2010 წელს, როდესაც სტივ ჯობსმა წარმოადგინა სულ პირველი iPad, მსოფლიომ ის ვერ მიიღო. ცოტაოდენი დროის შემდეგ მსოფლიო მიხვდა თავის შეცდომას და გააფთრებით დაიწყო პლანშეტების შეძენა. ითვლება, რომ სწორედ იმ მომენტიდან დადგა ე.წ. „Post PC“ ერა. სხვათაშორის, მას მერე 5 წელი გავიდა უკვე, სტივი დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის, კომპანიას ტიმ კუკი ხელმძღვანელობს, ხოლო iPad გადაიზარდა იმაზე უფრო მეტში, ვიდრე უბრალოდ სენსორული ეკრანი ვებ-საიტების მოსანახულებლად. არის რა კონკურენტების პროდუქტებზე უფრო მძლავრი და მოსახერხებელი, ის ყველაზე გაყიდვადი პლანშეტი გახდა მსოფლიოში. მაგრამ მსოფლიო მოითხოვს მეტ ინოვაციურ სიახლეებს. ასე შეიქმნა iPad Pro.
ტიმ კუკი ნელ-ნელა მიმოდიოდა რა Bill Graham Civic Auditorium-ის სცენაზე, შემდეგი განაცხადა: „iPad წარმოადგენს მკაფიო მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ ვხედავთ პერსონალური კომპიუტერების განვითარების მომავალს“. აქედან გამომდინარეობს, რომ Apple-ში გადაწყვიტეს პლანშეტების ბაზარზე დანერგვის სტრატეგია, მაგალითად, პრეზენტაციაზე ისინი არაერთხელ შეადარეს კომპიუტერს. და მთავარი აზრი ის იყო, რომ პლანშეტი რამდენჯერმე აღემატება საშუალო კომპიუტერს წარმადობაში, სიძლიერეში და გამოყენების მოხერხებულობაში.
თქვენს მონა-მორჩილს ახსოვს ის დრო, როდესაც არ წყდებოდა საუბრები იმაზე, რომ iPad გახდეს სრულფასოვანი სამუშაო მანქანა, მას სჭირდება „სამაგიდე“ საოპერაციო სისტემა, ფიზიკური კლავიატურა და ელ. კალამი. და აი, ინებეთ, გეთაყვა. წლევანდელ საშემოდგომო პრეზენტაციაზე ჩვენ ყველაფერი ვიცილეთ, გარდა სამაგიდე საოპერაციო სისტემისა ტაბლეტში. თუმცა თანამედროვე რეალიებში ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. iOS წლიდან წლამდე იზრდება, იმატებს ახალ ფუნქციებს და სულ უფრო ემსგავსება იმ საოპერაციო სისტემას, რომელთანაც მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ამასთან, iOS ისედაც თავისი სამაგიდე „ძმის“ ფუნდამენტზეა აგებული ისედაც. ამიერიდან iPad — არა მხოლოდ საერთო მოხმარების მოწყობილობაა, არამედ მოწყობილობაა შემქმნელებისათვის. პლანშეტი იქცევა შესანიშნავ მოწყობილობად შენიშვნებისათვის, წერისთვის, ხატვისთვის, პრეზენტაციების დემონსტრირებისათვის, წიგნის კითხვისა ბილეთების შეძენისათვის და ერთი წუთი არ დაგვავიწყდეს — გართობისათვის.
მაგრამ, მოდი დავუბრუნდეთ iPad Pro-ს სამუშაო ფუნქციებს. ნაწილობრივ უკვე შევეხე iOS-ის თემას, თუმცა კიდევ დაგვრჩა რამდენიმე საკითხი. დიდი ხანი მუსირებდა ჭორი, რომ მალე პლანშეტურ კომპიუტერებში გამოჩნდება ეკრანის შუაზე გაყოფის ფუნქცია, ასევე „ჩარჩო-ჩარჩოში“ და მრავალამოცანიანი რეჟიმი. iOS 9-ის ბეტა-ვერსიაში აღმოჩნდა ამის დამადასტურებელი ფაქტები. მაგრამ ეს ფუქნცია დიდად მოსახერხებელი არ არის 9.7 დუიმიან ეკრანზე, რომ არაფერი ვთქვათ 7.9 დუიმიან მინი ტაბლეტზე. პრო ვერსია ამისათვის იდეალურია, თანაც, სპეციალურად მისთვის შექმნილი ფიზიკური კლავიატურითა და მრავალფუქნციური ელ. კალმით.
ავტორის საკუთარი გამოცდილება კარნახობს ის აზრზს, რომ საჭიროების შემთხვევაში მას სრულიად თავისუფლად შეუძლია უარი თქვას ნოუთბუკის გამოყენებაზე და სამუშაოდ iPad Pro-ზე გადავიდეს.
კიდევ ვის შეიძება რომ გამოადგეს ეს პლანშეტი? რასკავირველია! დიზაინერებს, არქიტექტორებს, ვიდეოს შემქმნელებს და დიჯეებს. მათთვის ეს მოწყობილობა მისწრებაა.
შესაძლოა, მკითხველთა გარკვეული ნაწილი არ გაიზიარებს ჩემს პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს ალბათ უფრო მიჩვევის ამბავია. აზრი, რომ პლანშეტი მხოლოდ გასართობი მოწყობილობაა, თანდათან ისტორიას ჩაბარდება. კუპერტინოს იჯინრები რეალურად გვიჩვენებენ რა რა არის. iPad Pro აღჭურვილია ყველა უპირატესობით პერსონალურ კომპიუტერებთან მიმართებაში, ხოლო ბევრ რამეში უკეთესიც გახლავთ. ეს მოწყობილობა სამომავლოა, მან გაუსწრო დროს და რამდენიმე წელში უკეთ დავინახავთ, თუ რა პოტენციალი გააჩნია.