სიახლეები

Apple-ში გასაუბრებაზე დასმული ყველაზე არაორდინალური კითხვები

265views

Apple გარდა იმისა, რომ ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია, დასაქმების მხრივაც საკმაოდ პოპულარულია, რა თქმა უნდა გასაკვირი არაა, რომ ასეთ წარმატებულ კომპანიაში ყველას სურს მუშაობა. თუმცა, როგორც ცნობილია Apple-ში სამსახურის დაწყება ძალიან რთულია. ისევე როგორც გუგლში და სხვა ტექნიკურ კომპანიებში, Apple-ში ითხოვენ ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილებას და რამოდენიმე გონებრივი სავარჯიშოს შესრულებას. როგორც იცით, ყველას დამსაქმებელს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს, გთავაზობთ Apple-ში გასაუბრებაზე დასმულ ყველაზე უცნაურ კითხვებს:

  1. წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ 2 კვერცხი და დავალება რომ განსაზღვროთ შენობის სიმაღლე, უნდა ჩააგდოთ კვერცხი ისე რომ არ გატყდეს, როგორ მოახერხებთ ამას? რას გააკეთებთ ოპტიმალური გადაწყვეტის მისაღებად?
  2. როგორ აუხსნით 8 წლის ბავშვს მოდემის მნიშვნელობას და ფუქციას?
  3. წარმოიდგინეთ, მომხმარებლის თვალით დანახული თქვენი პირველი შთაბეჭდილება Apple-ზე?
  4. გაიხსენეთ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში თქვენი 1 ყველაზე კარგი და ცუდი დღე?
  5. თქვენ გაქვთ 3 ყუთი, ერთში მხოლოდ ვაშლებია, მეორეში მხოლოდ ფორთოხლები, ხოლო მესამეში-ორივე ერთად. ყუთები არასწორად არის მონიშნული და ეტიკეტი არ შეესაბამება შიგთავსს. თქვენ უნდა გახსნათ 1 ყუთი და ჩაუხედავად ამოიღოთ 1 ცალი ხილი, შეხედოთ და გამოიცნოთ ის ყუთი რომელ ხილს შეიცავს.
  6. წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: თქვენ უნდა ეკონტაქტოთ გაბრაზებულ მომხმარებელს, რომელიც მთელი 20 წუთი გელოდებათ და რომელიც აცხადებს, რომ ფეხით იარა ძალიან ბევრი იმისთვის, რომ იყიდოს ის კომპიუტერი, რომელიც მას უნდა. რას იზამთ და როგორ გადაუჭრით პრობლემას?
  7. თქვენ უნდა მოემსახუროთ ადამიანს, მოხუცს, რომესაც აქვს ძალიან ძველი გამოშვების კომპიუტერი, რას იზამთ?
  8. ხართ თუ არა ჭკვიანი?
  9. რა მარცხი გქონიათ ცხოვრებაში და რა ისწავლეთ მისგან?
  10. ოდესმე თუ ყოფილხართ მენეჯერთან წინააღმდეგობაში და როგორ დაგიცავთ საკუთარი პოზიცია?

Comments

comments

Leave a Response