მიმოხილვა

Windows 10, როგორც IT-დესპოტიზმის რელიგია

1.06Kviews

თუ Microsoft-ის ახალი საოპერაციო სისტემის დანერგვის პროცესს დავაკვირდებით არა ჩვეულებრივ ჭრილში, არამედ ერთგვარად ეგოზტიკურ ჭრილში, Windows 10-ის როლი კაცობრიობის ისტორიაში არსებითად სხვანაირად გამოჩნდება.

ალბათ არავინ არ შემეწინააღმდეგება, თუ ვიტყვი, რომ Windows 10 საოპერაციო სისტემა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს Microsoft-ის ყველა აქამდე გამოშვებულ პროდუქტებს შორის. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ Microsoft გიგანტური კორპორაციაა, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში პერსონალური კომპიუტერის შემოსვლაზე, არამედ ზოგადად იმაზეც, თუ როგორ გამოიყურება თანამედროვე ტექნოლოგიური საზოგადოება.

Microsoft-ის ახალი საოპერაციო სისტემამ არა უბრალოდ ძირეულად შეცვალა პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების ტრადიციული ფორმები, რომლებიც ამ სფეროში ათწლეულების განმავლობაში იყო დამკვიდრებული. Windows 10 ადგენს ახალ ინდუსტრიულ სტანდარტს იმაში, თუ რა უნდა მოვიაზროთ მასობრივი IT-მოხმარების კომერციულ მოდელში და მას ქვია „პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი“.

ეს მოდელი, რასაკვირველია Microsoft-ში არ მოუფიქრებიათ, ის მრავალი კომპანიის მიერ გამოიყენება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა სწორედ Windows 10-ში გამოჩნდა ამ ნოვაციის თავისებურებანი — სუფთა ტექნოლოგიურიდან და ეკონომიკური ასპექტებიდან დაწყებული, ეთიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკურით დამთავრებული. ამიტომაც სწორედ Windows 10-ის მაგალითზე საზოგადოებას ნათლად შეუძლია დაინახოს, თუ რა მიმართულებით ვითარდება კაცობრიობა. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავფიქრდეთ და კითხვები დავსვათ. მართლა ის მიმართულებაა, საითაც ჩვენ გვსურს მოძრაობა? შეგვიძლია ჩვენ რაიმე შევცვალოთ? სწორად დასმული კითხვა, როგორც ცნობილია უკვე შეიცავს პასუხის ძირითად ნაწილს. მაგრამ პრობლემა რომ გადავწყვიტოთ, ჯერ მისი არსი უნდა დავინახოთ.

Microsoft-მა Windows 10 2015 წლის 29 ივლისს გამოუშვა. ადრე მომხმარებლების დიდი ნაწილი 1-2 თვე მაინც დაიცდიდა, სანამ საცალო გაყიდვაში გამოჩნდებოდა პროდუქტი, ანდა სანამ კომპიუტერები ამ საოპერაციო სისტემით გამოვიდოდა სარეალიზაციოთ. მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა სხვანაირად არის საქმე.

ახალი ეპოქის დევიზია „ Windows, როგორც სერვისი“, ასე რომ ახალი საოპერაციო სისტემა ეგრევე გაუშვეს — პირდაპირ ინტერნეტის საშუალებით — კომპანიის სერვერებდან საბოლოო მოხმმარებლის კომპიუტერებში. და თუ ვისმჯელებთ პროცესის მონაწილეთა გამოხმაურებით, Windows 10-ის პირველადი დანერგვამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. რაც თავის მხრივ აღსანიშნავია, მითუმეტეს თუ იაზრებ მომხდარის მაშტაბებს — მომხმარებელთა ბაზა 75 მილიონით გაიზარდა ერთი თვის განმავლობაში. და ეს პროცესი გრძელდება.

რასაკვირველია, აბსოლუტურად უნაკლოდ ასეთი პროცესი ვერ ჩაივლის. პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტებში აღმოჩნდა შეცდომები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია ნებისმიერი საოპერაციო სისტემისათვის, რომელიც ახალია და ბაზარზე შემოდის. თანაც, სულ ცოტა ხნის წინ უკვე გამოვიდა განახლებების დიდი პაკეტი.

