მიმოხილვა

„ნელი აიფონი“, როგორც ანდროიდის პოპულარობის მიზეზი

144views

მას შემდეგ, რაც მობილურ მოწყობილობებში თანამედროვე წესრიგი დამყარდა, ანუ კონკრეტულად, ძალაუფლება გაიყო ორ ძირითად პლათფორმას შორის — iOS და Android — არ წყდება კამათი იმის შესახებ, რომელი პლათფორმა უკეთესია. აშკარაა, რომ დაზუსტებების გარეშე კითხვა უაზროა, მაგრამ კვლავაც აქტუალური და შესაბამისად ის მუდმივად ხდება ამ ორი პლათფორმის მომხრეთა საღვთო ომების ერთადერთი თემა. მიუხედავად ჩემი მისწრაფებებისა, ამ სტატიაში არ ვაპირებ არც ერთი და არც მეორე მხარის დაჭერას. სამაგიეროდ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო საინტერესო პარადოქსს, რომელიც ზემოქმედებდა და კვლავაც განაგრძობს ზემოქმედებას ძალთა გადანაწილებაზე. საუბარია იმაზე, თუ როგორ ცვლის მობილური საოპერაციო სისტემის განახლების სისწრაფე მასების მისწრაფებებზე.

ისინი, ვინც თვალ-ყურს ადევნებთ მიმდინარე სიტუაციას, იცით: iOS-ისა და Android-ის განახლება პრინციპულად სხვადასხვანიარად ხდება. და საქმე მარტო იმაში კი არ არის, რომ iOS-ის ახალი ვერსიის გამოსვლასთან ერთად გაყიდვაში iPhone-ის ახალი ვერსია გამოდის, ხოლო გუგლის საოპერაციო სისტემას ასეთი ერთდროულობა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. არის უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება. iOS-ის ახალი ვერსია ძალიან მცირე დროში ვრცელდება მომხმარებლტა შორის და უფრო დიდ წილს იკავებს. ხოლო Android-ის ახალი ვერსია წლების გასვლის შემდეგაც შეიძლება ვერ გახდეს დომინანტი.
ამ სხვაობას შესანიშნავად ასახავს ბოლო ორი ვერსია: Android 5.x და iOS 9. პირველი ბაზარზე უკვე წელია რაც არის, მაგრამ დღემდე საერთო ოდენობის მეოთხედსაც ვერ ასცდა. მეორე თვეზე ცოტა მეტი ხანია რაც გამოვიდა და ბაზრის ორი მესამედი დაიკავა.

თუ რატომ ხდება ასე, გასაგებია. ორივე ტექნოლოგიური გიგანტი ცდილობს, რომ სისტემის ახალი ვერსია მომხმარებელთა მაქსიმალურად დიდ ოდენობას გამოადგეს. მაგრამ თუ Apple-ს აქვს ბერკეტები სიტუაციაზე აქტიური გავლენისა (ვინაიდან აპარატურულ ნაწილსაც თვითონ აწარმოებს), Google-ს ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია, უფრო სწორედ, ის მნიშვნელოვნად თეორიულ ხასიათს ატარებს. დიახ, Android-ის განახლებები წესით უნდა დადგეს არა მარტო ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებზე, არამედ ძველ მოდელებზეც. მაგრამ ფაქტიურად მოდელების მრავალფეროვნება იმდენად დიდია, ხოლო Google-ის ძალაუფლება მწარმოებლებზე იმდენად უმნიშვნელო (ძირითადად სარეკომენდაციო სახის), რომ საოპერაციო სისტემის განახლება საბოლოო მომხმარებლამდე დიდი შეყოვნებით მიდის (მას შემდეგ, რაც ამ განახლების ადაპტაციას გააკეთებენ კონკრეტული მოდელისათვის), ან საერთოდ არ მიდის დანიშნულების ადგილამდე. აი ასე ყალიბდება iOS-ის მონოლითური სივრცე და Android-ის ჭრელი ტომი.

თუმცა, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს თქვენთვის ისედაც ნაცნობია. ნიუანსი, რაზეც მინდა რომ დაფიქრდეთ, არის ამ სიტუაციისადმი დამოკიდებულება. კარგია, თუ ცუდი, რომ Android-მოწყობილობათა მასა იმართება საოპერაციო სისტემის მრავალი ვერსიის მიერ? კარგია, თუ ცუდი, რომ iOS-მოწყობილობები ყოველთვის სიქნრონულად იყენებენ საოპერაციო სისტემის ყველაზე ბოლო ვერსიას?

კლასიკური თვალსაზრისით, რაც ასევე საღი აზრის მატარებელიც გახლავთ, უნდა მოვიწონოთ Apple-ის გზა და გავაკრიტიკოთ Google-ის. მართლაც, რა არის იმაში კარგი, რომ ერთი საოპერაციო სისტემის გამოყენებით მუშაობს ასობით მილიონი სუსტად თავსებადი მოწყობილობა? ამის შედეგად გაძნელებულია აპლიკაციების დაწერა, სისტემური შეცდომების გასწორება, ხოლო ჯამურად ეს ყველაფერი აისახება მომხმარებლების დამოკიდებულებით ბრენდისადმი. მაგრამ შეხედეთ რა ხდება: მომხმარებელთა მასის ახალი მოწყობილობების გამოსვლაზე რეაქციის შესწავლა უფლებას გვაძლევს საპირისპირო ვიფიქროთ.

