური თამაშების დიდი ოდენობა ერთ ღილაკზეა მიბმული?
ტესტირების რამდენიმე დღის განმავლობაში ვერაფერი აღმოვაჩინე Apple TV-ში, რაც მაიძულებდა ხელში ამეღო გეიმპადი, ან კლავიატურა მაუსისურთ. ისინი უბრალოდ საჭირო არ არის — თუნდაც იმიტომ, რომ ეფლი აიძულებს დეველოპერებს მოახდინონ პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტაცია ახალ პულტთან.
პულტის აწყობის ხარისხი უმაღლესია, წონაც იდეალური აქვს და ხელში შესანიშნავად ჯდება.
ახალი ინტერფეისი
არის მრავალი რამ, რასაც ჩვეულებრივად აღვიქვამთ, როდესაც ეფლის ტექნიკით ვსარგებლობთ. მაგალითად, ინრფესის გამოხმაურების სისწრაფე. აიფონის მფლობელს ამით ვერ გააკვირვებ.
მაგრამ სატელევიზო მოწყობილობების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერფეისი, აღარაფერ სვამბობთ Smart-ტელევიზორებზე, ძალიან ნელა მუშაობს. მათი მენიუს დიზაინი ხშირად ეწინააღმდეგება ანბანურ ჭეშმარიტებებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პროგრამული ნაწილი შორეული წარსულის გადმონაშთია.
აქ — სულ სხვა დონეა. ახალი Apple TV-ის ინტეფეისს უბრალოდ არანაირი წაბორძიკება არ ახასიათებს მუშაობაში. მენიუს არაჩვეულებრივად ნარნარი ანიმაცია, ლამაზი შრიფტი, მუშაობის სიმარტივე. გავმეორდები და ვიტყვი, აიფონის მფლობელს ეს არ გააკვირვებს, მაგრამ საკმარისია Apple TV-ის კონკურენტებს შევხედოთ, ან სმარტ-რეჟიმი ჩავრთოთ ტელევიზორში — ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ამაში დიდ როლს თამაშობს უშუალოდ პულტის მოხერხებულობა და ისიც, თუ როგორ არის აგებული მენიუ შესაძლებლობების გარშემო. გათვლილია ანიმაციის უმცირესი წვრილმანებიც: თითის გევრდით გადატანისას ხედავ როგორ ტრიალდება მენიუს მონიშნული ბლოკი, სიის გადაცოცებისას კურსორი რბილად მოძრაობს, თითქოს ეწეპებაო ჩანაწერებს და იწელება, როდესაც ნელა გადავასრიალებთ აქეთ-იქეთ.
სწორედ ამის გამო თავის დროზე ჩვენ შევიყვარეთ ეფლი: სილამაზე, რომელიც სხვა მწარმოებლებს არ აინტერესებთ. მითუმეტეს სატელევიზიო მოწყობილობაში.
შედეგად, ახალი თაობის Apple TV — ყველაზე მოწხერხებული მოწყობილობაა. მისი გამოყენება სასიამოვნოა. რომ არა ერთი „მაგრამ“.
ეკრანული კლავიატურას ჯერ კიდევ ესაჭიროება დამუშავება. გასაგებია, რატომაც არის ასე. სენსორულ პანელზე არაა ადვილი ტექსტის შეტანა, თუმცა თეორიულად პირიქით, ადვილი უნდა იყოს, ვიდრე, ძველ, ოთხპოზიციანი კლავიშით.
მაგრამ ეკრანული კლავიატურა დღემდე ჯოჯოხეთურ გამოგონებად რჩება. მე ის არ მიყვარს და ალბათ ვერც ვერასოდეს შევიყვარებ. განსაკუტრებით ძნელია პაროლების შეტანა, სადაც ბევრი და სხვადასხვა სახის სიმბოლოა. მოკლედ, ეს საკითხი კვლავაც რჩება მოსაგვარებელი.
მთავარი მენიუ დაახლოებით ისევეა გაფორმებული, როგორც ძველ Apple TV-ში — ოღონდ ამჯერად ფონი თეთრია, რაზეც უდიდესი მადლობა ეფლის დიზაინერებს (არ მიყვარს შავი ფერი ინტერფეისში). ეკრანის ზედა ნაწილში მსხვილი ბლოკებია განთავსებული — საოპერაციო სისტემის განყოფილებებია: მუსიკა, App Store, iTunes-ფილმები, ფოტოები. ქვემოთ — ის ფილემბი და აპლიკაციები, რაც უკვე გადმოტვირთეთ App Store-დან.