საფრთხის ერთ-ერთი პირველი სერიოზული სიგნალი გაისმა მაშინ, როდესაც გაირკვა საინსტალაციო პაკეტის მოცულობა, 2.5-დან 3.5 გიგაბაიტამდე ზომის. გასაგებია, რომ მომხმარებლისათვის ფართოზოლოვანი შეერთებით ინტერნეტთან ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ასეთი არხი ჯერ-ჯერობით ყველას არა აქვს, ეს კიდევ ნიშნავს, რომ დაბალციჩქარიანი შეერთებისას, Windows 10-ის დაყენება პრობლემად შეიძლება იქცეს. რასაკვირველია, Microsoft-ში ამაზე ფიქრობენ და ცდილობენ ეს პრობლემა აღმოფხვრან. მაგრამ აი თუ როგორ ხდება ამ პრობლემის მოგვარება — თავის მხრივ ასევე პრობლემას წარმოადგენს, თუცმა სულ სხვა სახის, უფრო ეთიკური, ვიდრე ტექნიკური.

კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ასპექტი — პროგრამული უზრუნველყოფის სავალდებულო განახლებები, თანაც განახლება ისე არის მოწყობილო, რომ მასზე უარის თქვა არ ხერხდება. ეს სიახლე წარმოდგენილია, როგორც Microsoft-ის ფილოსოფიის ძირეული ცვლილება, კოლოფებში დაფასოებული საოპერაციო სისტემის დისკებზე უარის თქმასთან ერთად. ვინაიდან თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა სწრაფად და მუდმივად უნდა განვითარდეს — ამიტომაც მასში ყოველთვის უნდა იყოს ჩართული ავტომატური განახლების ფუნქცია.

ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანად ითვლება კომპიუტერული უსაფრთხოების ასპექტში — დღეისათვის მავნე პროგრამული უზრუნველყოფის 90% კომპიუტერს ასნებოვნებს იმ მიზეზით, რომ მოწყობილობებზე არ დროულად არ დაყენდა საჭირო განახლება. აქედან გასაგები ხდება შემდეგი. იმისათვის, რომ ავტომატურად დაგზავნილი და დაყენებული განახლებები საიმედოდ მუშაობდნენ, განახლების ავტორებს აუცილებლად სჭირდებათ უკუკავშირის გზით მონაცემების დიდი მასივის მიღება — ასევე ავტომატურ რეჟიმში კომპიუტერების მთლიანი ბაზიდან, რომელზეც დაყენებულია ახალი საოპერაციო სისტემა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომხმარებელს დაბეჯითებით სთხოვენ არ ჩათვალონ მიმდინარე პროცესები, როგორც შპიონაჟი. ეს, მათი განცხადებით, უბრალოდ უკუკავშირია, ფრიად საჭირო სისტემის გამართულად მუშაობისათვის. ვინაიდან სწორედ ასე უნდა მუშაობდეს თანამედროვე კომპიუტერული სისტემა, მათი განცხადებით.

ახალ საოპერაციო სისტემაში ჩამონტაჟებულმა „ტელემეტრიის შემკრებმა“ სისტემამ უდავოდ დიდი აჟიოტაჟი და კამათი გამოიწვია და დაბადა დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები მხარეთა შორის. ისინი, ვინც ამ სიახლეს პოზიტიურად უყურებენ, აქცენტს აკეთებენ Windows 10-ის დანერგვა დიდწილად ამ ტელემეტრიული ინფორმაციის დამსახურებით კარგად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოწინააღმდეგენი ამას კვლავ შპიონაჟს უწოდებენ.

თქვენ თვითონ განსაჯეთ (აცხადებენ მომხრეები), ეს ხომ ფაქტურად შეუძლებელია — ვაქციოთ საოპერაციო სისტემა სერვისად, ტელემეტრიის შეგროვების გარეშე. Microsoft-ის ერთადერთი მინუსი ის აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგეთა მიერ აგორებულ სკანდალს ისინი მოუმზადებელნი შეხვდნენ. კომპანიამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო საჭირო სიტყვების მოფიქრება, რათა დაბეჯითებით დაარწმუნოს მოწინააღმეგენი არსებული სისტემის სიკარგეში.

იმისათვის, რომ ოპონენტების შენიშვნები ნათელად გამოჩნდეს, საკმარისია მცირე ციტირება მოვახდინოთ Microsoft-ის დოკუმენტიდან, სახელად „სერვისის მოწდების შეთანხმება“:

„ჩვენ გვექნება წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, არსებული შიგთავსის ჩათვლით (ელფოსტა, პირადი მიმოწერის სხვა მასალები, პირად საქარალდეებში განთავსებული ფაილები) და შეგვიძლია გავხსნათ და შევინახოთ ისინი ყველა შემთხვევაში, როდესაც გვქნება გონივრული საფუძველი ეს გავაკეთოთ“.

დამთანხმებით, რომ საკითხის ასეთი სახით მოწყობა ძალიან ცდება „ტექნიკური ტელემეტრიის“ ფარგლებს.

კრიტიკოსების ბანაკი სულაც არ არის კონცენტრირებული სიახლის წმინდა ტექნიკურ ასპექტებზე და გვთავაზობს ცოტათი გავიფართოვოთ თვალსაწიერი — რათა ფართოდ შევხედოთ, თუ რას აკეთებს სახელგანთქმული კორპორაცია. ვინაიდან IT-ინდუსტრიაში მიდინარე მოვლენების საერთო კონტექსტში სრულიად ცხადია, რომ ამჟამინდელი Microsoft გზის გასაყოფზე იმყოფება — შეიძლება ითქვას, ეგზისტენციალური მნიშნელობის წერტილში.

სამომხმარებლო საოპერაციო სისტემების ერთდროს ტრადიციული ბაზარი — როგორც ყიდვა-გაყიდვის თვითმყოფადი საქონელი — ამჟამად ფაქტიურად გაქრა. Microsoft-ის მცდელობა აითვისოს აპარატურული უზრუნველყოფის ბაზარი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ამჟამად კორპორაცია ტრანსფორმირდება „ინტერნეტ-სერვისების“ კომპანიად.

ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შემდეგში მდგომარეობს. იმის მსგავსად, როგორც 1990-იანი წლების დასწაყისში Microsoft-მა დააგვიანა ინტერნეტ-ბიზნეში შესვლა, ასევე ახლაც — მათ კვლავ დააგვიანეს იმ ბიზნესში, რომელიც სხვებს უკვე დაწყებული აქვთ. ამიტომ, ბაზრის საკუთარი წილის დასაკავებლად, სოლიდური და სერიოზული კომპანია თავისი ფლაგმანური პროდუქტის, Windows 10-ის წინ წასაწევად არაერთგვაროვან მეთოდებს იყენებს.

იმის თვალსაჩინოობისათვის, თუ რამდენად საეჭვო მეთოდებს იყენებს კომპანია ეთკური თვალსაზრისით, ერთ-ერთმა კომენტატორმა, ლორენ ვაინშტეინმა მოიყვანა მაგალითი ავტომობილების რეალიზატორებისგან — როგორც მაგალითი კომერსანტებისა, რომლებიც ცნობილნი არიან გაყიდვებში საეჭვო მეთოდების გამოყენებით.

ავტო-დილერებისა და Microsoft-ის მსგავსება Windows 10-ის დანერგვის საკითხში არის ის, რომ კორპორაცია ყველანაირად გაურბის იყოს გულახდილი და პატიოსანი მომხმარებელთან. მეორე საერთო დამახასიათებელი მომენტი არის ის, რომ წარმოშობილი ეთიკური პრობლემები სულაც არ არის რთული და გადაუჭრელი — სინამდვილეში მათი თავიდან აცილება ძალიან მარტივია. მეორადი ავტომობილების რეალიზატორები პირდაპირ რომ იძახდნენ მათი საქონლის დეფექტურ მხარეებზე, არც არანაირი საჩივარი არ იარსებებდა. ზუსტად იგივე წესი, სამწუხაროდ, მიესადაგება Microsoft-ს.

ავიღოთ, მაგალითად, ტელემეტრია. მონაცემების შეკრები არსებითად ახალი პრინციპები ჩამალულია „Windows 10-ის პრივატულობის პოლიტიკის“ დოკუმენტში, რომელსაც მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი არასოდეს კითხულობს. ანდა, პროგრამული უზრუნველოფის განახლების შემჩნეული მანიპულაციები — როდესაც მომხმარებელს ხელოვნურად აიძულებენ გადაერთვნენ ჩადგმულ ბრაუზერზე. ანდა, ხშირი სიტუაციები ახალი საოპერაციო სისტემის ინსტალაციისას — როდესაც მომხმარებელს საერთოდ არ ეკითხებიან, უნდათ, თუ არა მათ საკუთარი ინტერნეტ-არხის დათმობა Microsoft-ის კომერციული საქმიანობის მხარდასაჭერად. ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში არსებითად იკვეთება მომხმარებლის მოტყუების შემთხვევა, ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ Microsoft აფლავებს ეთიკის სრულიად ელემენტარულ ტესტებს.

თანაც აქ მოყვანილია მხოლოდ ყველაზე შესამჩნევი ფაქტები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია უფრო გრძელი სიის შედგენა ასეთი ფაქტებისაგან. მაგალითად, პოპულარული თამაში-პასიანსი Solitaire Windows 10-ში გაიძულებთ ნახოთ ვიდეო-რეკლამა, მანამ, სანამ არ გადაუხდით 10 დოლარს Microsoft-ს. და გადახდა ხდება არა ერთხელ, არამედ ყოველწლიურად — მხოლოდ იმისათვის, რომ გადაკეტოთ რეკლამის ეს დიდი მილი.

ჩამოთვლილი სიახლეების დაცვის ყველაზე ხშირი არგუმენტი არის ის, რომ მომხმარებელი იღებს ახალ და საოცრად კარგ საოპერაციო სისტემას Microsoft-ისაგან „სრულიად უფასოდ“, ამიტომაც არ არის საჭირო წუწუნი, თუ კორპორაციას სურს რაიმეს მიღება სანაცვლოდ.

მაგრამ ნებისმიერ წესიერ საზოგადოებაში არსებობს ეთიკის ნორმები. თანაც არა მარტო ელემენტარულ, არამედ საკმაოდ სერიოზულ გარიგებებში ადამიანებს შორის საბაზო ეთიკური მოთხოვნები საკამოდ მარტივია. ყოველთვის, როდესაც ხორციელდება გარიგება მხარეთა უერთიერთ შეთანხმებით, პირველ რიგში აუცილებელია უფლების მიღება ამათუიმ ქმედებაზე.

უფრო ნათლად რომ გიჩვენოთ, თუ რითი განსხვავდება პრინციპიალურად Microsoft-ის ქმედება, შეგვიძლია გავარჩიოთ მაგალითი საკომუნიკაციო არხისა და მომხმარებლის დისკური სივრცის. როდესაც კორპორაცია Microsoft ნაგულისხმევად თავის თავს უფლებას აძლევს კომერციული მიზნებით გამოიყენოს მომხმარებლის საკომუნკაციო არხი იმისათვის, რომ მაგალითად, გაუგზავნოს განახლებები სხვა მომხმარებლებსაც. ანდა, მსგავსი სიტუაცია, როდესაც ათავსებს თქვენს მყარ დისკზე საოპერაციო სისტემის სრულ საინსტალაციო პაკეტს, თუმცა თქვენ ეს არ გითხოვიათ — უბრალოდ „სამომავლოდ, იქნება დაინტერესდეთ“.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი სახლის წყალგაყვანილობაში უცებ დაიწია წყლის ჭავლმა. თქვენ ეძებთ მიზეზს და აღმოაჩენთ დიდ ციხტერნა-ავტომობილს, რომელიც თქვენი სახლის ახლოს დგას და რომელიც თავის რეზერვუარს თქვენი სისტემიდან ივსებს. და როდესაც თქვენ ეცდებით სკანდალი მოაწყოთ, ავტო-ცისტერნის მფლობელი საპასუხოდ განგიცხადებთ, რომ მათ ეს „სჭირდებათ“ და ისინი არ ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრ წყალს გართმევენ. მაგრამ თუ თქვენ ეს ძალიან გაღელვებთ, მაშინ ისინი ამას მეტი აღარ იზამენ.

კონფლიქტის არსი საყოფაცხოვრებო დონეზე — მიუხედავად იმისა, წყლის ფულს მრიცხველის მიხედვით იხდით, თუ ფიქსირებულით — დიდი ალბათობით მივა პასუხამდე კითხვაზე: „რატომ არ მკითხეთ უფლება, სანამ დაიწყებდით წყლის გადაქაჩვას“? და ყველაზე ხშირი პასუხი ამ კითხვაზე შემდეგი იქნება: „ჩვენ არ გითხარით ამის შესახებ და არც უფლება ავიღეთ, იმ მიზეზით, რომ იქნება თქვენ უარი გეთქვათ“.

ანუ, პრობლემის არსი უკვე ნათელია. ზემოთ გარჩეული სიტუაციიდან სრულიად არ გამომდინარეობს, თითქოს აბსოლუტურად ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე წვრილმანი ოპცია სამომხმარებლო ინტერფეისში უნდა ირთვებოდეს პირდაპირი თანხმობით. მაგრამ ყველა არსებითი ოპერაცია, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სისტემის რესურსებზე და ტრაფიკზე, მკაფიოდ, წინასწარ და ღიად უნდა იყოს შეთანხმებული. და არ უნდა მოხდეს ბუნდოვანი წესების გამოყენება, მაგალითად, „თუ ჩვენ გაგვიმართლებს, მომხმარებელთა უმრავლსეობა ვერც კი შეამჩნევს იმას, თუ რას ვაკეთებთ“.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ განხილვადი საკითხი Windows 10-ის შესახებ რასაკვირველია არის უმაღლეს დონემდე გაძლიერებული შპიონური ფუნქციები, რომელსაც პრინციპში შეუძლია შეაგროვოს და სადაც მას სჭირდება გადააგზავნოს აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს, ან რაზე საუბრობს მომხმარებელი. და არა მარტო საკუთარი კომპიუტერის გამოყენებით, არამედ უბრალოდ ამ კომპიუტერის სენსორების მოქმედების არეალში ყოფნისას. ფაქტიურად ეს უკვე ინდუსტრიალური მაშტაბების შპიონური ხერხებია, რომლებიც სისტემაშია ჩამონტაჟებული არა მარტო პროგრამულ, არამედ აპარატურულ დონეზეც (Microsoft-ის საოპერაციო სისტემა სულ უფრო მჭიდროს არის დაკავშირებული კომპიუტერის მიკროკოდთან).

კითხვას, თუ რატომ ემატება ამდენი შპიონური ფუნქცია, გააზრებული პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა პერსპექტივაში კიდევ ცოტა უკან დავიხიოთ და პრობლემას შევხედოთ საერთო-პოლიტიკურ ჭრილში. და მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ფაქტებს, რომლებიც ამასწინათ გამოყო და ხაზი გაუსვა კორი დოქტოროუმ, ცნობილმა კანადელ-ბრიტანელმა IT-პუბლიცისტმა და მწერალმა.

რატომ აგრძელებს, მაგალითად აშშ, ტოტალურ თვალთვალს მთლიან მოსახლეობაზე — მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობაში ამცირებს ხელისუფლებისადმი ნდობის მომენტს, ხოლო ერთადერთი ტერორისტული აქტი, რისი გახსნაც ამ თვალთვალით მოხერხდა, — ემიგრანტი-ტაქსისტის მცდელობა ცოტაოდენი ფული გადაერიცხა ალ-შაბაბში? (სხვა რამ უფრო შთამბეჭდავი ფაქტები აშშ-ს სპეც. სამსახურებს არ მოუყვანიათ).

ყველაზე მარტივი და ცხადი პასუხი კითხვაზე „რატომ გვითვალთვალებენ?“ ასე ჟღერს: „გვითვალთვალებენ, იმიტომ რომ შეუძლიათ“. იმიტომ რომ შპიონაჟი — დღეისათვის იაფია და დღითიდღე უფრო იაფდება. სპეციალისტების ვარაუდით, მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების დხმარებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ შპიონური თვალთვალის პროდუქტიულობამ 100-1000-ჯერ იმატა. დოქტოროუს განმარტებით, გდრ-ის შტაზის მუშაობისათვის თუ დამსმენთა მთელი არმია მუშაობდა, ახლა აშშ-ს ეუს-ს (NSA) მხოლოდ ბატალიონი ეყოფა, სრულიად პლანეტარული მაშტაბის თვალთვალისათვის.

მაგრამ არის ამ ისტორიაში არა მარტო ტექნიკური, არამედ სხვა, უფრო ღრმა, პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტი. შპიონაჟი და განსაკუთრებით შპიონაჟი საკუთარ ხალხზე ქვეყნის შიგნით — ეს ის ასპექტია, რომელსაც სემუელ ბოულზი, ცნობილი ეკონომისიტი სანტა ფეს ინსტიტუტიდან (აშშ), „დაცვით სამუშაოს“ უწოდებს. ანუ, არის ასეთი სამუშაო, რომელიც კეთდება საკუთრების ურთიერთობის სტაბილიზაციისათვის — პირველ რიგში იმ საკუთრების, რომელიც ყველაზე მდიდრებს ეკუთვნით.

სახელმწიფოს დანახარჯები დაცვით სამუშაოზე პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, რამდენად ლეგიტიმურს თვლის მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას. გასაგებია, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეები სისტემას სამართლიანს თვლის, სტაბილურობის მისაღწევად არ არის საჭირო დაძალების მეთოდების გამოყენება. როდესაც ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ სახელმწიფო მათ კარგად ემსახურება, ისინი არ დაიწყებენ არსებული წესების ნგრევას.

ხოლო იმ სახელმწიფოებში, სადაც მოსახელობის ძირითადი ნაწილი სისტემას უკანონოდ თვლის, დაცვით სამუშაოებზე გაცილებით მეტი რესურსები იხარჯება. და ეს მარტივი მექნიზმი ადვილი სანახავია მუშაობაში. ისეთი ქვეყნებო, როგორებიცაა ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, ან ჩრდილოეთ კორეა, დაცვით სამუშაოებზე გიგანტურ თანხებს ხარჯავენ.

რაც შეეხება მოწყობის არსებით განსხვავებულ მოდელს (როგორიცაა სკანდინავიურ ქვეყნებში სიმდიდრის გადანაწილების მოდელი) — ძლიერი შრომითი კანონმდებლობით, მკაფიო ზრდადი საგადასახადო სისტემით და ძლიერი სოციალური დაცვით, ამ ქვეყნებში საგრძნობლად მცირე რესურსი იხარჯება დაცვით სამუშაოებზე.

ამასწინათ გამოსულ წიგნში „კაპიტალი XXI საუკუნეში“, პარიზელი ეკონომისიტ თომა პიკეტი იკვლევს თვალსაჩინო ისტორიულ მაგალითს იმისა, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა, რომელშიც სახლემწიფოს დაუჯსელობა მასების თვალსაზრისით უსასრულობისკენ მიისწრაფვის. დიდი ფრანგული რევოლუციის ეპოქაში ქონებრივი უთანასწორობის დონემ ისეთ მაშტაბებს მიაღწია, როდესაც ხაზინის სრული დაცლა დაცვითი სამუშაოებისათვის საკამრისი არ აღმოჩნდა ძალადობისა და მკვლელობების შესაჩერებლად.
მსგავს მაგალითებზე დაყრდნობით, პიკეტი ცდილობს დაარწმუნოს დღევანდელი გლობალური ელიტა (როგორც მინიმუმ მათი მომსახურე პოლიტიკოსები), რომ უფრო იაფი და გონივრული იქნება გლობალური შემოსავლის 1%-ის გადანაწილება, ვიდრე დაცვის სამუშაოს შეძენა, ქონებრივი უთანასწორობის ზრდის ფონზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ხარჯების ორი მრუდი გრაფიკზე. ერთი — იმ საშუალებების ზრდა, რომელიც მდიდრებმა უნდა დახარჯონ დაცვისატვის, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზრდადი უფსკრულის ფონზე. მეორე გრაფიკი — ის თანხებია, რომელთა ეკონომიაც შესაძლებელია დაცვიდან — სოციალური მოქნილობის გაძლიერებით განათლების, ჯანდაცვისა და სოცლიაური დახმარების გზით. და ამ ორ გრაფიკს აქვთ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვეთის წერტილი — სადაც სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს პოლიციის გაძლიერება და დაიწყოს სკოლებისა და საავადმყოფოების მშენენლობა.

ინფოტექნოლგიების როლის დიდი პრობლემა აღნიშნულ გლობალურ სფეროში — არის შპიონაჟის წარმადობის ზრდა (როგორც დაცვითი სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის), რაც არნიშნულ მიმართულებას ხდის არა მარტო უფრო სიცოცხლისუნარიანს, არამედ ირიბად ეხმარება სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის უფსკრულის ზრდას. როდესაც კონტროლისა და იძულების მეთოდები სულ უფრო აფი ხდება, ის წერტილი, სადაც სახლემწიფოს აშკარად აქვს აზრი გაზარდოს სისტემის სოციალური მოქნილობა, სულ უფრო შორს და შორს გადაადგილდება.

