მიმოხილვა

ყველაფერი, რისი ცოდნაც გსურთ iPad mini 4-ის შესახებ

165views

გასულ თვეს კომპანია ეფლის პრეზენტაციაზე ფილ შილერმა წარმოადგინა განახლებული iPad mini, მაჯერად უკვე მე-4 ნომრით. თუმცა პრეზენტაციის მსვლელობისას ამ პროდუქტს ფროად მცირე დრო დაეთმო. ამ სტატიაში ვეცდები ეს ნაკლი გამოვასწორო. მითუმეტეს, რომ ეფლის მცირე ზომის ტაბლეტებისადმი მე ჩემი განსაკუთრებული ლტოლვა გამაჩნია: უკვე 2 წელია ვსარგებლობ iPad mini 2-ით და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ზომის, წონის, ავტონომიურობის გამო. ამასთან, ის იდეალურია წიგნის კითხვისთვის, შესაბამისად ჩემი e-Ink წამკითხველი სრულიად უფუბქციოდ დარჩა და ობლად განისვენებს საწერი მაგიდის უჯრაში. რასაკვირველია, მე ამ ახალი ტაბლეტის პოტენციური მყიდველი ვარ, ამიტომ მოდი უფრო ახლოს ვნახოთ, რას წარმოადგენს ის.

წონა და ზომები

iPad mini 3 პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა წინამორბედისაგან, მასში სიახლე მხოლოდ თითის ანაბეჭდის სკანერი იყო. ამის გარდა დაემატა კორპუსის ახალი ფერი, ოქროსფერი. ამან მოხმმარებელთა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ისეთი აზრიც გავრცელდა, თითქოს ეფლისთვის ეს პროდუქტი ნაკლებ საინტერესო იყო და დროთა განმავლობაში წარმოაბიდანაც მოიხსნებოდა. პირადად მე ამან ძალიან დამწყვიტა გული, ჩემთვის სრულზომიანი აიპედი ნაკლებ საინტერესო პროდუქტია, ხოლო მინი იდეალურად ჯდება ჩემს წარმოდგენაში იდეალური ტაბლეტის შესახებ.

ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ iPad mini 4-ში ცვლილებები გაცილებით მეტია, ვიდრე წინამორბედში. ჯერ მოდი დავიწყოთ ვიზუალური სიახლეებით. iPad mini 4 წინა მოდელზე 30 გრამით მსუბუქია და 1.4 მილიმეტრით უფრო თხელი.

iPad mini 4-ის პარამეტრები:

  • სიმაღლე: 203.2 მმ.
  • სიგანე: 134.8 მმ.
  • სისქე: 6.1 მმ.
  • წონა: (Wi-Fi): 298.8 გრ.
  • წონა: (Wi-Fi + Cellular): 304 გრ.

iPad mini 4-ის ეკრანი

iPad mini 4-ის ეკრანი განსხვავდება წინა თაობის ყველა მოდელისაგან, სადაც ეკრანი სამი ცალკეული კომპონენტისაგან შედგებოდა. iPad mini 4-ში ისინი ერთ, მონოლითურ კონსტრუქციად წარმოგვიდგება, რაც საშუალებას გვაძლევს ეკრანი გავხადოთ უფრო კონტრასტული და მკაფიო. გამოსახულება უფრო რეალისტური ხდება, ვინაიდან ის აღარ არის დაშორებული თქვენი თვალებიდან შუშის დამატებითი ფენით. ეკრანის სპეციალური დაფარვა ასევე საშუალებას გაძლევთ ტავიდან აიცილოთ ანარეკლები, მათი ოდენობა 56%-ით არის შემცირებული წინა თაობისგან განსხვავებით.

წარმადობა

ფილ შილერმა მოგვითხრო, რომ ახალ iPad mini 4-ში iPad Air 2-ის შესაძლებლობებია ჩადებული. სამწუხაროდ, ეს მთალდ ასე არ არის და წარმადობით ის ცოტათი ჩამორჩება უფროსს ძმას. iPad Air 2-ში გამოყენებულია პროცესორი A8X, მაშინ როდესაც iPad mini 4-ში — A8, რომელიც iPhone 6-ში გამოიყენება. თუმცა, ეს პროცესორი 60%-ით მაინც უფრო სწრაფია, ვიდრე პირველი თაობის iPad Air.

უსადენო ქსელები

iPad mini 4 არა მარტო უფრო სწრაფია წარმადობის თვალსაზრისით. ის მხარს უჭერს Wi-Fi 802.11a/n ქსელებს, რაც თეორიულად გვაძლევს 3-ჯერ უფრო მეტ სიჩქარეს, ვიდრე 802.11a/c. გამტარუნარიანობა თეორიულად 866 მბიტი/წმ. ამის გარდა, პლანშეტი მხარს უჭერს უახლესს Bluetooth 4.2-ს და LTE-ქსელის 20 არხს, როთაც მიიღწევა სიჩქარის 50%-იანი მატება. Bluetooth 4.2 გამტარუნაროანობის 2.5-ჯერ მატებას გვთავაზობს და აგრეთვე მომატებულ ენერგოეფექტურობას.

აკუმლატორი

iPad mini 4-ში შედარებით ნაკლები მოცულობის აკუმლატორი დგას, ვიდრე წინა თაობაში. ეს უფრო თხელი კორპუსით არის განპირობებული. მიუხედავად ამისა, ეფლი კვლავ გვპირდება უწყვეტი მუშაობის 10 საათს.

კამერა

iPad mini 4-ში ფრონტალური კამერა კვლავ 1.2 მეგაპიქსელიანია, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავწეროთ HD-ვიდეო. მაგრამ დიაფრაგმა f/2.2 81%-ით მეტ შუქს იკრებს, რაც დაბალი განათების შემთხვევაში უკეთეს ხარისხს იძლევა. ასევე გაუმჯობესებულია სერიული გადაღების რეჟიმი.

ძირითადი კამერა ახლა 8 მეგაპიქსელია. iPad mini 3-ში 5 მეგაპიქსელიანი იყო. ახალი აპარატურული შიგთავსი საშუალებას იძლევა სახის ამოცნობის უკეთეს სისტემას გვთავაზობს. დანარჩენში კამერა დიდად არ შეცვლილა.

მრავალფანჯრიანი რეჟიმის მხარდაჭერა

iOS 9-ზე გადასვლასთან ერთად ეს რეჟიმი ხელმისაწვდომი გახდა iPad Air 2-ში, ხოლო ამიერიდან iPad mini 4-იც აღჭურვილია ამ რეჟიმით. კომპაქტური პლანშეტის მფლობელები ჯეროვნად შეაფასებენ მრავალფანჯრიანი სისტემის უპირატესობას, აგრეთვე ახალ რეჟიმს „სარკმელი — სარკმელში“.

ოპერატიული მეხსიერება

ერთი მხრივ, iPad mini 4-ის აპარატურული ნაწილი iPad Air 2-ზე ცოტა სუსტია. ამ უკანასკნელში 2 გბაიტი ოპერატიულია წარმოდგენილი. მაგრამ მეორე მხრივ, ეფლმა როგორც იქნა მცირე მოდელისთვისაც გამოიმეტა ამდენივე ოპერატიული მეხსიერება, რაც უდავოდ გვახარებს ყველას. შესაბამისად, მინი ტაბლეტი ისევე კარგად იმუშავებს ერტდროულად რამდენიმე აპლიკაციასთან, როგორც მისი უფროსი ძმა.

აქსესუარები, Smart Cover

თუ გეგმავთ iPad mini 4-ის შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ ძველი შალითები ვეღარ გამოგადგებათ. როგორც მინიმუმ ეფლის მიერ გამოვებული. ახალი მინი-ტაბლეტის ზომა შეიცვალა და მისთვის ახალი შალითის შეძენა იქნება საჭირო.

iPad-ის ხაზი

არა, iPad mini 3 არ გაიაფებულა, ის უბრალოდ მოიხსნა გაყიდვიდან (ეს აშშ-ში, საქართველოში ჯერ კიდევ იქნება შერჩენილი რომელიმე მაღაზიაში). გაიაფდა და კვალვ გაყიდვაშია iPad mini 2, ხოლო iPad mini 4 იგივე ფასად იყიდება რაც წინამორბედი.

Comments

comments

Leave a Response