სიახლეები

ანაბეჭდი „პანიკის რეჟიმზე“

160views

აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტომ კომპანია Apple-ის სიახლე გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია „პანიკის რეჟიმის“ შექმნის შესახებ.

iPhone 5s-ის, iPhone 6-ის, iPhone 6 Plus-ის, iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus-ის, ასევე iPad Air 2-ის, iPad Pro-ს, iPad mini 3-სა და iPad mini 4-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ სმარტფონი ანაბეჭდის საშუალებით განბლოკონ, ასევე იმავე ანაბეჭდით კონტენტი App Store-ში, iTunes Store -სა და iBookstore-ში შეიძინონ.

ამ სიახლეში კი საუბარია „თითის საიდუმლო ანაბეჭდის შესახებ“, რომლის ამოცნობის შემდეგ სისტემა ავტომატურად „პანიკის რეჟიმზე“ გადავა. მოწყობილობა დაიბლოკება, პარალელურად კი მანამდე აკრეფილი სმს წინასწარ მითითებულ ნომრებზე გადაიგზავნება, ასევე ფარულად გააქტიურდება კამერა, რომელიც სმარტფონის „უკანონო მფლობელს“ დააფიქსირებს.

Comments

comments

Leave a Response