მკაფიო მაგალითია ამჟამად მიმდინარე ფაქტები. როდესაც მოსახლეობაზე მასიური თვალთვალი ყველაზე ეფექტურად მუშაობს არა ტერორისტების გამოვლენისას, არამედ სრულიად კანონიერი პოლიტიკური ოპოზიციის მოშსაშორებლად. ეს ხომ სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ანტისამხედრო და ეკოლოგიური დემონსტრაციების აქტივისტები, მოძრაობა Occupy და სხვა არაძალადობრივი აქციების მონაწილეები პოლიციის მიერ განიხილებიან, როგორც „ეროვნული უსაფრთხოების საშიშროება“, მეთოდურად ახდენენ მათ გამოვლენას და „ტერორისტების“ ბაზაში შეტანას. რის შემდეგაც ისინი პრესინგისა და სხვადასხვა „პროფილაქტიკური სამუშაოების“ ობიექტები ხდებიან, რაც ფრიად უძნელებს ადამიანებს საკუთარ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას.

მსგავსი ისტორიების დიდ ნაწილში ცენტრალური ადგილი მობილურ ტეელფონს უკავია. ვინაიდან აბსოლუტურად ყველასათვის, განსაკუთრებით ღარიბებისათვის, სმარტფონები ერთი მხრივ ცხოვრების დონის ამაღლების საშუალება გახდა — ინფორმაციასთან და ბაზრებთან წვდომის გზით. ხოლო მეორე მხრივ — სწორედ სმარტფონები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები აძლევს სახლემწიფოს მოსახელობაზე იაფად თვალთვალის საშუალებას. თანაც არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ახლა უკვე კორპორაციების მხრიდანაც.

ერთის და მეორეს ინტერესებიც ერთმანეთს ერწყმის. ვინაიდან ორივე ძალა საბოლოო ჯამში ერთიდაიგივე, ადამიანების მცირე ჯგუფს ემსახურება — სხვადასხვა დაანგარიშებით, პლანეტის მოსახლეობის 1-დან 0.01%-მდე. მაგრამ სწორედ ამ მცირე ჯგუფს ეკუთვნის პრაქტიკულად ყველაფერი, ამიტომ ისინი თვლიან, რომ სახლემწიფომ მათი ინეტრესები უნდა დაიცვას.

ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების დაანგარიშებით, დღევანდელი სოციალური უთანასწორობის დონე უმაღლესია კაპიტალიზმის მთელი ისტორიის მანძილზე. ეს კიდევ ნიშნავს, რომ დაახლოებით 1970-იანი წლებიდან (როდესაც შემოსავლების დაახლოების პროცესები გაჩერდა და კვლავ დაიწყო უთანასწორობის მყარი ზრდა) კაცობრიობამ ქარს გაატანა უმნიშვნელოვანესი, საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის მიღწევები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ჩვენი ისტორიის უფრო ძველ ფურცლებს.
ზოგიერთი უკვე ხედავს კოლონიალიზმის დაბრუნების პერსპექტივებს — ახალი ტერიტორიების დაპყრობის მისეული ხისტი ფორმით და ადგილობრივი მოსახლეობის დამონებით. ზოგიც აღმოაჩენს ფეოდალური საზოგადოების ნიშნებს და პრესაში უკვე გაიჟღერა ტერმინმა „IT-ფეოდალიზმი“. მაგრამ არის ძლიერი შეგრძნება, რომ ისტორიული ანალოგიისატვის აქ გამოსადეგია იმ ტიპის სოციალური მოდელი, რომელსაც საზოგადოებამცოდნეობაში „აღმოსავლურ დესპოტიას“ უწოდებენ.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, სადაც მოსახელობას მრავალი ათწელულის განმავლობაში ტვინს ურეცხავდნენ მარქსიზმ-ლენინიზმის დოქტრინებით, ასეთი სახის საზოგადო ფორმაცია არ ყოფილა. კლასიკოსების მოწოდებით კაცობრიობის მთელი სიტორიისათვის დამტკიცებული იყო განვითარების ხუთწევრიანი ხისტი სქემა: „პირველყოფილ-თემური — მონათმფლობელური — ფეოდალიზმი — კაპიტალიზმი — კომუნიზმი“.

რეალურ ისტორიაში კი რასაკვირველია არსებობდა მრავალი მაგალითი, რომელიც არაფრით არ ჯდებოდა ამ სქემაში. თანაც ყველაზე გავრცელებული „კონტრ-მოდელი“ სწორედ რომ საზოგადოებრივი მოწყობის ის სისტემა გახლდათ, რომელსაც „აღმოსავლური დესპოტია“ ქვია. ვინაიდან ამათუიმ მოდიფიკაციებით ათასწლეულების განმავლობაში ეს სისტემა დამახასიათებელი იყო მრავალი სახელმწიფოსათვის აღმოსავლეთში — ძველი ეგვიპტიდან და სპარსეთიდან დაწყებული, არაბული სახალიფოებით, ინდოეთითა და ჩინეთით დამთავრებული. რაც ყველაზე მთავარია — ამ მოდელის საკვანძო თავისებურებები სრულიად მკაფიოდ ისახებოდა XX საუკუნეშიც — პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოწყობაში ისეთი გიგნატური ქვეყნისა, სსრკ რომ ქვია.

ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება არის ის, რომ სახელმწიფოში უმაღლესი ინსტანცია ძლიერი ცენტრალური ხელისუფლებაა. ხშირად ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ადამიანის — დესპოტის, ხელში. თუმცა ისტორიას გააჩნია უამრავი მაგალითი, როდესაც ძალაუფლება დაახლოებული პირების ხელთ იყო მოქცეული — უმაღლესი ქურუმების, ვეზირების და სხვა.

თუმცა მონური შრომა შვეულებრივი ამბავი იყო, ასეთი სახელმწიფოს ქვეშერდომებს თავისუფალ ადამიანებს უწოდებდნენ და ისინი მხოლოდ „ცის შვილს“ ემორჩილებოდნენ. თუმცა ცხობრებისათვის ყველაზე საჭირო რამ — პირველ რიგში მიწა და წყალი — სახელმწიფოს ეკუთვნოდა. მათთან წვდომა კი რასაკვირველია სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელში იყო, ხოლო იდეოლოგიური მხარდაჭერა რელიგიური ინსტიტუებისგან ჰქონდათ.

და აი, მოდი გამოვყოთ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში სამი საკვანძო ელემენტი: 1. ელიტის მცირე ჯგუფი, რომელიც უთანასწორობის მზარდ პირობებში სულ უფრო მდიდრდება; 2. სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ამ ჯგუფს და მუდმივად ზრდის IT-შპიონაჟს სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად; 3. ინფოტექნოლგიური კომპანიები, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში არა მარტო გახდნენ მსიფლიო ინდუქტიის ხერხემალი, არამედ — სულ უფრო ერთვებიან ტოტალური შპიონაჟში მომხმარებლების მიმართ.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ერთ დროს „თავისუფალი სამყაროს“ მრავალი მოწინავე სახელმწიფო სრულიად მკაფიოდ უბრუნდება თანამედროვე „IT-დესპოტიას“. შესაბამისად, ტრანსნაციონალური IT-კორპორაციები ამ კონტექსტში გლობალური ეკლესიების სახით გვევლინებიან. ხოლო Microsoft-ის ფლაგმანურ პროდუქტს, შპიონური Windows 10-ს, წილად „ახალი მსოფლიო რელიგიის“ როლი განეკუთვნება.

რომ არ დავასრულოთ ეს სტატია ასეთ შავ ტონებში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება თანამედროვე ეპოქასა და ყველა ძველ დესპოტიას შორის.
დღეს ყოველ ადამიანს აქვს არჩევანის არა უბრალოდ ნომინალური თავისუფლება, არამედ სრულიად რეალური ალტერნატივა უფრო თავისუფალი ცხოვრებისა — სწორედ იგივე „დამონების ინფოტექნოლოგიების“ დახმარებით, მაგრამ გათავისუფლებული სახით. საკმარისია Windows-ის ნაცვლად თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა აირჩიოთ, მაგალითად Linux — და იქნება პრაქტიკულად იგივე, ოღონდ „უფროსი ძმის“ გარეშე კომპიუტერში.

Comments

comments

Leave a Response