რამდენიმე დღის წინ Facebook-მა iPhone-ის მომხმარებლებისთვის ფუნქცია Music Stories ჩაუშვა. სიახლე მოგცემთ საშუალებას, მუსიკალურ ფრაგმენტს პირდაპირ სოციალურ ქსელში მოუსმინოთ. Music Stories პოსტის ახალი ფორმატი იქნება.
მისი გაზიარება მხოლოდ Apple Music-სა და Spotify-ს სერვისებიდან არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი სიახლის ხაგრძლივობა 30 წამია. როგორც გამოცემა The Verge იუწყება, სერვისი ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით iOS-ის ყველა მომხმარებლისთვის იქნება.