საქმე ეხება „ნელი iPhone-ის“ ფენომენს. არსი ძალიან მარტივია. ასეთი რამ გააკეთეთ: შეეცადეთ გაარკვიოთ, თუ რამდენად ხშირად ეძებენ საძიებო სისტემებში მობილური მოწყობილობების აჩქარების რეცეპტს. ამისთვის კარგი ხელსაწყოა Google Trends. შეიყვანეთ მასში საძიებო ფრაზა: „Slow iPhone“ და ააგეთ გრაფიკი 2007 წლიდან (როდესაც პირველი თაობის iPhone გამოვიდა გაყიდვაში). თქვენ მიიღებთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკს.

თუ ვნახავთ, თუ როდის გამოვიდა ყველა თაობის აიფონი და შევადარებთ ამ გრაფიკს, ცხადი გახდება, რომ ყოველი ახალი აიფონის გამოსვლის შედეგ საძიებო სისტემები აფიქსირებენ ზემოაღნიშნული საძიებო მოთხოვნის მატებას. ცხადია, რომ ძველი თაობის აიფონების მფლობელები უკამყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ მათი ტელეფონები შენელებულად იწყებენ მუშაობას და ამიტომ ეძებენ გადაწყვეტილებებს.

ამ საკითხზე არის რამდენიმე მოსაზრება. ზოგს სწამს, რომ Apple შეგნებულად აუძლებს iOS-ის ახალ ვერსიებს ნელა იმუშაონ ძველ მოწყობილობაზე და ამით ხელს უწყობს ახალი მოდელების გაყიდვას. სსვები თვლიან, რომ ეს პრობლემა ბუნებრივია და მას გევრდს ვერ ავუვლით: საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიები უკეთ არიან ადაპტირებული ახალ აპარატურულ მოწოყბილობებთან, ამიტომაც ნელა მუშაობენ ძველზე. და ბოლოს, არის მოსაზრება, რომ არსებობს ფსიქოლოგიური პრობლემა: ახალი ტელეფონი — ეს ყოველთვის ახალი პროცესორი და ახალი გრაფიკული ჩიპი გახლავთ, შესაბამისად ის ყოველთვის უფრო სწრაფად იმუშავებს, ვიდრე ძველი მოდელები და არც ძველი აპარატურა და არც ახალი ოს ამაში დამნაშავე არ არის.

მაგრამ ყველაზე საინტერესო იწყება მაშნ, როდესაც ცდილობ შეადარო აიფონით დაუკმაყოფილებლობის დონე, იგივე დონესთან, ოღონდ ანდროიდზე. გუგლის პლათფორმას საწმუხაროდ არა აქვს სმარტფონის ერთი, ყველაზე პოპულარული მოდელი, მაგრამ მთლიანობაში დაახლოებით იმეორებს ისეთივე მრუდს საძიებო ფრაზის „Slow Android“-ის ძებნისას. ჩვენს გრაფიკზე ის წითელი ფერით არის დატანებული. რითი განსხვავდება ის აიფონის მრუდისგან? იმით, რომ არ არის მკვეთრი რყევები: ის სტაბილურად იზრდება დროთა განმავლობაში. რითი ავხსნათ? ალბათ იმით, რომ ანდროიდის ვერსიების გამოსვლა დროში „გადღაბნილია“.

ამ ყველაფრიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? ჩემი მოკრძალებული აზრით შემდეგის: ორივე პლათფორმის მომხმარებელს აქვს თავისი ხედვა საკუთარი პლათფორმისა. ანდროიდის მომხმარებელი ნელ-ნელა, თანდათან ეგუება მისი მოწყობილობის დაბერების ფაქტს, იმასაც რომ შესაძლოა 6-12 თვის გასვლის შემდეგ საერთოდ ვერ მიიღოს განახლება. სამაგიეროდ, მთელი ეს პერიოდი მისი მოწყობილობა „სწრაფად“ მუშაობს და მასზე ზეგავლენას არ ახდენს ახალი ვერსიის გამო შენელების ფაქტი. iOS-ის მოხმარებელი სტაბილურად 3-4 წლის განმავლობაში ღებულობს მთავარ განახლებას და ასევე მრავლად მცირე განახლებებს. ყოველი მთავარი განახლება მას უჩენს შეგრძნებას, რომ ტელეფონი შენელდა, მაგრამ ეს ხანმოკლე პერიოდი გრძლდება და მომხმარებელს კვლავ უბრუნდება სიმშვიდის განცდა.

თუ რომელი გზა, რომელი პლათფრომა ავირჩიოთ, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია.

Comments

comments

Leave a Response