როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინ Microsoft-მა წარმოადგინა არა მარტო Surface-ის ოჯახოს მორიგი პლანშეტი, არამედ აგრეთვე პორტატული კომპიუტერი Surface Book, ფრიად უჩვეულო და ამბიციური პროექტი, რომლის მიზანია Windows-პორტატული კომპიუტერების დარგის გამოცოცხლება. ახალ პროდუქტში არსებული უჩვეულო თავისებურებების გამო პრეზენტაციის განმავლობაში მრავალი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ლამაზი სურათი და ვიდეო პრეზენტაციაზე — ერთი ამბავია, ხოლო რეალური პროდუქტი და მისი ბედი ბაზარზე — სულ სხვა.
და საქმე იმ პრობლემებშიც კი არ არის, რომლებიც შეემთხვათ Microsoft Surface Book-ის პირველ მყიდველებს. პრობლემების სია იქ უფრო სერიოზულია, ვიდრე პრობლემები iPhone-ში, რომლებზეც ასე იღადრავენ ხოლმე ყელებს მედია-საშუალებები და ბლოგები გაყიდვების ყოველი დაწყებისას. მოციმციმე ეკრანი, პრობლემა ხარვეზების სავსე ვიდეო-დრაივერთან, პრობლემები გარე-მონიტორების მიერთებისას, პრობლემები შემაპირისპირებელ სადგურთან და ა.შ. — საკმარისია, რათა გამოვიყენოთ „ვაშლისტების მანტრა“, რომლის ფორმულირება დაახლოებით ასე შეიძლება „დაველოდოთ მეორე თაობას“. ახალი პროდუქტისათვის, კომპანიისათვის ახალ სფეროში ასეთი პრობლემები რეპუტაციის დაკარგვის საშიშროებას შეიცავს მომავალში, თუმცა ჯერ-ჯერობით რასაც წერენ, ყელაფერი გამოსწორებადია — ზოგი მიკროკოდის განახლებით, ზოგიც — პროდუქტში ცვლილებების შეტანით (აი აქ გამოჩნდება, რამდენად ეყოფა Microsoft-ს გამოცდილება ასეთი რთული ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოების ლოგისტიკაში).
თუმცა მე ცოტა სხვა რამეზე მინდოდა საუბარი. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, როგორ ცდილობს Microsoft „დაეტოლოს“ Macbook-ს, Surface Book-ის წარმოდგენისას. ეს გაუთავებელი შედარებები პრეზენტაციის დროს და ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, რომ „მრავალჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მაკბუკი“ (და რაც სინამდვილეში რეალურად არ დასტურდება და მრავალ კითხვას ბადებს) და მთელი გვერდი მაიკროსოფტის საიტზე, სადაც ეფლის პორტატული კომპიუტერებს მოუწოდებენ რატომღაც გადავიდნენ Microsoft Surface Book-ზე. ზოგადად მე მესმის იდეა, თუ რატომ ხდება ასე: უკვე მრავალი წელია მაღალი კლასის ნოუთბუკების ბაზარზე მხოლოდ ეფლი ბატონობს და იმ ფასით, რომელიც Microsoft-მა დაადო Surface Book-ს, სხვა კონკურენტები მას ვერ ეყოლება. რათქმაუნდა, სახალისოა რომ ამ ბაზარზე უცაბედად ეფლის ტექნიკა „ხელმისაწვდომი“ გახდა, Surface Book-ის ფონზე.
მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაციაა ახლა. თუ შევხედავთ Surface Book-ის სამიზნე აუდიტორიას, Microsoft ცდილობს მაკის მოყვარულები გადაიბიროს. კი, Apple-ის გაყიდვები ყოველკვარტალურად მატულობს, ანუ, მაკების პოტენციური მომხმარებლები, რომელთა გადაბირებაც უნდა რედმონდს, საკმაოდ ბევრია. მაგრამ, უნდათ კი მათ ეს გადაბირება? უმრავლესობა მაკებს ყიდულობს არა მარტო იმიტომ, რომ იქ კარგი და ხარისხიანი აპარატურული შემდგენელია (თუმცა კუპერტინოც დროდადრო სცოდავს ხოლმე ამ საკითხში), არამედ იმიტომაც, რომ იქ Windows-ის ღირსეული ალტერნატივა მოიძებნება — OS X. რა აზრი აქვს OS X-ის შეცვლას და Windows-ზე გადასვლას, საიდანც ჩვენ ისედაც გამოვიქეცით მრავალი წლის წინ. თუნდაც Windows 10-ზე, რომელშიც როგორც არ უნდა ილაპარაკო, ლამაზი ხუფის ქვეშ მაინც Windows-ია. უდავოა, რომ არსებობს მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, რომლებმაც მაკები მხოლოდ დიზაინის გამო იყიდეს. ყველას გვეყოლება ერთი ნაცნობი მაინც, ვინც მაკი იყიდა, OS X წაშალა და Windows დააყენა. მაგრამ რამხელაა ასეთი ადამიანის ოდენობა? ჩემი აზრით, მაკ-მომხმარებელთა 10%-ზე მეტი არა.
კიდევ შეიძლება დავთვალოთ Microsoft Surface Book-ის სამიზნე აუდიტორია. თუ გავითვალისწინებთ, რომ Apple წელიწადში 16-18 მილიონ მაკს ყიდის, შესაძლოა ვივარაუდოთ 1-1.5 მილიონი მომხმარებელი, ვინც Windows-ს აყენებს მაკზე. ასევე ცნობილია, რომ Apple-ის გაყიდულ კომპიუტერებში პორტატული კომპიუტერების წილი დიდია, დაახლოებით 75%. ანუ ჩვენ ვიღებთ წლიურ გაყიდვას 750 ათასი – 1.1 მილიონი, ვინც პოტენციურად დაინტერესებულია Windows-ნოუთბუკში. და აი ეს ადამიანები უნდა დაარწმუნოს Microsoft-მა გადავიდეს მაკიდან Surface Book-ზე, რომელიც: 1) უფრო ძვირია, 2) გაურკვეველი რეპუტაციით ხარისხის თვალსაზრისით. ხოლო ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ სპექტრის მეორე ბოლოში PC-ტექნიკის მწარმოებელთა უზარმაზარი არმია დგას, რომლებიც ნოუთბუკების უდიდეს ოდენობას აწაროებენ 200 დოლარიდან მაკის და Surface Book-ის დონით დამთავრებული. მე თუ მკითხავთ, ასეთი აუდიტორიისათვის ბრძოლა ასეთ საბაზრო პირობებში რთული საკითხია. სწორედ ამიტომ მგონია, რომ Microsoft Surface Book-ის ბედი Microsoft-ის ფანატებია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ Surface Book-ისგან ვერ იქნება მიღწეული არსებითი ეფექტი, რისი იმედიც Microsoft-ს აქვს
P.S. ეს დაახლოებით იგივეა, რაც BlackBerry Android-ზე, 700 დოლარად. მოწყობილობა კი კარგია, მაგრამ არავის არ სჭირდება ამ სახით და ამ ფასად…