სიახლეები

Apple-ის რევოლუციური ტექნოლოგიები

1.22Kviews

მოწყობილობამ იგივე დიზაინი მიიღო რაც მის წინამორბედებს ჰქონდათ, მაგრამ კორპორაციის ხელმძღვანელის ტიმ კუკის სიტყვებით სმარტფონში „თითქმის  ყველაფერი“ შეიცვალა. წინა ვერსიებიდან ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი  მოწყობილობის ახალი ფერია – „ვარდისფერი ოქრო“.კონკრეტულად კი მოწყობილობა აღჭურვილია 3D Touch ტექნოლოგიით – Force Touch–ის შემდგომი თაობით, რომელსაც შეუძლია დაჭერის ძალის სამი დონის ამოცნობა. ამგვარად ახალ iPhone–ს შეეძლება განასხვაოს ძლიერი დაჭერა სუსტისგან და შესაბამისად შეასრულოს სტანდარტული მოქმედება ანდა გამოიტანოს მენიუ. iPhone ასევე მიიღებს ახალ კამერას – 12 მეგაპიქსელიან – 8–იანის ნაცვლად. მას შეეძლება ვიდეო 4K გაფართოებით გადაიღოს – 4096X2160 პიქსელზე. ახალი მოდელის iPhone–ბი გაყიდვაში 25 სექტემბერს გამოვა. აშშ–ში კონტრაქტით 6S–ის  გასაყიდი ფასი 199–დან 399დოლარამდე იქნება,  6S Plus–ის კი 299–დან 499 დოლარამდე. ახალი ოპერაციული სისტემა – iOS 9 – ძველი და ახალი სმარტფონებისათვის გადმოსაწერად მისაწვდომი იქნება 16 სექტემბრიდან.

კომპანიის პრეზენტაციაზე კიდევ წარადგინეს საათები, Apple TV და iPad–ი, სადაც აღინიშნა, რომ სააათების გაყიდვა 16 სექტემბრიდან დაიწყება. როგორც კომპანიის დოქტორ კემერონპაუელი დარწმუნებულია, რომ კომპანიის Apple Watch შეცვლის მთელ ჯანდაცვის სისტემას  აშშ–ში, ვინაიდან იგი შესაძლებლობას იძლევა რეალურ დროში ექიმს პაციენტების სასიცოხლო მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. კომპანიის CEO-მ აუდიტორიას გააცნო გაჯეტის მფლობელს რა შესაძლებლობები მიეცემა. ამჯერად საათი ტყავის სამაჯურითაა.

რაც შეეხება iPad-ს, ის მეტალისააა, გაცილებით უფრო დიდი ეკრანით ვიდრე მისი წინამორბედი. ბრწყინვალე, გლუვი, მომრგვალებული ფორმებით. iPad Pro–ს პრეზენტაცია ე. წ. ჰოლივუდური ხელგაშლილობით იმართება. დიაგონალი – 12,9 დიუმი. ეკრანის გაფართოება 2732*2048. პროცესორი — A9X. 1,8–ჯერ უფრო სწარაფიმ, ვიდრე დესკტოპის ეკრანი. ახალი iPad 80%–ით უფრო სწრაფია აქამდე არსებულზე.

მას თავისი კალამი ექნება – Apple Pencil. ზეწოლის ძალისა და დახრის მიხედვით, Apple Pencil სხვაადსხვა ხარისხის ხაზებს აჩვენებს. როგორც პრეზენტაციაზე ჩანს, ის მხატვრებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ბატარიის ხანგრძლივობა 10 საათით განისაზღვრება მუშა მდგომარეობაში. iPad Pro–ს 4 დინამიკით არის აღჭურვილი. სისქე 6,9 მმ, წინა – 0,7 კგ. შალითა აღჭურვილი იქნება უსადენო კლავიატურიოთ Smart Keybord და იმუშავებს როგორც MacBook. ეს ადაპტირებული პოდია – iPad Pro Microsoft Office–ია. მასზე შესაძლებელია ერთდროულად Word, Excel–სა და Power Point–ის გაშვება.

iPad Pro–ს Adobe Fix–ის პროგრამით იქნება აღჭურვილი, ეს იგივე Photoshop–ის მსგავსი პროგრამაა. გარდა ამისა, რასაც დარბაზში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ისაა, რომ მას ადამიანის კიდურების მდგომარეობის განხილვა შეუძლია. ეს არის ძვლების და ქსოვილის ტიპის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.

iPad Pro ფერებშია – Space Gray, Gold და Silver. მისი შეძენა ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. კლავიატურისა და Pencil–ის შეძენა მომხმარებელს ცალკე შესაბამისად, 169 და 99 დოლარად შეეძლებათ. თავად iPad Pro კი 799 დოლარი, ანუ მთლიანობაში მსურველს 1067 დოლარის გადახდა მოუწევს.

Comments

comments

1 Comment

  1. იქნებ ამიხსნათ, ამრეიკაში კონტრაქტით შეძენა, რას ნიშნავს?

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი