სიახლეები

Apple-ის ბეჭედი. iRing?

109views

კომპანია Apple-მა ჭკვიანი ბეჭედი დააპატენტა, რომელსაც ეკრანი და სენსორული პანელი აქვს და შეუძლია სხვა ელექტრომოწყობილობებთან კავშირი დაამყაროს, ამის შესახებ განცხადება ამერიკული საპატენტო უწყების საიტზე დღეს გაჩნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჭკვიან ბეჭედს სმარტფონიდან სიგნალის მიღება და მისი ეკრანზე გამოხატვა შეუძლია, ასევე – სატელეფონო ფუნქციების მართვა სენსორული პანელის მეშვეობით. გარდა ამისა, გაჯეტში მიკროფონი იქნება ჩასმული. ბეჭედს ხელნაწერი ტექსტის გარჩევა შეეძლება თითების მოძრაობების მიხედვით, რომელსაც ის უკეთია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple ჭკვიანი ბეჭედის გამოშვებას აპირებს, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. დღესდღეისობით ბეჭდის რამდენიმე მოდელი არსებობს. ისინი ერთმანეთს ბლუთუზით უკავშირდებიან.

Comments

comments

Leave a Response