სიახლეები

მალე iPhone-დან ფულის გადარიცხვა იქნება შესაძლებელი

428views

ამერიკული კორპორაცია ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალი საგადასახადო სისტემის აპლიკაციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ფული პირდაპირ სმარტფონიდან გადარიცხოს. ექსპერტთა განცხადებით, Apple-ის ახალი სისტემა კონკურენციას გაუწევს „ფეიფალს“.

„ბიბისის“ ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ფეიფალის აქციები 2%-ით დაეცა. ახალ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ამერიკული კორპორაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ბანკებთან, როგორიცაა J.P. Morgan Chase, Wells Fargo და U.S. Bancorp.გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამერიკული კორპორაციის ახალი სერვისი დაკავშირებული იქნება Apple Pay-სთან – მობილური გადახდების სისტემასთან, რომელიც კომპანიამ 2014 წელს მაღაზიებსა და ონლაინ შეძენების დროს უკონტაქტო გადახდებისთვის ჩაუშვა. „ბიბისის“ ცნობით, Apple-ის ახალი სერვისი შესაძლოა 2016 წელს გამოჩნდეს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი