Apple-ის საშემოდგომო ღონისძიებამდე სულ რაღაც 1 დღე დარჩა. მომხმარებელი iPhone 6s -ს და iPhone 6s Plus-ის წარდგენის გარდა Apple TV, iPad mini 4-ს და iPad Pro-ს მოლოდინშიცაა.
გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus-ს, სავარაუდოდ, ორივეს Force Touch ექნება. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ iPhone 6s “3D Touch” ეკრანითაც აღიჭურვება. “3D” რეჟიმში მოწყობილობა თითის ღრმა დაჭერით გადაირთვება. ზოგადად, სმარტფონს ეკრანზე შეხების სამი დონე ექნება – თითის დადება, დაჭერა და ღრმა დაჭერა.
ცნობილია, ასევე, რომ iPhone 6s-ისა და iPhone 6s Plus-ს მინიმალური მეხსიერება 16GB იქნება. გამოვა, მოდელებიც 64GB და 128GB მეხსიერებით. ამასთანავე iPhone 6s-ს საკმაოდ მაღალი გარჩევადობის (1125 x 2000) 4.7-დიუმიანი ეკრანი ექნება. სმარტფონების სავარაუდო საწყისი ფასი კი 699 ევრო სახელდება.
სხვადასხვა წყარო იმასაც იუწყება, რომ ახალ iPhone 6s საკმაოდ გაუმჯობესებული კამერით გამოვა, 12mp უკანა კამერა სენსორზე, რომლითაც თავისუფლად შეძლებთ ვიდეოს გადაღებას 4K გაფართოებით. რაც შეეხება წინა კამერას, 5 mp სენსორით, რომელიც მომხარებელს 720p HD ვიდეოების გადაღების შესაძლებლობას მისცემს. არსებოსბ მოლოდინი, რომ ახალი iPhone 6s უფრო ძლიერი და გამძლე იქნება და Apple Watch-ის მსგავსად ანიმაციური ფონები ექნება. iPhone-ის ახალი მოდელი, სავარაუდოდ, 2GB RAM-ით იქნება უზრუნველყოფილი.
რამდენად გამართლდება პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, ხვალ გახდება ცნობილი.