მუსიკალური დამკვრელი საუცხოაა. მისი ფუქნციები ძალიან მახარებს, აგრეთვე ინტერფეისიც. ეგრევე ჩანს, რომ მას Apple Music-ზე გაანგარიშებით ქმნიდნენ.
Apple Music-ის ინტერფეისიც ძალიან ლამაზია. უფრო ლამაზიც კი, ვიდრე ეს iOS-შია. ამ სერვისის ყველა შესაძლებლობა სრულად არის წარმოდგენილი, შესაძლებელია დაკვრის სიების მართვა, ახლების შექმნა, საჭირო ჩანაწერების ძებნა და ა.შ. მოკლედ, იდილია მათთვის, ვინც მუსიკას ტელევიზორთან უსმენს.
ყველაზე დიდი ცვლილებები iTunes-ის ფილმების სექციას შეეხო. კაშკაშა ფერები აქ ყოველთვის საჭიროა. მე იმას მივაქციე ყურადღება, რომ გაჩნდა ინფორმაცია მსახიობების შესახებ.
გასაგებია, რატომაც დაამატეს ეს სექცია — Siri-ს სპეციალური ფუნქციისათვის, რომელიც მოთხოვნის თანახმად აჩვენებს მიმდინარე ფილმში მონაწილე მსახიობზე ინფორმაციას.
ეკრანის შემნახველები, ე.წ. „სქრინსეივერები“. რამდენიმე საინტერესო ფუქნცია დევს პარამეტრების მორგების სექციაში, რომლიდანაც ერთ-ერთი სამუშაო დაფის შემნახველებს ეხება. საქმე იმაშია, რომ თუ Apple TV 5 წუთი არაფერს აკეთებს, ის იწყებს მსიფლიოს სხვადასხვა ადგილების ვიდეოების ჩვენებას, რომლებიც დრონებით არის გადაღებული. ფანტასტიური ხედებია!
მაგრამ მთავარი სხვა რამეშია: ახალი ვიდეოები Apple TV-ზე ავტომატურად იტვირთება. შედეგად, თქვენ ყოველდღე ახალი შემნახველი გაქვთ. მე განსაკუტრებით მომწონს ნიუ-იორკის ხედები. თუმცა ტყუილად ვაქებ ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ.
იმაზე აღარ გავჩერდები, რომ ვიდეოს ყურებისა და მუსიკის მოსმენის ფუნქციები ახალ Apple TV-ზე არ შეცვლილა წინა მოდელებთან შედარებით. კვლავაც შესაძლებელია უკვე ნაყიდი, ან კომპიუტერში არსებული აუდიო-ვიდეო ფაილების დაკვრა. ახლა გადავდივარ იმ საკითხზე, რის გამოც უნდა ვიყიდოთ ახალი Apple TV.
თამაშები Apple TV, რომლებიც ჯერ არ არის
ეს რათქმაუნდა სევდიანი ისტორიაა.
მე უკვე ძალიან დიდი ხანია ველოდები, როდის დაამატებს ეფლი აპლიკაციებს Apple TV-ში. და ძალიან მინდა, რომ ოდესმე ამ მოწყობილობით ვითამაშო რამე მძიმე თამაშები, მაგალითად: GTA: San Andreas, ან Max Payne. ან თუნდაც Real Racing 2.
შედეგად მე ახლა ჯერ-ჯერობით Crossy Road-ს ვთამაშობ 50 დუიმიან ეკრანზე.
ამ მიმოხილვის დაწერის მომენტისათვის ჯერ-ჯერობით რაიმე საინტერესო და სერიუზული App Store-ში არ მოძებნება. იმედია მომავალში ეს სიტუაცია გამოსწორდება.
მეტ-ნაკლებად საინტერესოებიდან — Asphalt, Galaxy On Fire და… მორჩა! მე არ ვკარგავ იმედს, რომ 2016 წელს ეს სია მრავაჯერადად გაიზრდება და ბევრ საინტერესო თამაშს ვიხილავთ.
სამწუხაროდ ეფლმა ვერ შეძლო ამ სიცარიელის დროულად და რაც მთავარია, მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლის წინ ამოვსება.
