იმ დროს, როდესაც სტივ ჯობსის სახელი მკაფიოდ უკავშირდება ტექნოლოგიურ პროგრესს, ბილ გეითსს ხშირად იხსენებენ როგორც „მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს“. Microsoft-ის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როდესაც კომპანიას გეითსი მართავდა, მოგვითხრო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გავაღმერთოთ სწორედ ბილ გეითსი.
ბალაჯი ბისვანატანას (Balaji Viswanathan) სიტყვებით, ჯობსისგან ხატება მედიამ შექმნა. ამ დროს კი გეითსი სხვა ადამიანებისათვის იქცა ხატებად — მაგალითად, ხანდაზმული ამერიკელებისათვის, ან ბავშვებისათვის ინდოეთში. მაგრამ მათგან თქვენ ამას ნაკლებად გაიგონებთ.
ბალაჯი თვლის, რომ სწორედ გეითსმა გადააქცია კომპიუტერი მასიურ პროდუქტად — ამ მიღწევის არდაფასება ნამდვილად არ შეიძლება. ჯობსმა თავის მხრივ ასევე შეცვალა სამყარო, მაგრამ უფრო მოდისა და კომპიუტერის მოხერხებულობისაკენ. ეს პირველ რიგში აისახა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების ცხოვრებაზე.
ბალაჯის სიტყვებით, ის თვითონაც გადავიდა Apple-ის ტექნიკაზე და თვლის, რომ ჯობსმა დაიმსახურა ხატების სახელი, ვინაიდან მან რევოლუცია მოახდინა კომპიუტერულ სფეროში. მაგრამ ის, რომ დღეს ადამიანებს შეუძლიათ ტექნიკის გამოყენება, — პირველ რიგში გეითსის დამსახურებაა და მხოლოდ შემდეგ ჯობსის.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს მოსწონთ ისტორიები მარცხზე, რომელსაც შემდეგ წარმატებისაკენ მივყავართ. ჯობსი სამსახუროდან დაითხოვეს, მას ჰქონდა რამდენიმე მარცხი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ამან მიგვიყვანა Apple-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად გახდომამდე. აი Microsoft კი ყოველთვის გამოირჩეოდა სტაბილურობით და მის საუკეთესო წლებში ბაზრის 90% ფლობდა. ამაზე კი ვერ დაწერ ლამაზ ისტორიას.
ამასთან ერთად ჯობსი ექსცეტრიული ადამიანი იყო. ბევრი მას გერწარად თვლიდა. და რა გასაკვირია, რომ ადამიანებს მოსწონთ ასეთი ადამიანები, მითუმეტეს, როდესაც მათი მინუსები ჩვენ არ გვეხება.
და ბოლოს, ბალაჯი თვლის, რომ არ ღირს გეითსის საქველმოქმედო ფონდის დავიწყებაც. 28 მილიარდი დოლარი, რომელიც მან ჩადო ბილ და მელინდა გეითსების ფონდში — შთამბეჭდავი ციფრია.