იმედგაცრულება მატულობს, როდესაც ხსნი შენაძენების სიას. იქ მხოლოდ ის თამაშები და აპლიკაციებია, რომლებიც თავსებადია ახალ Apple TV-სთან. ჩემს 7 წლის ანგარიშში ასეთი მხოლოდ 7 მოიძებნა.
დასკვნა ასეთია: ახლა Apple TV-ზე კარგი თამაში არ მოიძებნება, მაგრამ იმედი არ კვდება, რასაკვირველია.
და შემდეგ რა?
არის მომავლის იმედი. შემდეგი წლის დასაწყისისათვის Apple TV-ზე უნიკალურ პროექტებს ველოდებით, რომლებიც სრულად გამოიყენებენ მის შესაძლებლობებს.
ხელშეკრულების თანახმად, დეველოპერებს არა აქვთ უფლება, ისეთი შესაძლებლობები ჩადონ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც არ იქნება მხარდაჭერილი დისტანციური პულტის მიერ. მასზე კი მხოლოდ 1 ღილაკია.
გესმით რასაც ვგულისხმობ? გამოდის, რომ სერიოზული თამაშების შექმნელებს არ შეეძლებათ თავიანთი პროდუქტების პორტირება: ან ერთი ღილაკი + ასელერომეტრი, ან არაფერი.
ამგვარად, სანამ ეს შეზღუდვა არ მოიხსნება, App Store-ში Apple TV-სათვის ვერ გაჩნდება რაიმე სერიოზული თამაში. მხოლოდ კაზუალური თამაშობანი.
პირადად მე ვთვლი რომ ეს არასწორი გათვლაა. ერთტაპიანი თამაშები ძალიან მალე სწყინდება ადამიანს, შესაბამისად ყველა წ���გებულში დავრჩებით.
ეფლმა რომ ცოტა იეშმაკოს, ის პირიქით, მოთხოვდა გეიმპადს. ამით გაიყიდებოდა უამრავი აქსესუარი. ხოლო Apple TV-ზე ბევრი სერიოზული თამაში გაჩნდებოდა.
მოკლედ, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, Apple TV-ზე როგორც სათამაშო კომსოლზე ფიქრიც კი არ შეიძლება.
სხვათაშორის. ქარტული სტრიმინგ-სერვისები ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი Apple TV-ზე. რას ელოდებით მეგობრებო? დროულად გადადგით ინოვაციური ნაბიჯი!
და მაინც, რატომ უნდა ვიყიდოთ Apple TV
კონტრასტული შთაბეჭდილებები მაქვს პირადად მე. ახალი Apple TV ჩაფიქრებულია როგორც სრულყოფილი გასართობი ცენტრი მთელი ოჯახისათვის: თამაშებით, აპლიაკციებით, მუსკითა და კინოთი.
შედეგად ის კარგია ყველა საკითხში, თამაშების გარდა. ბრწყინვალე ინტერფეისი. ფანტასტიური პულტი. დიდი რეზერვი სამომავლოდ სიმძლავრეში.
მაგრამ Apple TV ჯერ ღარიბია აპლიკაციების მხრივ.
და აი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვიყოდოთ:
- უბრალოდ გინდათ და მორჩა;
- თქვენ მზად ხართ ელოდოთ, როდესაც ეფლი დაჭკვიანდება და ნებას დართავს გეიმპადებს;
- მზად ხართ იყიდოთ და ელოდოთ.
მაგრამ არ ღირს ყიდვა, თუ:
- უბრალოდ ფილმებს უყურებთ iTunes-იდან;
- ძალიან გჭირდებათ ოპტიკური ინტერფეისი.
ახალი Apple TV, 2015 წლის — უმწიფარი პროდუქტია, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, რათა მომენატალურად ყირაზე დაეყენებინა ბაზარი. თუ კუპერტინო არ მიაგდებს ამ პროდუქტს, როგორც მიაგდეს App Store iWatch-ისათვის, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ სრულიად სხვა სურათს. და მაშინ წავალთ მაღაზიაში.
არ დაგიმალავთ: პირადად მე ვფიქრობ ამ მოწყობილობის შეძენას. ვინაიდან დღევანდელი პრობლემები მოგვარებადია, ხოლო თვითონ მოწყობილობა გადასარევად მუშაობს. ინტერფეისთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია.
ბოლო-ბოლო, სწორედ ასეთი მოწყობილობებისაა მომავალი.